-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
მაგ თემაში არაა აღწერილი როგორ დააყენო ანტივირუსი, არამედ აღწერილია Live დისკით სკანირება ასევე, პირველივე ხაზზე არის ლინკი კიდევ სხვა თემაზე: ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები რომელშიც განხილულია თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ვირუსებს ალტერნატიული საშუალებებით და არა მარტო იმ ანტივირუსით რომელიც სისტემაში გვიყენია კიდევ, ის თემა რომლის ლინკი წინა პოსტშია ბოლომდე ყურადღებით რომ წაგეკითხა ასეთ მინაწერს ნახავდი: იმედია ახლა გასაგებია უკვე აზრი... რაც შეეხება ცალკე თემას ანტივირუსებზე, ეგეც არის: ანტივირუსების შედარება ხოლო ყოველი ახალ ტროიანსა თუ ვირუსის მოშორებაზე ცალკე თემის გახსნა წარმოუდგენელია, არის ზოგადი შინაარსის თემები, საშუალებათა ფართო არჩევანით...
-
მერამდენე თემა ვირუსებზე... გადახედეთ ფორუმს სანამ ახალ თე,ას გახსნით:
-
ხო,მაგაში გეთანხმები, თუმცა ტმოსფერო საშინლად დაძაბული და დამთრგუნველი ჰქონდა, რაც პრინციპში ამთამაშის იდეა იყო... არც მეორეშია ნაკლები, თან აუდიო ეფექტებია უძლიერესი....
-
XP-ს ინსტალაცია რომ ცადო და იმით წაშალო? ან Hiren's Boot CD-ში არის სატესტო უტილიტები და რომელიმეთი გატესტე
-
შენთვის ფაქტიურად არაფერი Active პარტიშენი ნიშნავს, რომ მასზე სისტემაა ჩაწერილი,და არის Primary Partition, ხოლო დანარჩენები ე.წ Logical, რაც ნიშნავს იმას, რომ მათზე Windows არ შეიძლება ჩაიწეროს თუმცა, არსებობს საშუალებები ამის გვერდის ავლის: http://www.sousuke.org/wiki/Installing_Windows_on_a_logical_partition იდეაში, Primary-ც და Logical-იც ერთი ტიპის ვირტუალური დისკებია, Windows-ს ქონდა მათზე შეზღუდვა მხოლოდ, Linux კი შეიძლება დაყენდეს როგორც Primary ისე Logical-ზე დაწვრილებითი ინფო: http://en.wikipedia.org/wiki/Disk_partitioning
-
საერთოდ, NTFS-ში დააფორმატე ხოლმე გადაიკითხე ეს სტატია: FAT vs NTFS - რომელია უკეთესი?
-
მოიცა, მინი XP-მ ვერ იპოვა ვვინჩესტერი? ვერც C და ვერც D დისკი? მაშIნ HDD-ს აურევია, Hiren's Boot CD-ში არის HDD Test Tool-ები და ნახე აბა რომელიმეთი... მაგრამ Windows-ის ინსტალერი ხედავს, თუმცა ვერც შლის C-ს და ვერც აფორმატებს?
-
რომელსაც გაუგებ ის... ჩართე პირველივე Gparted partition Edition მაგ პროგრამაზე ინფო შეგიძლია ნახო აქ: Gnome Partition Editor აი რეები შეუძლია: create or delete resize or move check label copy and paste დაფორმატებაც იგულისხმება მანდ, წაშალე C და თავიდან შექმენი, თუკი NTFS-ში ეგ ვერ დააფორმატებს, შეგიძლია Window-ის ინსტალაციისას დააფორმატო მე-13 Hiren's Boot CD-ს მოყვება Mini XP, შეგიძლია ის ჩატვირთო და დააფორმატო პირდაპირ:
-
გეიმფლეი განსხვავებულია ME-სგან, მართალია, მესამე პირის ხედით კია, მაგრამ უფრო Resident Evil-ს გავს ჰორორი თუ არ გაინტერესებს საერთოდ რატო თამაშობ? და რას უწუნებ პირველს? გეიმფლეი ფაქტიურად არ განსხვავდება... ჰორორი არც იქ აკლდა, ის კიარა მეორეში იშიმურაზე რომ ვიყავი მაგარი დავიგრუზე ძველი დრო გამახსენდა
-
რას ნიშნავს რომ მარტო ფლეშკას გიჩვენებს? თუკი ყველაფერი სწორად გააკეთე და ჩაიტვირთა კომპი ფლეშკიდან (როგორც Windows-ის ინსტალაციისას), ასეთი სურათი უნდა მიგეღო: სადაც Disk Partition Tools პირველივე ადგილასაა შემდეგ, უნდა აირჩიო ვინჩესტერი, პარტიშენი და დააფორმატო მანდ სხვა თულებიცაა Format-ეძებე მენიუში...
-
პირდაპირ ფლეშკაზე უნდა ცააგდო როგორც ბოლო სურათზეა თვითონ ეგ ფაილები Hiren's Boot CD-ზეა HBCD ფოლდერში დააკოპირე პირდაპირ ფლეშკაზე, ისე ამ არქივშიცაა ეგ ორი ფაილი აქ კი ყველა მოხსენიებული პროგრამა
-
წაიკითხე შესაბამისი თემა და თუ რამე შეკითხვებია შესაბამის თემაში გახსენი სხვა პროდუქციაზე ინტერნეტი მხოლოდ აპდეითისთვისაა საჭირო
-
OK, თუ რამე PM მომწერე და გავხსნი თემას ისევ
-
არა, Hiren's Boot CD არის ჩამტვირთავი მისი ფლეშკაზე ჩაწერაცაა შესაძლებელი და ფლეშკიდან ჩატვირთვა: Instructions მანდ ნახავ Disk Partition Tool-ს და C დისკს დააფორმატებ NTFS-ით Windows-ის ცართვა არაა საჭირო
-
Hiren's Boot CD გამოიყენე (ფლეშკაზეც ხდება მისი ჩაწერა) მანდ არის თულები, რითიც დააფორმატებ, NTFS-ში ოღონდ აუცილებლად
-
წაშალე ყველა პარტიშენი ან კიდევ C დისკი დააფორმატე მინიმუმ 20გბ უნდა იყოს
-
ახალი DLC Comming!!!
-
მაგის მერე 2 ავიღე :)
-
ვერ გეტყვი რომელი ჯობს, რადგან არ შემიდარებია თუმცა Dr.WEB, Kaspersky, Avira-ს ერთ-ერთი სრულყოფილი ბაზები და სერჩ ენჯინი აქვთ თუმცა მაგალითად Dr.WEB ჩემი აზრით უკეთესად კურნავს დაავადებულ EXE ფაილებს, ხოლო Kaspersky-ს აქვს ევრისტიკული ანალიზიც სკანირებისას.... მოკლედ, კაცია და გემოვნება, სამივე საშუალებაა, კომბინაციაში ეფექტურობა ბევრად მაღალი იქნება
-
შედეგები დაწერეთ, თუ მოგვარდა დავხურავ
-
ძალიან კარგი არაფრის მითითება აღარ გინდა, ორივე ლოგიკური ფართიშენებაია, ოღონდ, D-ს თუ დააფორმატებ NTFS-ში (C-საც პრინციპში) ბევრად უკეთესია: უფრო დაცულია და სტაბილური, + არ აქვს შეზღუდვები ფაილის ზომაზე და ა.შ
-
7 ზე ქაუნთერს ვეღარ ვთამაშობ და ვინ დამეხმარება?
gio_kiborg replied to vaxushti13's topic in პრობლემები & დახმარება
დაწერე კომპის მონაცემები, ასევე ვიდეოკარტა, გეტყვით რომელი დრაივერი დააყენო... თუკი ორბირთვიანი პროცესორი არაა და 1გბRAM მინიმუმ, Seven-ის დაყენება არ ღირს, ისიც Home Basic აჯობებს სუსტებზე -
არაფერი ფაილი არ სჭირდება, გახსენი UltraISO-თი და Burn-ს დააჭირე ან გადახედე კომენტარებში რას გიწერენ დაწვრილებით: http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=83
-
ფორუმზე უკვე არის თემა ვირუსებთან ბრძოლის ალტერნატიული გზები, სადაც განხილულია ასევე Live ანტივირუსები, კერძოდ, კი Dr.WEB Live CD და Avira Rescue System. დღეს კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ Kaspersky-ს ანალოგიურ სისტემაზე Kaspersky Rescue Disk 10 KRS 10 Homepage მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან განახლება ხდება პერიოდულად, ასე, რომ ახალგადმოწერილი დისკი შეიცავს მიმდინარე ვირუსთა ბაზებს. შემდეგი ეტაპია ISO იმიჯის ჩაწერა CD/DVD-ზე, ან USB ფლეშკაზე ISO-ს ჩაწერა დისკზე ხდება სტანდარტულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი მეთოდი(Nero, UltraISO თუ Windows7-ის სტანდარტული პროგრამა), ვინც არ იცის თუ როგორ ხდება ეს, გადახედეთ ინსტრუქციას ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად ფლეშკაზე ჩასაწერად საჭიროა, ის დაფორმატებული იყოს FAT16 ან FAT32 ფაილურ სისტემაში, უმჯობესია თუ გამოიყენებთ ახალდაფორმატებულ ფლეშკას, ხოლო თვითონ იმიჯის ჩასაწერად, ნახეთ ინსტრუქციები Kaspersky-ს საიტზე გადავდივართ ახალ ეტაპზე: ჩვენს მიერ გამზადებული დისკიდან ან ფლეშკიდან ჩატვირთვაზე CD/DVD-ს შემთხვევაში, BIOS-ში Boot განყოფილებაში უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე ოპტიკური (CD/DVD) დრაივი, ხოლო USB-ს შემთხვევაში Removable Drive ალბათ Windows ყველას გადაგიყენებიათ და ეს არ შეგეშლებათ Let's Boot... როგორც წინა თემაში განხილული ორივე სისტემა, KRS-იც წარმოადგენს Linux-ზე დაფუძვნებულ Live სისტემას ანტივირუსული სკანერით სხვათა შორის NTFS/FAT-ის გარდა მხარდაჭერილია Ext2/Ext3/Ext4/Reiser ფაილური სისტემები მოკლედ, ამასობაში უკვე ჩაიტვირთა და მივედით პირველ ეკრანთან: ისრებით ვირჩევთ სასურველ ენას და ვაწვებით Enter-ს შემდეგ ეკრანზე, ვაწვებით A-ს რათა დავეთანხმოთ სალიცენზიო შეთანხმებას ვირჩევთ მუშაობას გრაფიკულ რეჟიმში (ვისაც გირჩევნია, შეგიძლიათ მუშაობა განაგრძოთ ტექსტურ რეჟიმში Midnight Commander-ით) ჩაიტვირთა გრაფიკული გარსი, დამონტაჟდა დისკები, SWAP, დაკონფიგურირდა ქსელი გამოდის მთავარი ფანჯარა: აქ შეგვიძლია მოვნიშნოთ ის დისკები/ფაილები, რომელთა სკანირებაც გვინდა, სურათზე ჩანს მარტო C, რადგან სკრინები დამზადებულია ვირტუალური კომპის გამოყენებით, სადაც მხოლოდ C დისკია, თქვენთან კი ყველა დისკი გამოჩნდება სანამ Start Objects Scan-ს დააწვებით, შედით Settings განყოფილებაში(მარჯვენა ზედა კუთხე) და "ჩაპტიჩკეთ" ასე: ამის საშუალებით, სკანირება წავა სრულ ავტომატურ რეჟიმში, Kaspersky ჯერ ეცდება ნაპოვნი ვირუსის გაუვნებელყოფებას,თუ ეს ვერ მოახერხა, წაშლის მას. Settings განყოფილებაში კიდევ დამატებითი პარამეტრებიცაა, რომლებიც კირკიტა User-ებმა შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა, სტანდარტული სკანირებისთვის ისიც საკმარისია რაც დავწერე ვაჭერთ Apply და OK-ს თუკი დისკი დიდი ხნის (მაგალითად თვეზე მეტის) გადმოწერილია, უმჯობესია თუ მას დავააპდეითებთ, ამისთვის პროგრამის მთავარი ფანჯრიდან გადავდივართ My Update Center განყოფილებაში და ვაჭერთ Start Update იმედია, იმის შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ამ პროცედურას სჭირდება ინტერნეტი თუკი ჩართვისას სისტემამ ვერ დააყენა ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად, ამისთვის მოგიწევთ მისი ხელთ შეყვანა (იგივეა, რაც თქვენი Windows-ის ინტერნეტ პარამეტრები) ამისათვის, შევდივართ Start მენიუში (არა Windows-ის, არამედ KRS-ის) და ვირჩევთ პუნქტს Network Setup გაითვალისწინეთ: ახალ გადმოწერილ KRS-ს ფაქტიურად არ სჭირდება აპდეითი... Start მენიუში სხვათა შორის ახავთ Xfe ფაილ მენეჯერსაც და Namoroka ვებ ბრაუზერს, რომელიც დაფუძვნებულია Firefox-ზე მოკლედ, დისკები არჩეულია, ბაზები დააპდეითებული (ან ახალი) ერთადერთი დაგვრჩენია, დავაჭიროთ Start Object Scan-ს პროგრამის შესაბამის განყოფილებაში: და დაველოდოთ სანამ სკანირება არ დასრულდება... შემდეგ, კი გამოვრთოთ კომპიუტერი Start მენიუდან Restart-ით ან ShutDown-ით, გამოვაძროთ ფლეშკა, ან ამოვიღოთ დისკი და ვნახოთ რა დღეშია ჩვენი საყვარელი ვინდი ვისაც წინა სტატია არ აქვს წაკითხული, მოკლედ გეტყვით: ამ ტიპის სკანირების უპირატესობა, იმაშია, რომ ამ დროს ანტივირუსს აქვს წვდომა აბსოლიტურად ყველა ფაილთან, თან ამავე დროს, ვირუსები არააქტიურ მდგომარეობაში არიან: იმის გამო, რომ სისტემა (Windows) არ არის ჩატვირთული და ასევე Linux-ში არც ერთი Windows ვირუსი არ მუშაობს ფაქტიურად, ასე, რომ ყურებით გვყავს გამოჭერილი ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ პროგრამაზე, შეგიძლიათ გადახედოთ ამ ინსტრუქციებს: Work with program
-
არ უნდა ცალკე არაფერი, გინდ ნეროთი ჩაწერე, გინდ სტატიაში აღწერილი პროგრამით, გინდ UltraISO-თი, გინ Windows7-ის სტანდარტული საშუალებით (Windows7-საც შეუძლია პირდაპირ ISO იმიჯის დისკზე ჩაწერა) პროგრამებში უბე=რალოდ უნდა მონახო Disk Image-ს Burn... DVD-ზე ჩაწერას რაც შეეხება, თუ ჩაწერა არაა პრობლემა, თუ არა, UltraISO-თი მოგიწევს ImageProperties-შეცვლა და მითითებამ, რომ 4.7 DVD და არა CD ფორმატია
