-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
სადაა 15გბ 5 ლარად?
-
ALT SHIFT რომ მუშაობდეს ნორმალურად კიდევ არც დავსვავდი საკითხს, როცა სკრიპტი ურევს, ვერ გაიგებდაწერს თუ არა ინგლისურად როცა ინგლისურზე გაქვს კლავიატურა, ქართულად წერს ყველა ვარინტში მაგრამ ინგლისურად აღარ წერს როცა სკრიპტი ამუშავდება....
-
ტელეფონს არა მგონია რამე მოსვლოდა, თუ რამე დამტენი დაიწვებოდა
-
ყველგან არ იჭეტს hsdpa, დარწმუნებული ხარ რომ სადაც ხარ არის იქ? პარამეტრებში არაა განსხვაბება, apn იგივეა, უბრალოდ hsdpa-ს უნდა იჭერდეს სადაც ხარ იქ
-
მე მომეწონა, freedom რა არის ისე?
-
ხო, ვინც ფეისბუქზე წერთ არ გეზარებათ ქართულზე გადართვა? თუ ინგლისურად კრიბავთ იქ?
-
FC BARCELONA,-მ სწორი შენიშვნა გააკეთა, ეგ არ გვინდა ზუსტად, თუმცა როგორც -მ თქვა, ძნელი არაა ქართული კლავიატურის დაყენება, თუ გამორთვას გადავწყვიტავთ მე დავწერ ინსტრუქციებს Windows XP/Seven/8-სთვის, (ან უბრალოდ fonts.ge-დან ჩავსვამ ლინკებს წყაროს მითითებით) ასევე ჩავსვამ ლინკებს Android-ზე და MacOS-ზე ქართული ფონტების/კლავიატურის ინსტალაციისთვის, თუ საჭიროა Symbian-ზეც ამ ყველაფერს ერთ თემაში ჩავსვამ და გამოცხადებას გავაკეთებთ რომ ყველა განყოფილებაში ნახოს იუზერმა Alt Shift-ის დაჭერა თუ გეზარებათ ეგ სხვა საკითხია უკვე როცა ინგლისურად გინდათ დაწეროთ, ტილდას ხომ მაინც აჭერთ? ამ შემთხვევაში ერთი ღილაკი დაემატება ოღონდ ქართულად დასაწერად (ტილდა უფრო მოსახერხებელია რა თქმა უნდა, გამართულად რომ მუშაობდეს) მეორე ვარიანტია გამოსწორდესსკრიპტის კოდი მესამე ვარიანტი იუზერებს შეეძლოთ მთელი ფორუმისთვის (უფრო სწორად თავისი ექაუნთისთვის) სკრიპტის ჩართვა/გამორთვა, თუკი თითოეულ პოსტებზე შეიძლება სავარაუდოდ ზოგადადაც უნდა შეიძლებოდეს, ამაზე კი ვანო გაგვცემს კომპეტენტურ პასუხს კი შეგვიძლია გადავრთოთ, მაგრამ ზოგჯერ ეგეც ურევს, ანუ გადავრთავ ინგლისურზე იდეაში და მაინც ქართულად აგრძელებს წერას, ან კიდევ მუშაობს თითქოს და ტილდას ვაჭერ და არ რთავს... ნუ ჩემთან ხშირად ხდება მსგავსი პრავალები და სხვებთანაც როგორც ვიცი, მარტო დაედიტების დროს რომ არ მუშაობდეს რა პრობლემაა, ან მუშაობდეს, ან არა, ხანდახან რომ ურევს ეგ ბურღავს ტვინს
-
ვერც მე ვერკვევი პროგრამირებაში, თუ ვინმე ერკვევა და გამოასწორებს კი ბატონო იყოს, მაგ სკრიპტის იდეა თავისდროზე იყო ის რომ მოსახერხებელი გაეხადა ქართულად წერა, და ისიც იმიტომ რომ ვიღაც იდიოტმა Microsoft-ში თუ საქართველოში გადაწყვიტა გამოეყენებინა საბეჭდი მანქანის განლაგება ქართული კლავიატურისთვის, თორემ თავიდანვე რომ ყოფილიყო QWERTY არც ამ სკრიპტის საჭიროება იქნებოდა, ახლა კი ამ შემთხვევაში სარგებელზე მეტი ნერვების შლა მოაქვს ამ სკრიპტს მეგრამ ახლა დღევანდელი მდგომარეობით ურევს, ამწუთში ჩემთან არ მუშაობს მაგალითად წესიერად, სკრიპტი მოსარგებია IPB-ს ახალ ძრავზე და გასატესტია ახალ ბრაუზერებში იმ მრავალმილიონიან ჯოგსთუ არ მივბაძავთ იმათზე ცუდ გადაწყვეტილებას მაინც ნუ გამოვიყენებთ ფაქტია რომ ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა პ.ს: არის საშუალებმა რომ იუზერებს ექაუნთში ქონდეს ქართული სკრიპტის დეფაულტად ჩართვა/გამორთვის საშუალება? ეს მოაგვარებდა პრობლემას, ვისაც უნდა დატოვებდა ჩართულს, ვინც არა-გამორთავდა
-
გვაქვს მასეთი წესი ფორუმის წესებში როგორც უკვე ვთქვი, ეს სკრიპტი არის დაახლოებით 10 წლის წინანდელი და მუშაობდა კარგად მაშინდელ ბრაუზერებში თუ ვებ-ძრავებში, ახლა საჭიროა მაშინ ამ სკრიპტის გადაწერა თუ ვინმეს შეგიძლიათ კი ბატონო მეორეც, მაგალითად მრავალმილიონინი რუსეთი და ჩინეთი სკრიპტებით წერს თავის მშობლიურ ენაზე? ხომ იყენებენ შესაბამის კლავიტურის დრაივერებს, ჩვენ რატომ ვიგონებთ ველოსიპედს ის ვერ გამიგია, თან მარტო ფორუმზე წერთ ქართულად? უნიკოდი ხომ ყველგან მუშაობს ფაქტიურად და საჭიროა მე მაგალითად Word-შიც ვერ ვიტან ფონტებს რომ იყენებენ
-
თვეში 7 ლარი არის, ფაქტიურად იგივეა რაც პირდაპირ რომ შეუკვეთო და იყიდო, უფასო განვადებასავითაა რა, მაგრამ ის არ წერია ანტივირუსი თუ იმუშავებს სხვა ქსელშიც (მაგ, ვიყიდე ანტივირუსი, ერთი დავაყენე ლეპტოპზე, ერთი დესკტოპზე, ლეპტოპი წავიღე სხვაგან და ჩავრთე სხვა ინტერნეტში, ხომ არ დაიბლოკება ლიცენზია?
-
მოდერატორები ვმსჯელობთ ფორუმზე ქართული კლავიატურის სკრიპტის* გათიშვაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილიების მიღებამდე გვჭირდება ფორუმის წევრების აზრიც, *-ქართული სკრიპტი, ეს ის ტექნოლოგიაა, როდესაც დაპოსტვისას ქართულად იწერება ავტომატურად და გამორთვა ხდება ESC-ს ქვემოთ რომ ღილაკია (ტილდა) იმით რატომ წამოიჭრა ეს იდეა: პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ სკრიპტს აქვს პრობლემები სხვადასხვა ბრაუზერებში, ხან კარგად მუშაობს, ხან საერთოდ არა, ხან კიდევ მომენტში ჩაირთვება მომენტში არა და როცა დიდ პოსტს წერ ნერვებს გიშლის ხანდახან მაგრადაც მეორე მიზეზი კი არის ის რომ ამ სკრიპტის ამოღება გარკვეულწილად განტვირთავს ფორუმს და უფრო სწრაფს გახდის მას (თუმცა არა რადიკალურად რა თქმა უნდა) მესამე მიზეზი კი ის არის, რომ ეს სკრიპტი არის იმ დროის გადმონაშთი როდესაც კომპისთის ახალი ხილი იყო ქართული უნიკოდი და კლავიატურის დრავერიც მხოლოდ საბეჭდი მანქანის განლაგების იყო, რომელსაც რა თქმა უნდა მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც იყენებდა, დღეს კი რა თქმა უნდა ეს წარსულია და ჩემი აზრით სირცხვილიცაა ჩვენი ფორუმის იუზერმა არ იცოდეს, ან ვერ ისწავლოს ქართული კლავიატურის გააქტიურება/გამოყენება ნუ უარყოფითი მხარე გათიშვის ის არის, რომ რადგანაც ფორუმის წესებში გვიწერია, რომ უნდა ვწეროთ ქართულად (განსაკუთრებით ქართული ტექსტი) და ამისთვის საჭირო იქნება ქართული კლავიატურის ინსტალაცია/გააქტიურება თქვენს კომპსა თუ პორტატულ დევაისში Windows XP-დან მოყოლებული ყველა WIndows-ს აქვს ქართული უნიკოდის სრული მხარდაჭერა და კლავიატურის დრაივერები (Windows XP-ზე გააქტიურება სჭირდება ქართული უნიკოდის მხარდაჭერა და ასევე მოყოლილი ქართულის დრაივერიც საბეჭდი მანქანის განლაგებისაა და რა თქმა უნდა არავინ იყენებს, ამიტომ საჭიროა ე.წ Third Party დრაივერი) MacOSX-შიც სრულიადაა მხარდაჭერილი ქართული უნიკოდი და QWERTY კლავიატურა (არ მახსოვს რომელი ვერსიიდან ოღონდ) Linux-ზეც ანალოგიური სიტუაციაა მობილურ OS-ებს რაც შეეხება: ქართულ უნიკოდს მხარს უჭერს ყველა თანამედროვე მობილური OS. ან ძალიან მარტივია მისი გააქტიურება, კლავიატურაც მოყვება კიდეც Android-ის 4.1 ვერსიებს, ასევე iOS 5/6-ს თუმცა აქ საჭიროა პატარა ჩალიჩი გააქტიურებაზე, ან დაჯეილბრეიქება და მერე დაყენება თუმცა საიტის მობილურ ვერსიაში სკრიპტი მაინც არ მუშაობს....და ყველა ვარიანტში საჭიროა ქართული კლავიატურა ქართულად საწერად
-
შეკითხვა საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით
gio_kiborg replied to Type-X's topic in რჩევა-კონსულტაციები
ეს თემა პროგრამული განყოფილების არაა გადამაქვს ყიდვა-გაყიდვის რჩევა-კონსულტაციებში რაც შეეხება სიტუაციას, შეავსე და ნახე თუ იმუშავებს, ან ბანკში დააზუსტე როგორც გითხრეს, მაგრამ იქაც ზუსტად არ იციან სად იმუშავებს და სად არა -
დახმარება მჭირდება - ვიცი რო აქ ყველა უპდეითის შემქმნელი პოსტავთ
gio_kiborg replied to dato_messi's topic in დახმარება
მომილოცავს მეხსიერების ბარათს არ შლის,(არც შიდას, არც გარეს) პროგრამებზე და მათ მონაცემებზეა აპარაკი -
მადლობა ყველას! ყველაფერი მოვაგვარე, ვხურავ
-
დახმარება მჭირდება - ვიცი რო აქ ყველა უპდეითის შემქმნელი პოსტავთ
gio_kiborg replied to dato_messi's topic in დახმარება
USB პორტი წინაც და უკანაც ერთნაირია, განლაგება აქვთ სხვადასხვა (წინ ხშირად ჰორიზონტალურადაა, უკან-ვერტიკალურად) დაათვალიერე წინა USB პორტი და მისი მსგავსი ნახე უკან (არა ერთი იქნება) და შეაერთე რომელიმეში ხო, ჯერ ჩვეულებრივად ჩართული ტელეფონი შეაერთე, დააყენოს დრაივერები,(გახსენი My Computer და ნახე თუ ხედავს ტელეფონს) მერე შეაერთე Download Mode-ში და დააკვირდი თუ ექნება კომპს ხმა (დაახლოებით ისეთი ახალ ფლეშკას რომ აერთებ ხოლმე და დესკტოპზე მარჯვენა ქვედა კუთხეში საათთან შეტყობინება რომ ამოდის Found New Hardware-ო) თუ არ ექნა კომპს ხმა, ან სხვა რეაქცია, მაშინ სხვა USB ცადე თუკი USB-ს ვერ მიაგნებ უკან, მაშინ საერთოდ შეეშვა ჯობია მაგ საქმეს, მიიტანე ხელოსანთან და 20 ლარად დაახლოებით ჩაგიწერს ახალ ანდროიდს -
დახმარება მჭირდება - ვიცი რო აქ ყველა უპდეითის შემქმნელი პოსტავთ
gio_kiborg replied to dato_messi's topic in დახმარება
ვერ რთავ მაშინ სწორად, ან რატომღაც ოდინი ვერ ხედავს გადაარესტარტე კომპი და ცადე -
დახმარება მჭირდება - ვიცი რო აქ ყველა უპდეითის შემქმნელი პოსტავთ
gio_kiborg replied to dato_messi's topic in დახმარება
მესიჯებში არსად წერია მანდ Added ანუ ვერ ხედავს Odin შენს ტელეფონს დაყენე Samsung Drivers? რომ ტვირთავ download mode-ში აწერია Download mode (ტელეფონის ეკრანზე)? -
თემა გადამაქვს ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაში ავტორს ვორნი არასწორ განყოფილებაში თემის გახსნისთვის წაიკითხეთ წესები სანამ გახსნით თემას! p.s: წარმატებები გაყიდვაში
-
დახმარება მჭირდება - ვიცი რო აქ ყველა უპდეითის შემქმნელი პოსტავთ
gio_kiborg replied to dato_messi's topic in დახმარება
ეგ რამ დაწერა ტელეფონმა თუ ოდინმა? download mode-ში რომ გადაიყვან და შეაერთებ, Osin-ში უნდა დაეწეროს added მერე გაივლის იმ პროცედურას რაც დაწერე (ამოწმებს აპდეითის ფაილი დაზიანებული ხომ არაა) და გააგრძელებს დაფლეშვას აუცილებელია დაყენებული გქონდეს სამსუნგის დრაივერები, ან უბრალოდ samsung kies (ოღონდ kies თუ დააყენებ, odin-ის ჩართვისას გამორთული უნდა იყოს აუცილებლად) რეკომენდირებულია ანტივირუსის გათიშვა კომპზე odin-ის გამოყენებისას. ასევე ტელეფონი მინიმუმ 80% უნდა იყოს ბატარეა დამუხტული და აპდეითისას კაბელის გამოძრობამ ან კომპის გათიშვამ შეიძლება გატრუპოს ტელეფონი, ან ვერ ჩართავ მხოლოდ download mode ან recovery mode-ში თუ შეხვალ (თუკი გაგიმართლა) -
ნამეტანი ხომ არ აოფებთ უკვე? დახურეთ თემა
-
რა კომპანიაა ასეთი რომელიც WiFi ჰაკერებს აწარმოებს ლეგალურია საერთოდ? იმას ვცდი რაც დადე არ იმუშავა, wifi გამორთული გაქვსო, ჩავრთე/გამოვრთე რამდენჯერმე და მაინც არაო
-
განსხვავება საკმაოდ ადვილია როგორც მატერიალების ხარისხში, ისე სოფტში, ასევე კარგად უნდა დააკვირდეთ შეფუთვას და თანდართულ დოკუმენტებს, ხშირად არის ბრენდების სახელებს ბაძავენ, (მაგ Adidas და ჩინური Adibas) ხოლო თუკი ბრენდია გაყალბებული, თუ ერთი შეხედვით ვერ შეატყვე, როგორც კი ჩართავ შეატყობ (თუ ჩაირთო საერთოდ) ყურადღება უნდა მიაქციოთ თანდართულ დოკუმენტაციას, ქაღალდის ხარისხს, ჩემს ნათესავსაც ქონდა ჩინური iPhone-ს კლონი, საზიზღრობა იყო შეხედვითაც, ნოკიას კლონების გამორჩევაც ადვილია, ამ ბოლოს ისწავლეს და სოფტს ამსგავსებენ Symbian თუ Android-ს, მარა მაინცაა განსხვავება, არცერთი sis თუ apk ფაილი არ ჩაიწერება ნორმალურად
-
რას ვერ ვხვდები, ეს დედააფეთქებული მაღალი სიმძლავრის (გამოსხივება პროპორციულია ანტენის სიმძლავრეს ასე არაა?) ანტენის გაკეთება უფრო ძვირი არაა ვიდრე დაბალი სიმძლავრის? ან უბრალოდ უფრო იაფი მასალები გამოიყენება და დაცვის მეთოდები და სტანდარტებთან შესაბამისობა დაკიდებულია თავისთავად
-
მჯერა შენი მარა კაცმა გავტეხეოდა არა მგონია რომელიმე დაწესებულებას wep ქონოდა...
-
შემოწმებული და გამოცდილი გვინდა ჩეგემ რაც დაწერა არ ტეხავს, შემიმოწმებია
