Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ეგ დემო ვერსიაა როგორც ვხვდები ისე, ყველა მსგავს პროგრამას მოყვება დეტალური ინსტალაციის ინსტრუქციები და თუ მიგიშვეს დიკამდე არ უნდა გაგიჭირდეს წესით
  2. ჩაწერილმა პროგრამამ სხვა კომპზე შეიძლება იმუშაოს შეიძლება არა, თან სავარაუდოდ ლიცენზიის ფაილები ექნება კიდევ პროგს ისე, ჩვეულებრივ, პროგრამის დირექტორია შეგიძლია დააკოპირო და ცადო თუ იმუშავებს მარა აპარატურის გარეშე რად გინდა ეგ პროგი?
  3. ვერც მე ვნახე ტორენტ საიტებზეც როგორც ვხვდები, ეგ პროგრამა მოდის აპარატურასთან ერთად და ამიტომ მეეჭვება ნახო...
  4. კარგია ვხურავ
  5. რა თქმა უნდა შეიძლება შეცვლა Control Panel/Regional and Languae Setting-ებიდან: შეცვლი საათის ფორმატს h არის 12 საათიანი, H 24 საათიანი HH დაწერს მაგალითად 02:25, ხოლო H დაწერს 2:25 რაც შეეხება კალენდარის ორშაბათით დაწყებას, Location და ფორმატები დააყენე English (UK)-ზე ანუ US რეგიონი UK-ზე უნდა შეცვალო
  6. ჩემი აზრით მაგ პროგრამის გამო გაეზარდა ჩატვირთვის დრო და საერთოდ ნუ იყენებთ მსგავს პროგრამებს, რომლებსაც ზიანი უფრო მოაქვთ ვიდრე სარგებელი გიწერს პროცესორზე, რომელსაც არცერთ Windows-ზე არ სჭირდება რამე ცალკე დრაივერი ასე რომ დაიკიდე
  7. ტელეკომი არის ახლანდელი სილქნეტი
  8. CCleaner-ით გაწმინდე აბა ქეში და ქუქი ფაილები...
  9. ავირას კრეკებზე აქვს გართულება, მაგრამ Exeption- ებში შეგიძლია დაამატო კრეკები კონფიგურაციის განყოფილებიდან Update-ები კი რაც ხშირად იქნება მიტ უკეთესია, თან თითქმის ყველას ავტომატური აქვს და პრობლემა არ გექნება
  10. Microsoft Security Essentials Avira Personal AVG Free Avast Free მე MSE ან Avira-ს გირჩევ
  11. რატომღაც მგონია, რომ ორივე პრობლემა ვირუსების ბრალია გადააყენე Windows, არ გახსნა D დისკი ისე დააყენე ანტივირუსი და დაასკანერე მერე დააყენე utorrent-იც და სხვა პროგრამებიც
  12. sfc.exe /scannow გაუშვი CMD-დან CMD ადმინისტრატორის უფლებებით უნდა გაუშვა აქტივაციას გააფუჭებს სავარაუდოდ, მაგრამ თუ რამე სისტემური ფაილია დაზიანებული, გაასწორებს
  13. ეს ნახე: http://ninite.com/ მაგრამ ინტერნეტი უნდა იყო ქართული პროექტი Compinfo Pack მაგრამ წელიწადზე მეტია არ განახლებულა სამწუხაროდ: http://compinfo.ge/index.php?showfile=1&fid=67&p=downloads&area=1&categ=2&high=compinfopack მარა არ გირჩევნია შენით შეადგინო სია, გადმოწერო და გქონდეს ფლეშკაზე (2გბ-იანიც გეყოფა ძირითადი MustHave პროგრამებისთვის) და პერიოდულად განაახლებ ხოლმე
  14. 1. გათიშე ანტივირუსი 2. გადმოწერე და გაუშვი MBR Regenerator: http://forums.mydigitallife.info/threads/24214-MBR-Regenerator-The-Professional-Windows-Fix-Tool 3. გადაარესტარტე კომპი 4. ისევ გამორთე ანტივირუსი და გაუშვი Windows Loader (2.1 გამოვიდა უკვე): http://forums.mydigitallife.info/threads/24901-Windows-Loader-Current-release-information 5. გადაარესტარტე კომპი
  15. AHCI [ანუ ეი ეიჩ სი ეი] ანუ Advanced Host Controller Interface ესაა თემა სადაც ვინდის გადმოსაწერი ლიინკებია:
  16. თემა გადადის ქსელების განყოფილებაში შემდეგში სანამ გახსნი თემას გადაიკითხე წესები თორემ ვორნს მიიღებ
  17. სხვაგან დაყენება არ ივარგებს (თუ იგივე დედაპლატა არაა) ვეღარ ჩაირთვება ვინდი ეტყობა რატომღაც არასწორად დაფორმატდა დისკი ბიოსში AHCI-დან IDE-ზე გადართვა ძირითადად მაშინ უნდა, როდესაც ვერ ხედავს ვინჩესტერს, ისე არ ქმნის პრობლემებს ჯობია ეგ ვინჩესტერი დააფორმატო მთლიანად რამე სხვა უტილიტით, მაგალითად Hiren's Boot CD-ში შემავალი Partition Tools-ებიდან რომელიმეთი (მე GParted Partition Editor გირჩვე) შეგიძლია გადმოიწერო მხოლოდ Gparted: DOWNLOAD ან Hirens Boot CD 15.1 რომელშიც Gparted-ის გარდა მრავალი სასარგებლო უტილიტაა, ორივე მათგანი ჩამტვირთავი CD-ს ISO ასლებია, თუმცა იწერება ფლეშკაზეც ინსტრუქცია Hiren's Boot CD-სთვის ინსტრუქცია GParted-ისთვის მოკლედ, ჯერ მთლიანად წაშალე პარტიშენები და დააფორმატე დისკი, შემდეგ დაიწყე Win7-ის ინსტალაცია ხო, ამ ფორუმზე "Windows-ის ვერსიები"-ს ქვეგანყოფილებაში არის ორიგინალი ვინდი და ის გადმოწერე ჯობს
  18. ხო, მდგომარეობის შეცვლა მყისიერია, აქ სიჩქარეზე საერთოდ არაა საუბარი, ყოველ შემთხვევაში ვერ ზომავენ, შესაბამისად, ეს ურთიერთქმედება სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდება... ეჰ სადაა ახლა აინშტაინი და ნილს ბორი....
  19. პირველ რიგში გახენი თემები ნორმალური სათაურით! გადახედე განყოფილებაში აპინულ წესებს, შემდეგში დაივორნები რაც შეეხება პრობლემას სხვა მაუსი სინჯე?
  20. ავირას წაშლისას არასდოს მქონია პრობლემა, ჩვეულებრივად იშლებოდა, ეს ცადე: http://www.avira.com/en/support-download-avira-registrycleaner რეესტრიდან წაშლის ავირას ყველა ჩანაწერს, მერე Safe Mode-დან ხელით წაშალე დანარჩენი ყველაფერი (Program Files-ში) და სანამ გადაარესტარტებ (SafeMode-დან) CCleaner-ით გაწმინდე კომპი
  21. როგორდა უთხარი ნივთების გაცვლა მინდათქო და მიეცი აბჯარი და იარაღი საუკეთესოს თავისით ჩაიცმევს
  22. ცადე Driver Magician (ნახავ სოფტის განყოფილებაში) ან კიდევ გირჩევ 64 ბიტიანი WIN7 დააყენო, განსაკუთრებით თუ 4გბ RAM აქვს
  23. ყოველგვარი პროგრამის და სხვა საშუალების გარეშე ან ტელეპატი უნდა იყო, ან "ხმალთევზა" (SWARDFISH)ან ნეო(THE MATRIX) ისე სხვა გზა არაა
  24. არა, არანაირად არ გაყოფს, უნდა იყიდო DL DVD დისკი 8 გბ-იანი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.