Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ესაა ჩემი გაკეთებული SP2 Lite, დამიყენებია ზუსტად მაგ ლეპტოპებზე და კარგად მუშაობდა http://allshares.ge/download.php?id=28CAD69B12 ფლეშკაზე ჩაწერე WinToFlash-ით
  2. autorun.inf დაწერე შესაბამისი (ან გადააკეთე ერთ დისკიში არსებული) მაგალითად, ISO აღარ დაგჭირდება, ამოარქივებულები ფოლდერებით ჩაწერე დისკები, მაგალითად ასე: თვითონ autorun.inf-ს დაახლოებით ასეთი სახე ექნება: [autorun] open=/Disk1/setup.exe icon=/Disk2/setup.exe, 1 label=რაც გინდა მაგრამ, ამ შემთხვევაში Autorun გამოვა ერთ-ერთი დისკისთვის უფრო კარგად თუ გინდა, შეგიძლია Autoplay მენიუ გააკეთო თვითონ მაგალითად ამ პროგით : http://www.linasoft.com/ (გატეხილებს ნახავ ქსელში) ხოლო ჩამტვირთავი ISO-ებისთვის მაგალითად Power ISO ყველაზე კარგია
  3. Win7-ში თემების საკითხი გამარტივებულია, ნებისმიერ იუზერს შეუძლია გააკეთოს თავის კომპზე თემა დესკტოპზე მარჯვენა კლიკი და Personalize პუნქტიდან (შეიძლება დესქტოპის ფონი, მათი ცვალებადობის პერიოდულობის, სკრინსეივერის, თემის ფერთა პალიტრის და საუნდ სქემის არჩევა) თემას ექნება Unsaved Theme სახელი, შეიძლება მარჯვენა კლიით მისი შენახვა, ასევე შენახვა გასაზიარებლად: პირველ შემთხვევაში ინახავ შენს კომპში, მეორე შემთხვევაში კი (აქაც კომპში ინახავ თუ გინდა) ინახავ სადაც მიუთითებ Themepack გაფართოებით და შეგიძლია გაუზიარო სხვას არის ბევრი საიტი სადაც არის მსგავსი თემები, დაგუგლე Windows 7 themes თუმცა, თვითონ Microsoft-საც აქვს საკმაოდ კარგი გალერეა: თემები: http://windows.microsoft.com/en-US/windows/downloads/personalize/themes დესკტოპის ფონი: http://windows.microsoft.com/en-US/windows/downloads/personalize/wallpaper-desktop-background ამ საიტზე შეგიძლია ნახო Sound Scheme-ები (გამზადებულ თემებთან და დესკტოპის ფონებთან ერთად აქაა ინსტრუქცია მაგალითად ხმის სქემის შეცვლაზე: http://windows.microsoft.com/en-us/windows7/Change-computer-sounds მოკლედ, შეგიძლია ან გამზადებული თემა აირჩიო, ან კიდევ თვითონ გაამზადო P.S: ავპინავ ამ თემას გამოადგებათ სხვებსაც
  4. IOBit Uninstaller კარგია ისე, მეც CCleaner-ს ვხმარობ და სტანდარტულს
  5. გადადის დახმარების განყოფილებაშI ავტორს ვორნი წესებისუგულვებელყოფისთვის
  6. გამორიცხული არაა, შეგიძლია SATA კაბელი შეცვალო და ცადო (ან IDE შლეიფი გააჩნია რომელი გაქვს) ქსელის დრაივერი საიდან დააყენე? P5KPL-C მოდელისთვის Win7-ზე ეს დრაივერი სჭირდება: http://dlcdnet.asus.com/pub/ASUS/mb/socket775/P5P41T_LE/AthrosLAN_V10045_V10018_V10040_XP_Vista_Win7.zip
  7. HP-ს საიტზე თუ ნახავ დრაივერებს მოდელის მიხედვით, სხვაგან ძებნას აზრი არა აქვს
  8. 7-ზე ალბატ დრაივერი უნდა ქსელის კარტის დედაპლატის მოდელის მიხედვით მოძებნე ხოლო Windows-ის ნელ ჩატვირთვას რაც შეეხება, ბევრი რამის გამო შეიძლება იყოს, დაწყებული დრაივერის, დამთავრებული აპარატურული პრობლემით მაგრამ უფრო დრაივერის პრობლემა მგონია
  9. მეც ME-დან დამაინტერესა ამ თემამ, მერე კიდევ რამდენჯერმე შემხვდა, მიჩიო კაკუს Science Non Fiction-ში, ამერიკულ TV Show-ში Fringe და გადავწვიტე პატარა გასაცნობი მასალა დამედო
  10. არა, ჩინურად დაყენდება ტიბეტური აქცენტით რა ენასაც აირჩევ ის დაყენდება უკვე გითხრეს რომ Windows Update-დანაც დაყენდებაო AVANGER-მაც კიდევ ერთი გზა შემოგთავაზა, მეც ინსტრუქციის ლინკი დაგიდე და კიდევ შეკითხვას სვამ? ჯობია მიეჩვიო დამოუკიდებლად მოქმედებას და ალღოსაც უფრო ადვილად აუღებ ყოველ წვრილმანზე თუ შეკითხვა დასვი და შენით არ იფიქრე მის მოგვარებაზე, დამიჯერე ვერასდროს შეძლებ თუნდაც იგივე პრობლემის გადაჭრას ცოტა ხნის მერე თემას არ დავხურავ შეიძლება სხვა პრობლემა შეგექმნას ისე, ვორნი კი უნდა მომეცა ახლა, რადგან უკვე ნათქვამზე კიდევ დასვი შეკითხვა მაგრამ შემდეგში აუცილებლად მოგიმატებ 10% და რამდენიმე სათით პოსტინგის შეზღუდვას ;)
  11. როგორც გავიგე ეგ ფორმატი Adobe-ს დოკუმენტებში 3D ობიექტების "ჩასართავად" გამოიყენება?? http://en.wikipedia.org/wiki/PRC_%28file_format%29 და ტექტსის შენახვა რად გინდა მაგ ფორმატში?
  12. მომილოცავს! მაგრამ სანამ თემას გახსნი ჯობია ფორუმს გადახედო, სადაც თითქმის ყველა შენს შეკითხვაზე არის უკვე პასუხი 1. ამ თემაშია თუ როგორ უნდა გააგებიო Windows-ს რუსული არაუნიკოდ ფონტები: ხოლო ამ ტუტორიალში განხილულია თუ ზოგადად როგორ დაყენდეს ენის პაკეტი Windows-ზე: ანუ მეიუები და თვითონ Windows რომ გარუსულდეს: თუმცა ყველაზე ადვილია რაც ევენჯერმა გირჩია 2. 3. გჭირდება აუდიო და ვიდეო დრაივერები გადახედე ამ თემას: გაითვალისწინე, რომ 64 ბიტიანი Windows გაქვს Nvidia-სთვის მოყოლებული GeForce 6 სერიიდან GTX590-ის ჩათვლით ერთი და იგივე დაივერი მიდის (ერთი და იგივე WIndows-ის შემთხვევაში რა თქმა უნდა) 4. კი, ეგრეა და საერთოდაც გირჩევ კოდი დაადო Windows-ზე ზრდის დაცულობის ხარისხს P.S: კარგად გადახედე იმ ლინკებს თუკი ისეთ შეკითხვას დასვამ, რომლის პასუხიც ამ ლინკებშია ვორნს მიიღებ ;)
  13. თუ მუშაობს რაც მთავარია ის დაწერე :)
  14. რუსულ ფორუმებზე წავიკითხე 1.3 პატჩმა ზოგი ბაგი კი დაფიქსა, მაგრამ ახლები დაამატაო ამიტომ არ დავააპდეითებ, სერიოზული ბაგი ჯერ არ მქონია, დრაკონები "ზადნით" არასდროს გაფრენილან თან 1.3-ის რუსული ლანჩერი არაა ჯერ და წვალება მომიწევს skyrim.ini-ზე რომ ჩაირთოს რუსულად ხმაც და ტექსტიც
  15. ვააჰ ჯერ SATA კაბელი გამოცვალე არა მგონია გადამყვანის ბრალი იყოსთქო! არ კითხულობ რას ვწერ?
  16. Sata კაბელი გამოცვალეთქო ხომ გითხარი? მაგის ბრალია! (წითელი კაველია შავი თავებით) აი, ასეთი: ჯობს იყიდო ასეთი თავებით: ვინჩესტერს მეორე უერთდება კვების კაბელი: მაგის ბრალი ნაკლებად იქნება, მაგრამ შეგიძლია სხვა თავი შეაერთო (რომელიც კვების ბლოკიდან გამოდის) ან თუ არ აქვს შენს კვების ბლოკს მსგავსი სხვა შესაერთებელი ასეთი გადამყვანი უყიდე:
  17. რა აწერია და ვერ ვნახე სწორი ჩამტვირთავი მოწყობილობაო, მსგავს მესიჯს მეც ვხედავდი პერიოდულად სამსახურის ერთ კომპზე, გამოვცვალე SATA კაბელი და აღარ ქონია პრობლემა, 3-5 ლარამდე ღირს, ჯობია იყიდო რკინის ჩამჭერებიანი თავებით
  18. აუ FUS RO DAH-ს მიაქვს Youtube აქ ნაკრებია: ესეც მაგარი ძაან: http://www.youtube.com/watch?v=L7KQdlByMlI&feature=related Levaniko საღოლ :D
  19. თამაშის EXE ფაილებს აძლევს ინტერნეტთან წვდომას დასტურის გარეშე და ასევე არ ასკანერებს მათ სხვა მხრივ არაფერი იცვლება მგონი
  20. შენ მონტაჟი გინდა თუ კონვერტირება? მაგალითად, თამაშიდან FRAPS-ით ჩაწერილ ვიდეოს FormatFactory-თი ვაკონვერტებ მოცულობით ლამის 10-ჯერ იკლებს, ხარისხით მინიმალურად, Vegas-თან არ მიმუშავნია, მაგრამ ყველა ვიდეო რედაქტორს აქვს კოდეკების კონფიგურირების საშუალება, ნახე როგორაა Output ფაილის კოდეკები რა პარამეტრებზეა, კოდეკად გამოიყენე XVid ან DivX კოდეკი, რეზოლუშენი იგივე დაუტოვე რაც Input ანუ Source ფაილს აქვს (ეგენი მგონი ფილტრებიდან რეგულირდება) Encoding-ზე 2nd Pass მიეცი უკეთესი ხარისხით აკეთებს, კიდევ ბევრი პარამეტრია, რომლებთანაც "თამაშით" შეიძლება მიაგნო იდეალურ ვარიანტს კარგი ვარიანტია თუკი H264 (ან X264) კოდეკს გამოიყენებ, ოღონდ ვიდეოს ფორმატი MKV უნდა იყოს აუდიოს რაც შეეხება, გააჩნია, თუ სტერეო ხმაა, MP3 ან OGG გამოიყენე, შეიძლება AAC კოდეკის გამოყენებაც სამონტაჟოდ კიდევ არის ერთი პატარა უფასო პროგრამა Avidemux, ეგეც ცადე
  21. :lollol: :lollol: :lollol: აუ ერთ კვირაზე მეტია ვერ მოვიცალე სათამაშოდ , ეგ რომ ჩავრთო სახლიდან აღარ გამოვალ არადა ბევრი საქმეა სამსახურში :(
  22. ეს HP Laserjet 3050 PCL 5-ისთვის, სხვაზე შეიძლება იგივე მეთოდმა არ იმუშაოს.... ყოველ შემთხვევაში შენი პრობლემა მოაგვარე ვხურავ
  23. ERD Coomander 2009 აქვს Password Reset-ის ფუნქცია, ასევე Hiren's Boot CD-ს მე13 და შემდეგ ვერსიებში Password Tool-ებში არის Win7-ის მხარდაჭერა ჩამტვირთავი დისკებია ორივე პაროლი არ "ტყდება" უბრალოდ იხსნება მაგრამ თუკი რამე დაშიფრული ფაილებია, დაემშვიდობო უნდა ვეღარ გახსნი Password Hint-ში რაც არ უნდა ჩაწერო არაა პრობლემა იდეაში მანდ პაროლის შესახსენებელი უნდა ჩაწერო ხო, ახლა დავაკვირდი დახურეთო ვხურავ
  24. მოკლე შესავალი ნანოტექნოლოგიებმა უკვე მედგრად მოიკიდეს ფეხი მეცნიერებასა და ყოფაცხოვრებაშიც, თუმცა ადამიანი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და ყოველთვის სიახლის ძიებაშია, ნანომეტრებში (10-9მ) აღიწერება მოლეკულები, ატომები და მათი "სამყარო" სადაც ხშირად არ მოქმედებს ნიუტონის კანონები, აქ საქმე უკვე არა ნიუტონის, არამედ ე.წ. "კვანტურ მექანიკასთან" გვაქვს. კვანტური მექანიკის აქტიური შესწავლა დაიწყო გასული საუკუნის პირველ ნახევარში და პირველი ყველაზე დიდი მიღწევა იყო 1926 წელს გენიალური ფიზიკოსის და მათემატიკოსის ერვინ შრედინგერის(Erwin Schrödinger) განტოლება, რომელიც აღწერდა ფიზიკური სისტემის ქვანტური მდგომარეობის ცვლილებას დროში: (ეს განტოლების გამარტივებული ვარიანტია) ერთი შეხედვით, რთული არაფერია, თუმცა მეცნიერმა განაცხადა, რომ რომ მცოდნოდა თუ რა რთულ საქმეს ვკიდებდი ხელს არც კი დავიწყებდიო (და მაშინ ცუდად იქნებოდა ჩვენი საქმე). განტოლების გამოყვანას მან 2 წელი შეალია, თან გაიხსენეთ იმ დროს ყველაზე სრულყოფილი გამომთვლელი მანქანა არითმომეტრი იყო.... მიუხედავად ამ განტოლების უნიკალურიბისა, ის ამოხსნადია მხოლოდ წყალბადის ატომის (პირველი და ყველაზე მარტივი ელემენტი პერიოდულ სისტემაში) შემთხვევაში, ყველა დანარჩენი ატომებისთვის თუ მოლეკულებისთვის არსებობს ე.წ "მიახლოებები", რომელთა სრულყოფაზეც ახლაც იმტვრევენ თავს ფიზიკოსები და მათემატიკოსები. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ გავიაზროთ თუ რამდენად რთული და განსხვავებულია კვანტური სისტემა "ჩვეულებრივი" ფიზიკური სისტემისაგან, სადაც ყველაფერი ნიუტონის კანონებს ემორჩილება Quantum Entanglement ერთ-ერთი მრავალი უაღრესად საინტერესო და ჯერ კიდევ ამოუცნობ კვანტურ მოვლენებს შორის არის ე.წ "ქვანტური შეჭიდულობა" (Quantum Entanglement), რომლის ფორმულირებაც ასე შეიძლება: ქვანტური შეჭიდულობა შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ნაწილაკები, როგორებიცაა ფოტონები, ატომები, მოლეკულები და ალმასის პატარა კრისტალებიც კი ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ფიზიკურად, რის შემდეგაც მოხდება მათი დაცილება. მოვლენა ვლინდება იმ მხრივ, რომ ურთიერთმოქმედი წყვილის ყოფილი წევრი იმეორებს მეორის ქვანტურ მდგომარეობას (პოზიცია, მომენტი, სპინი, პოლარიზაცია, მუხტი) , და ერთ-ერთი ნაწილაკის რომელიმე პარამეტრის ცვლილება მყისეულად იწვევს მეორე ნაწილაკის შესაბამისი პარამეტრის ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ფიზიკური ურთიერთქმედება. განვიხილოთ ფოტონების (ექსპერიმენტისთვის იყენებენ პოლარიზებულ ლაზერის სინათლეს) მაგალითზე: როდესაც სინათლის სხივი გაივლის მატერიაში (ფიზიკურ სხეულში), ის შთაინთქმება ელექტრონის მიერ,რის შედეგადაც ის გადადის ე.წ აღგზნებულ მდგომარეობაში ჭარბი ენერგიის გამო. რამდენიმე მილიწამის შემდეგ ელექტრონი ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და სპონტანურად ასხივებს ფოტონს. ზოგიერთი კრისტალური სტრუქტურა ზრდის იმის ალბათობას, რომ ელექტრონმა გამოასხივოს არა ერთი, არამედ ორი ფოტონი, რომლებსაც ექნებათ უფრო გრძელი ტალღის სიგრძე (შესაბამისად დაბალი სიხშირე და ენერგია), ვიდრე შთანთქმულ ფოტონს. მიღებული "შვილეული" ფოტონების ენერგიების ჯამი ტოლია შთანთქმული ფოტონის ენერგიისა (ენერგიის გარდაქმნის და მუდმივობის კანონი) როდესაც ერთი შთანთქმული ფოტონიდან მიიღება ორი გამოსხივებული ფოტონი, მიიჩნევა, რომ ისინი არიან შეჭიდულნი ჩვეულებრივ, შეჭიდული ფოტონები გამოდიან კრისტალიდან ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი ჰორიზონტალურად პოლარიზებული სინათლის სხივის სახითაა, ხოლო მორე ვერტიკალურად პოლარიზებული სინათლის სხივის სახით. (ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ სინათლის სხივს აქვს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მიმართულება) ექსპერიმენტი ისე შეიძლება ჩატარდეს, რომ მოხდეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად პოლარიზებული კონების ზედდება. იმისდა მიუხედავად, რომ ინდივიდუალური ფოტონების პოლარიზაცია უცნობია,და შეუძლებელია მისი წინასწარ გამოცნობა, ქვანტური მექანიკის ბუნება წინასწარმეტყველებს, რომ ისინი განსხვავებულია. ილუსტრაციისთვის, როდესაც ეს კონა შეხვდება ვერტიკალური პოლარიზაციის ფილტრს, ფოტონი მასში გაივლის, ან ვერ გაივლის იმისდა მიხედვით თუ როგორია მისი პოლარიზაცია,თუკი გაივლის, მაშინ მისი შეჭიდული პარტნიორი ვერ გაივლის, რადგანაც მყისეულად რაც ცნობილი გახდება პირველი ფოტონის პოლარიზაცია, მეორე მიიღებს მის საწინააღმდეგო პოლარიზაციას. ზუსტად ეს მყისიერი კომუნიკაცია და პოლარიზაციიც "შეტყობინება" უდევს საფუძვლად ფოტონურ შეჯაჭვულობას, რომელსაც აინშტაინიც კი თეორიულადაც არასარწმუნოდ თვლიდა. თუმცა თვით აინშტაინიც შეიძლება ცდებოდეს, ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს ექსპერიმენტის შედეგი: შეჭიდულ ფოტონებს აქვთ მყისიერი! კომუნიკაცია: ექსპერიმენტი: 1. ულტრაიისფერი ლაზერი სინათლის კონას აგზავნის ბეტა ბარიუმის ბორატის კრისტალში (beta-BaB2O4) 2. ფოტონის კრისტალში გავლისას არსებობს შანსი იმისა, რომ ის "გაორდება" 3. თუკი გაორდა, ფოტონი გამოვა კრისტალიდან როგორც ორი ფოტონი 4. მიღებული ფოტონური წყვილი ქვანტურად შეჯაჭვულია შედეგად ვიღებთ შეჯაჭვული ფოტონების სურათს: ატომების შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა მუხტის მქონე ერთი და იგივე ელემენტის ატომებს აქვთ ფიზიკური კავშირი, შესაძლოა მათ შორის წარმოიშვას ქვანტური შეჭიდულობა, თუკი შეჭიდულობა წარმოიშვა, მათი დაცილების შემდეგ თუ ერთ-ერთი მათგანის მუხტს შევცვლით გარე ძალების ზემოქმედებით, მეორე მათგანის მუხტი შეიცვლება მყისეულად ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მსგავსი ექსპერიმენტებისას, შეჭიდულობა დაფიქსირებულია დაახლოებით ყოველი მილიარდიდან ერთ წყვილზე. ამ შემთხვევაში, ფაქტიურად ადგილი აქვს ტელეპორტაციას! დიახ, ტელეპორტაციას, რადგანაც ელემენტის ატომები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ მუხტით, ხოლო შეჯაჭვული წყვილიდან ერთ-ერთის მუხტის ხელოვნური შეცვლით, მისი პარტნიორის მუხტიც ავტომატურად საპირისპიროზე იცვლება-ანუ იმ ატომის მუხტზე რომელიც გარე ზემოქმედებით შევცვალეთ! თავდაპირველად, ნაჩვენები იყო, რომ ამ ტიპის ქვანტური შეჭიდულობა მოქმედებდა მცირე მანძილზე, მანძილის გაზრდასთან ერთად ის ისევე მოულოდნელად ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა, მაგრამ ხაზგასმით იყო აღნიშნული მყისიერი კომუნიკაცია!. შემდეგში გამოჩნდა ცნობები, რომ შეძლეს შეჯაჭვულობის მანძილის 8 მილამდე (დედამიწაზე) და 10 მილამდე (კოსმოსში) გაზრდა ანუ "მონაცემების ტელეპორტაცია" Quantum teleportation achieved over ten miles of free space გამოყენება რა შესაძლებლობებს გვაძლევს ქვანტური შეჭიდულობა? ტელეპორტაცია უკვე ვახსენეთ, თუმცა ისეთი ტელეპორტები როგორებიც Start Trek-ის სერიაშია მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა, ამ შემთხვევაში საუბარია აბსოლუტურად იდენტური ატომების ჯერ "ქვანტურ შეჭიდვაზე" და მერე "ტელეპორტაციაზე" რომელიმეს მდგომარეობს გარეგანი ცვლილებით მის პარტნიორ ატომში საწინააღმდეგო ცვლილებაზე პირველი გადაულახავცი დაბრკოლება ადამიანის ტელეპორტირებისას არის მისი იდენტური ასლის პოვნა "შეჭიდებისთვის" თვით იდენტურ ტყუპებშიც კი ატომურ-მოლეკულურ დონეზე უამრავი განსხვავებაა, თუნდაც მოხერხდეს ჩვენი კვანტური ორეულის პოვნა, თვით "შეჭიდებაც" წარმოუდგენელია: ადამიანის სხეულში იმაზე მეტი ატომია ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავები, წარმოიდგინეთ, რომ "ტელეპორტაციისთვი" ჯერ ყველა ატომი უნდა შეწყვილდეს, შემდეგ კვანტური ორეული უნდა გავუშვათ იქ სადაც გვინდა ტელეპორტირება, და მერე მოვახდინოთ მისი სხეულის ყველა ატომის მდგომარეობის ცვლილება სამაგიეროდ აქ იხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები ქვანტურ ინფორმატიკაში და ინფორმაციის შიფრირებაში: დღევანდელი ექსპერიმენტებითაც კი შესაძლებელია შეჭიდულ სისტემებს შორის 10 მილამდე (16 კმ) ბინარული ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა: ინფორმაციის ერთეული დღევანდელ შემთხვევაში მუხტია: ქვანტური გადამცემი დამუხტულია უარყოფითად, ქვანტური მიმღები კი დადებითად,(ან პირიქით) გადამცემის მუხტის ცვლილებით იცვლება მიმღების მუხტიც, ამ პროცედურის მრავალგზის განმეორებით გვაქვს 0 დსა 1-იანების ნაკადი: ანუ ქვანტური ინფორმატიკაც იმის მსგავსად იწყება, როგორც თანამედროვე: პირველ კომპიუტერებში მონაცემები შეყავდათ მორზეს ტელეგრაფის "ჩახმახით": მოკლე დაჭერა ნიშნავდა 0, ხოლო ხანგრძლივი-1 (წერტილი და ტირეს ტელეგრაფული ანალოგი) პრინციპში დღევანდელ პროცესორებსაც მხოლოდ 0 და 1 ესმით, უბრალოდ შეყვანის მეთოდები დაიხვეწა დავუბრუნდეთ ქვანტურ ინფორმატიკას: ინფორმაციის გადაცემის ელემენტალური (თუ შეიძლება ასე ითქვას ) ხერხი გვაქვს, დღესდღეობით ის შეზღუდულია მხოლოდ მანძილით, არ არის აღმოჩენილი მანძილის გარდა სხვა ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ქვანტურ შეჭიდულობაზე და მის მოქმედებაზე, თან გაითვალისწინეთ, ურთიერთქმედება არის მყისიერი! ანუ ფაქტიურად სინათლეს ვუსწრებთ, თუმცა არაფერს ვამოძრავებთ და შესაბამისად "ჩვენი" ფიზიკის წესებსაც არ ვარღვევთ! თუკი მანძილის ბარიერი დაიძლევა, გვექნება კავშირის უნივერსალური საშუალება, რომელსაც არ სჭირდება არც გამაძლიერებელი, არც ანტენა და არც "ხედვის კუთხე" კავშირი იქნება ისეთივე ხარისხის და სისწრაფის თუნდაც მზის შუაგულიდან,თუ გალაქტიკის მეორე ბოლოდან, რიოგორც გვერდით ოთახში მყოფ ადამიანთან!(თუ ჰუმანოიდთან ) პრობლემაა მზის შუაგულში მოხვედრა და გადარჩენა ოღონდ მეორეა კავშირის უსაფრთხოება: ქვანტური შეჭიდულობა ხდება მხოლოდ ნაწილაკთა წყვილს შორის, ანუ აქ "მესამე ზედმეტია" და ვერც ვერაფერს იზამს რომ მოინდომოს: კომუნიკატორი ავს მხოლოდ MI-6 Lady და Agent 007-ს, შეუძლებელია მათი კავშირის "პერეხვატი", ან გაშიფვრა, რადგან კომუნიკატორებში არსებული ნაწილაკები მხოლოდ ერთმანეთთანაა შეჭიდული და სხვას არავის და არაფერს არ ცნობენ CIA და მოსადი ამის ყურებაზე შურით სკდება, ხოლო იარაღის ბარონები და ჩრდილო კორეელები გულზე სკდებიან სიბრაზისგან დღესდღეობით საუბარია მხოლოდ მუხტის ცვლილებით "მონაცემთა ტელეპორტაციაზე", თუმცა რეალურად შეჭიდული ატომები იმეორებენ ბევრ პარამეტრს და მათი ცვლილებაც შესაბამისად გადაეცემა, თუკი "ვისწავლით" ამ პარამეტრების კომბინირებულად ცვლილებას და გადაცემას, გაიზრდება გადაცემული ინფორმაციის მოცულობა სიჩქარის შეუცვლელად! ასევე, თუკი "შეჭიდების" ეფექტურობა გაიზრდება- დღესდღეობით დაახლოებით 1 : მილიარდ წყვილზეა, საშუალება გვექნება ერთ წყვილ კომუნიკატორში უფრო მეტი შეჭიდული წყვილები გამოვიყენოთ და კვლავ გავზარდოთ გადაცემული ინფორმაციის რაოდენობა, ამ ტიპის კავშირის კომბინაცია ქვანტურ კომპიუტერებთან (რომელთა მუშა პროტოტიპები დღეს უკვე არსებობს) კიდევ ახალ უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის კიბერნეტიკასა და ინფორმატიკაში სხვათა შორის ქვანტურად შეჭიდული კავშირი QEC ნახსენებია 2010 წელს გამოსულ საკულტო თამაშში Mass Effect 2, სადაც კომანდორ შეპარდს თავის ხომალდ Normandy SR2-ზე აქვს კავშირის ქვანტური სისტემა Quantum Entanglement based Communications array თავის ბოსთან Illusive Man-თან: Normandy's QEC ვისაც გაინტერესებთ მეტი, თან ფორმულების გარეშე გასაგები ილუსტრაციებით გადახედეთ Quantum Entanglement - Dave Jarvis ასევე Quantum entanglement WIKI და Quantum Entanglement and Information
  25. აბა მწვანნებო ნახეთ გითვალთვალებს თუ არა თქვენი ანდროიდი: https://market.android.com/details?id=com.lookout.carrieriqdetector
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.