Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. მესამეში არც ლოიალ მირანდა თამაშობს დიდ როლს, ერთი საიდ მისიაა თუ სწორად მახსოვს, თუმცა არალოალური თუა ისედაც შეგიძლია აირჩიო, უბრალოდ ცოტა სხვანაირად მთავრდება ეგ პირველშივე შეგიძლია მიღებული fan theory-ებით (და მეც ვემხრობი) კონტროლი სამს შორის ყველაზე უარესია, თუმცა მაგიტმოაცა RPG-რომ შენ რასაც გადაწყვიტავ და გირჩევნია იმას ირჩევ რაღაც ჭორებია, რომ ახალ ME-ზე მუშაობენ, Andromeda-ს ფიასკოს მერე იმედია გამოასწორებენ რაც ქონდა ME-ს ორგინალ ტრილოგიას შესანიშნავი: ისტორია, სიუჟეტი და პერსონაჟები, გრაფიკა და გეიმფლეი არასდროს ყოფილა ME-ს მთავარი აქცენტი და ძლიერი მხარე, Andromeda-ში კი მაგაზე გაამახვილეს ყორადღება (და ზოგ ასპექტში მანდაც ჩაიჭრნენ), დატოვეს ისტორია აბდაუბდა და აშკარად შეკვეცილი ახლა Andromeda-ზე წიგნების სერიაა და იმათ ვუსმენ, პირველს არაუშავს, მეორე დიდად არ მომეწონა, თუმცა Andromeda-ს ბევრ საინტერესო წინაისტორიას აჩვენებს
  2. ვერანაირად ვერ ჩავუჯექი ამ თამაშს, არადა ძალიან აქებდნენ (შინაარსით მაინც) ხოლო სახის ანიმაციები კიდევ ძალიან uncany valley -ია არადა დეველოპერები მაგაზე ამახვილებდნენ ყურადღებას
  3. კომპანიები თვითონ არაფერს მოიფიქრებენ, უბრალოდ დაიკიდებენ, Tron-ზე მოხდა მასე, DRM-ს ვადა გაუვიდა და Disney-მ დაიკიდა, მართალია შეიძლება 100 ადამიანზე ნაკლებს შეექმნა პრობლემა, მაგრამ რატო ნაყიდ თამაშზე? თან ოფლაინზე?~ მესმის ონლაინ თამაშებს რომ აღარ ყავთ მოთამაშეები, გაუთიშო სერვერები, მაგრამ RDR2-ში ვერც სინგლს ითამაშებ ალბათ ისე რამე საერთო აქვს ამას xbox-ის ორიგინალთან? ვფიქრობ ჯერ ის ხომ არ დავხუროთქო
  4. ეგაა Always online DRM-ის დიდი ნაკლი წლების მერე თამაშო რომ მომინდეს და სერვერები გათიშული იყოს, ვერ ვითამაშებ (თუ გატეხილი ვერსია არ გადმოვწერე) ისე გამომცემლები თამაშის სერვერებს რომ თიშავენ, უნდა მოგვცენ შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ ლეგალირად ნაყიდი თამაშები, განსაკუთრებით ოფლაინები
  5. battery holder-ის ბრალი ყოფილა ერთი უფუნქციო სვიჩია, რომელიც ფუჭდება, შეიძლება შეკეთება ან უფრო მარტივადაც მე კალა ვერ ვნახე სახლში და გავჭედე სვიჩი უბრალოდ და მუშაობს მშვენივრად დახურეთ
  6. xbox 360-ზე მაქვს ჯოისტიკიების პრობლემა, კავშირი წყდება ძალიან ხშირად კონსოლთან, მოვაცილე მაქსიმალურად Wifi როუტერს, გამოვრთე ყველა ბლუთუსი ოთახში, კონტროლერის სიახლოვეს კიდევ არანაირი გავლენა არ აქვს, ხომ ვერ მირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? კაბელიანი მაქვს არაორიგინალი, მაგრამ ანალოგების მგრძნობიარობა არააქვს კარგი
  7. New California დავაყენე და დავიწყე, ფაქიურად ახალი თამაშია ახალი სიუჟეტით, გახმოვანებული გმირებით და ა.შ 3-4 საათი ვიოთამაშე და ერთხელ არ დაქრაშულა ვისაც ახალი Fallout-ები დიდად არ მოგწონთ, ძალიან კარგი ვარიანტია რომ სინჯოთ
  8. კი, არ იყო ისეთი კატასტროფა, როგორც წარმოაჩინეს თან ბევრი ბაგი გაასწორეს, შინაარსიც იდეაში საინტერესო იყო, თუმცა, ძალიან ნაჩქარევი და ბევრი რამე არ იყო ახსნილი, ისეტი რამეები ხდბოდა, რომ ვერ ვხვდებოდი რატომ და როგორ გეიმფლეიც და გრაფიკაც ძალიან დახვეწილი იყო საერთო ჯამში, მულტიპლეერსაც არა უშავდა
  9. აპდეითი გამოუშვია Microsoft-ს, რომელიც ასწორებს შეცდომას Wallpaper-ის Strech ზე დაყენებისას შავ ეკრანს რომ აჩვენებს P.S: ESU bypass-იც არის Home იუზერებს რომ შეეძლოთ უსაფრთხოების აპდეითების მიღება https://forums.mydigitallife.net/threads/bypass-windows-7-extended-security-updates-eligibility.80606/
  10. HD ტექტსტურების ამოშლა შეიძლებოდა თურმე გრაფიკის სეთინგებიდან, წავშალე და ეშველა ჯერჯერობით აღარ გაუჭედია
  11. აუ ძაან ტვინს ბურღავს ეს თამაში ჯერ იყო და Xbox Live-ზე ვერ შედიოდა და ვერ ვრთავდი საერთოდ თამაშს (რა თქმა უნდა Microsoft-ის ტექნი9კურმა მხარდაჭერამ ვერაფერი მიშველა, ვიდეო დრაივერი წაშალე და დააყენე თავიდანო). თამაშის ფორუმზე ვნახე ერთი პოსტი, თურმე Windows-ის Time-ის სინქრონიზაცია შველის, მერე Windows 10-ზე არ მუშაობს ეს სინქრონიზაცია ნორმალურად და nist.gov-დან გადმოვწერე უტილიტა რომელიც ხელით აკეთებს, როგორც იქნა შევედი თამაშში მერე მეორე აქტის მეხუთე თავში ლეველ ბოსს რომ მოკლავ ქათსცენაა და ჭედავს მაგაზე, ვეღარ ვაგრძელებ თამაშს (აუდიო ისმის, ვიდეო ჭედავს) და რა თქმა უნდა რომ დავხურავ ძალით გაწყებიებს ლეველ ბოსამდე და არა მის მერე, 3-ჯერ მოვკალი უკვე და სამივეზე ჭედავს მერე ვნახე, შეიძლება UltaHD Texture Pack-ის ბრალიაო, ვერ ვნახე როგორ წავშალო, არადა თამ,აში რომ წავშალო მთლიანად, სავარაუდოდ მერე მაინც დააყენებს ახლა ვფიქრობ გატეხილი ვერსია გადმოვიწერო, მაინც არ ვთამაშობ ონლაინს....
  12. პირველზე უფრო დახვეწილია კიდევ, ნუ გრაფიკაც გაუმჯობესებულია თუმცა ისეთი არტ სტილია, ძაან მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ გარემოს დეტალიზაცია და ტექსტურები გაცილებით კარგია სიუჟეტიც კარგია, ნუ სასწაული და ორიგინალური არაა თუმცა მეტი ინფორმაციაა სამყაროზე ზოგადად, გეიმფლეიც მრავალფეროვანია, როგორც სტელსით, ისე პირდაპირი, ან შერეული, ეგ კიარა outsiderის ძალების გარეშეც შეგიძლია ითამაშო. ნაკლი ქონდა ოპტიმიზაცია და სტაბილურობა, რაც გაასწორეს როგორც ვიცი ასე თუ ისე
  13. Windows 10 ავტომატურად აკეთებს წესით დეფრაგმენტაციას მთლად უნდა კვდებოდეს მაშინ HDD მაგის გამო რომ ჭედავდეს, თან ლეველი რომ ჩაიტვირთება, მერე HDD-დან ბევრს არაფერ იღებს და არ უნდა გაგიჭედოს წესით... RDR2 თუ გაგიქაჩა, ეს არ უნდა გაუჭირდეს ნამდვილად, თუ სვა თამაშებში არ აქვს მსგავსი პრობლემები, თვითონ მაგ თამაშის ბრალია ალბათ ნახე პატჩი ხომ არ არის ან ახალი ვერსიის რეპაკი გამოსული,
  14. გაუმარჯოს სოსო! კარგად ვარ, შენსკენ რა ამბებია? დიდი ხანია აქ აღარ გამოჩნილხარ მოკლედ, აღარ დავწერე და მგონი მაინც არ იმუშავა წესიერად, ტესტებზე ჭედავდა (დეფაულტზეც კი) ვცდი კიდევ ერთხელ დავუკლებ QPI-ს თიუ იქნება სტაბილური რომ მოვიცლი 5675-ს 5.0-ს ადებიებს ხალხი კარგი გაგრილებით
  15. დაატებითი სერვისები და პროგრამები გამორთე რაც არ გჭირდება თამაშის დროს რომ მაქსიმალურად გამოანთავისუფლო RAM და CPU Task Manager-ში ნახე რამე პროცესს ხომ არ მიაქვს დიდი რესურსი და თუ შესაძლებელია გამორთე/მოკალი პროცესი თუ ნახავ მსგავსს სტარტაფში ნახე გაშვებული პროგრამები და მაქსიმალურად გამორთე ეს პროგრამაც ცადე აბა https://www.wagnardsoft.com/content/intelligent-standby-list-cleaner-v1000-released P.S: იმედია AMD-ს ბოლო დრაივერს იყენებ შენ სისტემაზე არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ ეს ვიდეოც ნახე(რუსული სუბრტიტრებიც აქვს ვიდეოს):
  16. ერთი არკადის რეტრო თამაშის (CarnEvil) ძებნისას წავაწყდი ამ საიტს, TheCollectionChamber: https://collectionchamber.blogspot.com ავტორს საიტზე გამოქვეყნებული აქვს უამრავი რეტრო თამაში, Windows, DOS თუ სხვადასხვა კონსოლების და არკადებისთვის რაც მთავარია თამაშებისთვის არის Custom ინსტალერები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ DOSBOX-ის თუ MAME-ს კონფიგურაციას, ჩვეულებრივ ინსტალერით დააინსტალებთ და გაუშვებთ თამაშს Shortcut-იდან გადმოსაწერ თამაშები არის ისეთები, რომლებიც არის ე.წ abandonware, ანუ არცერთ პლათფორმაზე არ იყიდება, ორიგინალი copyright-ის მფლობელი აღარ არსებობს (გაკოტრდა მაგალითად) ან არ აინტერესებს თამაში თამაშებს ახლავს დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ გაუშვათ (ძირიადად ინსტალაცია სჭირდება სტანდარტული) AAA თამაშებს ალბათ ვერ ნახავთ, თუმცა ძალიან საინტერესო Retro თამაშებს შეხვდებით COLLECTION CHAMBER FAQ Facebook Page Twitter: @TheCC101 მეორე, უფრო დიდი ბაზის მქონე ვებგვერდია MyAbandonWare: https://www.myabandonware.com 1500-მდე თამაშია 1977-2010 წლების შუალედში განსხვავებით წინა საიტიდან, არაა თამაშების გაშვების დეტალური ინსტრუქციები, თუმცა ძალიან ძველი DOS და უფრო ადრინდელი თამაში შეგიძლიათ ბრაუზერშივე გაუშვათ, ხოლო გადმოსაწერად კი დისკების იმიჯებია, ასევეა პატჩები, ფიქსები და მანუალები, თუმცა გაშვებაზე თავად უნდა იზრუნოთ. ვებსაიტს აქვს უფრო მოსახერხებელი ინტერფეისი (blogspot-ს გაცილებით ჯობია), შეიძლება თამაშების დათვალიერება პლატფორმის, წლის, ჟანრის, დეველოპერის და ა.შ მიხედვით, საკმაოდ ბევრი კარგად ცნობილი თამაშია წარმოდგენილი, მაგალითად 007: Nightfire , Colin Macray Rally MECHWARRIOR 4: MERCENARIES და ა.შ Facebook Page Twitter: @myabandonware ერთ კარგ თამაშსაც ვახსენებ: Dark Earth პირველად ვნახე Myabondenware-ზე, ვნახე ასევე პატჩები და ინსტრუქციები რომ გამეშვა პირდაპი თანამედროვე სისტემებზე, მაგრამ სამწუხაროდ დიდი წარმატების გარეშე, Windows 10-ზე ვერ გავუშვი, Windows 98-იან ლეპტოპზე გაეშვა, თუმცა მთავარ მენიუს ვერ გავცდი, ერთგან ვირტუალურ კომპიუტერზე XP-ზე გავუშვი თუმცა ხარვეზებით, TheCollectionChamber-იდან კი გადმოვიწერე custom ინსტალერი, რომელმაც დააყენა DosBox და მის თავზე Windows 95, რომელშიც თამაში ეშვება უპრობლემოდ ესეც ამ თამაშის რევიუ:
      • 2
      • Upvote
  17. თუ არ ყიდულობ ნახე დიდი დიდი რამდენიმე საათი დაკარგო სიმართლე გითხრა ეგ Fallout in space რეფერენსები არაა მთლიანად გამართლებული ჩემი აზრით, კი, სტუდია და ხალხი იგივეა, რეტრო-ფუტურისტული ატმოსფეროა და ირონიული იუმორი, მაგრამ გეიმფლეი სულ სხვანაირია, RPG ელემენტები უფრო გამარტივებულია, თუმცა დიალოგები როგორც fallout-ში შესანიშნავია, მაგრამ გეიმფლეი გაცილებით უკეთესია ვიდრე თუნდაც F4, ხოლო მთავარი სიუჟეტური ხაზი უფრო კონცენტრირებულია, უმეტესობა გვერდითი მისიებიც მთავარ მისიებთანაა დაკავშირებული, ასევე განსხვავებით Fallout-იდან ბაგები თითქმის არ არსებობს და არც იქრაშება (თანამედროვ თამაში არ დაქრაშულიყოს თითქმის არ მახსოვს )
  18. ითამაშე გიო, არ ინანებ მთავარი მინუსია რომ მალე მთავრდება, თორე გეიმფლეი, იუმორი, გრაფიკის სტილიც კი ძალიან კარგია 2 კვირაზე გავწელე 30+ სთ ვითამაშე, მაქსიმალურად ვასრულებდი გვერდით მისიებს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თამაშს, რამდენიმე გამომრჩენია კიდეც ბაგიც გაასწორეს პარვატის რომ მკვდრად თვლიდა და მისი მიის ნორმალურად დამთავრებაც შეიძლება ახლა ასე არ მისიამოვნია თამაშით დიდი ხანია, Gears 5, RDR2 და Fallen Order მაქვს ჩაწერილი და კვირა ისე გავა 1 საათსაც არ ვითამაშებ, ისე ვერცერთმა ვერ მიმიზიდა
  19. თვითონ ალუმინს ხომ გააგრილებს? ან კიდევ პროცესორის ქვემოთ რომ რადიატორია იმაზეც შეიზლებამ ჩიპსეტიდან მაქეთ heatpipe გამოდის და მაგის გაგრილებით ჩიპსეტსაც გააგრილებ, თან რადიატორის გაგრილება უფრო ეფექტური იქნება ვიდრე მეტალის ნაჭრის
  20. ჩემთანაც მასე იყო, ძველ ვიდეოკარტას მოვხსენი და ორმაგი წებოვანი ლენტით დავაწებე და 60 გრადუსს ქვემოთ ჩამოწია
  21. Widows 10 რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საკმაოდ მიმზიდველი სისტემაა რეტრო თამაშებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო: Steam, GOG Galaxy, Epic Store, Ubisoft Connect, Rockstar launcher მხარდაჭერილია ფაქტიურად მხოლოდ ამ Windows-ზე (2020 წლის 14 იანვრიდან Windows 7 აღარ იღებს განახლებებს, Steam-იც აღარ არის მხარდაჭერილი) გრაფიკული ბარათის დრაივერების Advanced ფუნქციები მხარდაჭერილია (Virtual Super Resolution, G-Sync, Free-Sync, HDR....) მხარდაჭერილია თანამედროვე აპარატურა, რომლითაც შეიძლება რეტრო თამაშები ძალიან მაღალ რეზოლუციაზე გავუშვათ (მაგალითად 8K-ზე Virtual Super Resolution-ით) რეტრო თამაშებს არ სჭირდებათ (თანამედრივე გაგებით) მაღალი სისტემური მონაცემები, თუმცა თუკი ძლიერი თანამედროვე კომპიუტერი გაქვთ, შეგიძლია გამოიყენოთ მისი უპირატესობებიც, ან შეგიძლიათ შედარებით ძველი (775 სისტემა) გამოიყენოთ სისტემა იღებს უსაფრთხოების განახლებებს, ასე რომ ძირითად კომპიუტერადაც შეიძლება გამოყენება Windows 10IoT Enterprise LTSC 2021 მხარდაჭერილი იქნება 2032 წლამდე, თუმცა რადგანაც Windows 10 ძირითადი მხარდაჭერა 2025 წლის ოქტომბერში წყდება, Steam რამდენი ხანი ინქბება კიდევ მხარდაჭერილი ძნელი სათქმელია რამდენიმე რეკომენდაცია: 1. თუკი მთავარ სისტემად არ იყენებთ, გირჩევთ დააყენოთ 32 ბიტიანი Windows 10, რადგანაც მეტია თავსებადობა ძველ თამაშებთან, თუმცა წინასწარ შეამოწმეთ თუ თანამედროვე აპარატურისთვის არის დრაივერები (შეიძლება Dual Boot-იც ერთსა და იმავე სისტემაზე) 2. ზოგი თამაშის სტაბილურობისთვის საჭიროა რომ პროცესორის მხოლოდ ერთ ბირთზე (ლოგიკური) ჰქინდეს აფინობა, ანუ მეტს არ იყენებდეს: https://thegeekpage.com/set-affinity-for-an-application-on-windows-10/ (არის ამის ავტომატიზაციის საშუალებაც) 3. EAX ამუშვაება შეიძლება Creative-ის აუდიობარათის და Alchemy-ს გამოყენებით, (თუმცა ყოველთვის არ მუშაობს.) და ბოლოს PhilsComputeLab-ის ვიდეო:
  22. როგორც ტექსტია ჩაკოპირებული გადავასწორე ციფრებად და ჯამი 4227.1-ია Book1.xlsx
  23. ვა, გასწორდა MPC-HC შიც, MadVR-ზე გადავიყვანე და HDR path-trough მოვითითე სეთინგებში, ანუ თვითონ ტელევიზორი უკეთებს ფერების კორექციას მეტადატას საფუძველზე, რაც ყველაზე ახლოსაა ალბათ ორიგინალთან
  24. HDR კონტენტისთვის საუკეთესო პლეერია, სერიალი მქონდა გადმოწერილი HDR 10 ბიტიანი ფერებით 4k რეზოლუციით, გავიტანჯე ყურებისას, ვერანაირად ვე ავაწყვე ნორმალურად Windows HDR ფერები და ტელევიზორის HDR რეჟიმი, საშინლად მუქად ჩანდა, მეორე ვიდეო კიდევ პირიქით, ძალიან გახუნებული ფერებით, Netflix-ის ლოგო სტაფილოსფერი იყო წითლის ნაცვლად, PowerDVD ზე კი იდეალურად გამოჩნდა ყველაფერი, True Theater ეფექტებიც კი მომწონს ერთი უმნიშვნელო რამე შევატყვე, ჩემი აუდიოკარტის (Sound Blaster-ის Z სეია) SDIF-ზე ხმა ფაქტიურად არ მუშაობდა (ხმაური ისმოდა მარტო), თუმცა სტანდარტულზე რომ გადავრთე იმუშავა, Windows და სხვა აპები უპობლემოდ მუშაობენ.
  25. Epic Store-ზე 10 დოლარიანი კუპონია საშობაოდ, 17% იანი ფასდაკლებაა ამ თამაშზე და 16 დოლარამდე ჯდება, კარგი ფასია, ვიყიდე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.