galaxy buds 3 pro მაჩუქეს რადგანაც სმარტფონი შევცვალე samsung-ით. მანამ მქონდა jbl tour pro, ჩემი ყურისთვის ზედმეტად მოუხერხებელი იყო. მტკენდა ყურს და მივარდებოდა კარგად რომ არ ჯდებოდა მაგის გამო (პატარა ჭრილი მაქვს ყურის ) ამ სამსუნგს იდეალური პოზიციონირება აქვს, ყურს არ ღლის და არ ახურებს, ხმის ჩახშობა ხოშიანად მუშაობს (თუმცა ამას არც jbl-ზე ვუჩიოდი). უბრალოდ ერთი ნაკლია და ჩემი გამოცდილებაა მხოლოდ თუ ზოგადად ასეა მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვთ. ბატარეა ვერაა მთლად მოწოდების სიმაღლეზე. უწერია რომ 7 საათი მოსმენის რეჟიმში უნდა გაძლოს და ANC-ით 6 საათი. დღეს დასავლეთიდან რომ მოვდიოდი საცობების გათვალისწინებიტ სადრაც 5 სააში 15%-ზე დაეცა თან საშუალო ხმის სიმაღლეზე და ANC არ მქონდა ჩართული. 2 წუთი მაქსიმუმ ტელეფონზე საუბრის დრო მიკროფონები რომ დაეტვირთა. მემგონი მიჰქარავენ.. ასე მალე არ უნდა დამჯდარიყო ისეთი მოლოდინი მქონდა. ალბათ სამსუნგში ფიქრობენ ამდენხანს ვინ გამოიყენებს დამტენ ქეისში ჩადების გარეშეო მაგრამ ეგენი მე არ მიცნობენ