-
Posts
946 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
120
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by X-treme user
-
კომპანია PNY Technologies-მა განაცხადა GeForce GTX 560 Ti OC2-ის გამოშვების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია Nvidia-ს რეფერენსულ დიზაინზე, მაგრამ სიხშირეებით მისგან განსხვავდება - 900/1800/4212 მჰზ - ბირთვზე/შეიდერზე/მეხსიერებაზე შესაბამისად, მაშინ როდესაც სტოკ-ვერსიის ეს მაჩვენებლები კი შეადგენს 822/1645/4008 მჰზ-ს. ბარათს აქვს 384 CUDA ბირთვი, 1 გბ GDDR5 მეხსიერება, dual-DVI და HDMI გასასვლელები, 2-way SLI, DirectX 11, OpenGL 4.1, OpenCL, CUDA და PhysX. მხარადაჭერილია ასევე 3D Vision Surround-იც (ამისათვის დაგჭირდებათ ორი ასეთი პროდუქტი - სამი მონიტორის 3D-კონფიგურაციისათვის). GeForce GTX 560 Ti OC2-ის რეკომენდირებული ღირებულებაა 264.99$ და თან მოყვება სამუდამო გარანტია. TC Magazine
-
- 3
-
-
Acer-მა გუშინ დაანონსა თავისი ახალი 3D მონიტორი - HN274HL, რომელიც იყენებს Nvidia-ს 3D Vision ტექნოლოგიას, არის 27-დუიმის ზომის და აღჭურვილია 120 ჰზ-იანი (3D) პანელითა და ინტეგრირებული ინფრარედ მიმღებით - Nvidia active shutter 3D სათვალეებთან სინქრონიზაციის მიზნით, რომელიც კომპლექტს თან ერთვის. პროდუქტი შესრულებული მიმზიდველ, შავ ფერში, გააჩნია LED განათება, რეზოლუცია 1920 x 1080 პიქსელზე, 2 მ/წმ გამოხმაურების დრო, დინამიური კონტრასტი 100,000,000:1, მაქსიმალური სიკაშკაშის დონე - 300 კდ/კვ.მ, ასევე D-Sub, DVI და HDMI (1.4) კონექტორები. მწარმოებლის თქმით, HN274HL-ის შიფინგი უკვე დაწყებულია და მისი რეკომენდირებული ფასი შეადგენს €599-ს.
-
პირველი Thermal Guru ბარათის, GeForce GTX 580-ის გამოშვებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, კომპანია Sparkle კვლავ ყურადღების ცენტრშია და განაცხადა, რომ ასევე გეგმავს ამ სახელწოდების GeForce GTX 570-ის გამოშვებასაც. ახალ პროდუქტის ქარხნული სიხშირეები შეადგენს 732 მჰზ-ს ბირთვისათვის, 1464 მჰზ - შეიდერებისათვის და 3800 მჰზ - მეხსიერებისათვის (1280 მბ GDDR5). ის აღჭურვილია დუალ-სლოტ ქულერით, რომელიც რეფერენს ბარათების გაგრილებასთან შედარებით, დაახლოებით ნახევარჯერ მსუბუქია, მაგრამ უფრო ეფექტურია - ორი 80 მმ-იანი ფენის, სპილენძის პირდაპირი-შეხების მქონე ოთხი სითბური მილაკისა და 'ჰაერის ნაკადების შემგროვებელი' ზედაპირის საშუალებით. GeForce GTX 570 Thermal Guru-ს გააჩნია 480 CUDA ბირთვი, 3-way SLI მხარდაჭერა, PhysX, 3D Vision (Surround) შესაძლებლობები და ოთხი დისპლეი პორტი - ორი DVI, ერთ-ერთი HDMI და DisplayPort-ი. ღირებულება უცნობია. TC Magazine
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
Bulldozer-ების პირველ ნაკადში, როგორც იუწყებიან, შესული იქნება რვა მოდელი - ოთხი 8-ბირთვიანი (octa-core) FX8000 სერიის ჩიპები, ორი 6-ბირთვიანი FX6000-ები და ორი quad-core FX4000 პროცესორები. სიხშირეებსა და ფასებზე კვლავაც არაფერს ამბობენ -
ოფიციალურ დაანონსებამდე, Lenovo-მ გაავრცელა PDF-ფორმატის ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია მისი უახლესი, ულტრა-პორტატული, 12.5-დუიმიანი ThinkPad X220-ის მახასიათებლები, რომელიც დაფუძნებულია Intel-ის Huron River პლატფორმაზე და გათვლილია პროფესიონალებისათვის. პროდუქტს უკვე ექნება წინასწარ ჩატვირთული Windows 7 სისტემა (Home Basic, Home Premium ან Professional). მისი წონა შეადგენს 1.3 კგ-ს და გააჩნია სრული ზომის კლავიატურა, უღილაკო თაჩპადი (45%-ით უფრო დიდი, ვიდრე მის წინამორბედებზე), LED-ბექლიტ დისპლეი (1366 x 768), Core i3/i5/i7 პროცესორი, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, Intel HD graphics და ერთი მყარი დისკი (320 გბ-მდე) ან SSD (160 გბ-მდე). ახალი ლეპტოპი აგრეთვე აღჭურვილია 54 მმ-იანი ExpressCard სლოტით, SD ქარდ-რიდერით, 720p ვებ-კამერით, WiFi-ით, ოპციონალური მობილური broadband მხარდაჭერით, DisplayPort გასასვლელითა და 9-უჯრედიანი ელემენტით, რომელიც იძლევა 15 სთ-მდე მუშაობის საშუალებას ავტონომიურ რეჟიმში (დამატებითი ელემენტის გამოყენებით, ამ დროის გაზრდა შესაძლებელია 23 სთ-მდე). ღირებულების შესახებ, ცნობები არ ვრცელდება. TC Magazine
-
კომპანია ASUS-მა, აი უკვე მერამდენედ ანახლებს მონიტორების სერია Designo-ს. ამჯერად, მასში შევიდნენ მოდელი ML229H (ეკრანის დიაგონალით 21,5 დუიმი) და ML239H (23 დუიმი), რომლებიც დაფუძნებულნი არიან IPS პანელების ბაზაზე და ასევე VA-თი (Vertical Alignment)აღჭურვილი ML249H (24'). სამივე პროდუქტი თავს იწონებს შავი პრიალა პანელით, თხელი პროფილითა და წრის ფორმის მქონე საფირმო სადგამით. გარდა ამისა, მათ მიიღეს ახალი Eco-Mode სამუშაო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც, მონიტორების ენერგომოხმარება შემცირებულია 55%-ით. სამივე ნაწარმის მახასიათებლების უმრავლესობა ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად, ყველა მათგანის გაფართოება შეადგენს 1920 х 1080 პიქსელს, სიკაშკაშის დონე - 250 კდ/კვ.მ, დინამიური კონტრასტულობა - 50 000 000:1, ხედვის კუთხეები - 178O ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. თუმცა არსებობს მცირე განსხვავებებიც. უფროსი მოდელის სტატიკური კონტრასტულობის მაჩვენებელი არის 3000:1, ხოლო გამოხმაურების დრო კი 8 მ/წმ (Grey-to-Grey რეჟიმში). ორი დანარჩენი მონიტორისათვის კი, ეს პარამეტრებია 1000:1 და 5 მ/წმ. სამივე პროდუქტი აღჭურვილია HDMI 1.3 და D-Sub ინტერფეისის პორტებით. სამწუხაროდ, კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას გამოსვლის თარიღსა და ღირებულებებზე. IXBT
-
MSI GE620 და GR620 ლეპტოპები Sandy Bridge-ზე
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
არა, ყველაფერი გაგიტანია უკვე, მადლობა -
Razer & BioWare ის ახალი Dragon Age II ის პროდუქტი
X-treme user replied to Barca's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო, იყოს გაერთიანებული, ამდენ შრომას წყალში ხომ არ ჩავუყრით, ჯერ ახალბედაა მაინც .. -
კომპანია Acer-მა მოისროლა ჩვეულებრივი მონიტორები ტექნოლოგიის 'ძველ სკოლაში' და ამჟამად ახდენს ახალი ტიპის დისპლეების წარდგენას, რომელთა საშუალებითაც, შეძლებთ არამხოლოდ ფოტოსურათების ნახვასა და ისეთი მოქმედებების შესრულებას, როგორიცაა თქვენ მედია-კოლექციასთან დაკავშირება, ასევე მოახერხებთ ინტერნეტ-სივრცის დათვალიერებასაც კი, კომპიუტერთან შეერთების გარეშე. 'ახალი თაობის' პირველ მონიტორს, სახელწოდებით DX241H, გააჩნია 24-დუიმიანი Full (1920 x 1080) TN პანელი, 2 მ/წმ რეაგირების დრო, 80,000:1 კონტრასტულობის სიხშირე და მაქსიმალური სიკაშკარე - 300 cd.m2. ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება არა? თუმცა საინტერესო ამბები მხოლოდ ახლა იწყება, რადგან ამ პროდუქტს ინტეგრირებული აქვს ბრაუზერი (გავრცელებული ინფორმაციით, Chrome-ი), რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენთვის სასურველ საიტზე, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა კომპიუტერი. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ-კავშირი, ან კაბელიანი (ამისათვის ხელმისაწვდომია LAN პორტი) ან უკაბელო (დაგჭირდებათ ადაპტერი, რომელიც შეერთდება არსებულ ერთ-ერთ USB 2.0 პორტში). გარდა ამისა, DX241H აღჭურვილია ჩამონტაჟებული სპიკერებით, D-Sub და HDMI გასასვლელებით, ასევე მედია ქარდ-რიდერით. უფრო მეტიც, აქ არის DLNA მხარდაჭერაც და clear.fi სისტემაც, რომელიც დაგეხმარებათ მულტიმედიური მასალების ტკბობისათვის (მუსიკა, ფოტოსურათები, ვიდეოები), რომელსაც ნახავთ ინტერნეტსში, მეხსიერების ბარათსა თუ USB-ში შეერთებულ მოწყობილობაზე. DX241H ასევე ცნობილია 'Web Surf Station'-ის სახელწოდებით და ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის €299-დ.
- 1 reply
-
- 4
-
-
ტაივანურმა მძიმეწონოსანმა MSI-მ, დღეს გაავრცელა ცნობები Intel-ის Huron River პლატფორმაზე მომუშავე თავისი ორი ლეპტოპის - თამაშებისათვის ორიენტირებული GE620-ისა და მულტიმედიური GR620-ის შესახებ. ორივე მოდელი აღჭურვილია 15.6-დუიმიანი (1366 x 768) LED-ბექლიტ დისპლეით და უკვე ჩატვირთული Windows 7 Home Premium სისტემით. ახალი პროდუქტების წონა დაახლოებით 2.4 კგ-ია, მათ გააჩნიათ Easy Face facial ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა და Cinema Pro ტექნოლოგია (რომელიც ახდენს დისპლეისა და აუდიო პარამეტრების ტვიკინგს - უკეთესი მედია-გარემოს შესაქმნელად), II თაობის Core პროცესორები, DDR3 მეხსიერება, 320/500/640 გბ-იანი მყარი დისკები და DVD ან Blu-ray წამყვანები. GR620 აღჭურვილია Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკით, მაშინ, როდესაც GE620 ამაყობს 1 გბ-იანი GeForce GT 540M-ით, თუმცა ორივე მათგანს გააჩნია 4-არხიანი სპიკერ-სისტემა (THX TruStudio Pro-სთან ერთად), Gigabit Ethernet-ი, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.1, 5-in-1 ქარდ-რიდერი, ორი USB 3.0 პორტი და 6-უჯრედიანი ელემენტი. სამწუხაროდ, კომპანია არაფერს ამბობს ლეპტოპების მაღაზიებში გამოჩენის თარიღზე. VR-Zone
-
LGA 1366 ჯერ კიდევ ცოცხალია, ყოველ შემთხვევაში IV კვარტლამდე მაინც (ალბათ), როდესაც Intel-ი საბოლოოდ გამოუშვებს თავის LGA 2011 პლატფორმას, ასე, რომ Asus-ს არც ისე რთულად ექნება საქმე, თუ გამოუშვებს კიდევ ერთ დაფას X58 ჩიპსეტზე. გარდა ამისა, ის ხომ workstation-ებისთვისაა განკუთვნილი. P6X58-E WS სახელწოდებით, ახალი სისტემურ პლატა გვპირდება, რომ შეეძლება 24-სთ-იან რეჟიმში მუშაობა, როგორც მინიმუმ 24 თვის განმავლობაში, თუ ის აღჭურვილი იქნება ისეთი უსწრაფესი კომპონენტებით, როგორიცაა Core i7 ან Xeon პროცესორები, ან Nvidia GeForce 500 და AMD Radeon HD 6000 სერიის გრაფიკული ბარათებით. პროდუქტს გააჩნია 16+2 ფაზური კვების დიზაინი და ექვსი ცალი DDR3-2000 მეხსიერების სლოტი, ასევე Nvidia NF200 ხიდის ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ხაზებს - ხუთი არსებული PCI-Express x16-ებისათვის (მხარდაჭერილია 3-way SLI და CrossFireX), Intel-ის დუალ სერვერული კლასის Gigabit LAN-ი, ორი SATA 6.0 და ექვსი SATA 3.0 Gbps პორტი. გარდა ამისა, P6X58-E WS-ს გააჩნია EPU, ორი USB 3.0 გასასვლელი, 7.1 არხიანი აუდიო, დიაგნოსტიკური LED-ები, ორი FireWire კონექტორი და გაგრილების საშუალება ფენის გარეშე. ღირებულების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ის დაბალი არ იქნება. VR-Zone
-
კომპანია ROCCAT Studios-მა წარმოადგინა ROCCAT Isku - განათების მქონე, გეიმინგ კლავიატურა, რომელიც აღჭურვილია სულ ახალი ROCCAT Talk ტექნოლოგიით. ის გახლავთ ინტენსიური შემუშავებითი პროცესების შედეგი და ძირითადად გათვლილია გეიმერების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მას გააჩნია ვრცელი მაკრო ფუნქციები და ამას ემატება ისიც, რომ ის არის პირველი ასეთი პროდუქტი, რომელსაც აქვს უკვე აღნიშნული ROCCAT Talk და EasyShift[+]-ის მხარდაჭერა. პირველი მათგანის საშუალებით, შესაძლებელია მაუსისა და კლავიატურის ერთმანეთთან 'ლაპარაკი', რაც აქამდე არ ყოფილა, რითაც მოთამაშეებს თვალწინ ეშლებათ უპრეცედენტო ოპციების მთელი ასორტიმენტი. 123 საშუალო სიმაღლის, სტანდარტული განლაგების ღილაკები უზრუნველყოფენ გამოხმაურების ოპტიმალურ დროს და დაჭერის სიზუსტეს, ხოლო სიკაშკაშის 6 დონის მეშვეობით, გეიმერებს აღარ გაუჭირდებათ საჭირო მათგანის მოძებნა სიბნელეშიც კი. EASYSHIFT[+] დაპატენტებული EasyShift[+] ტექნოლოგია, რომელიც აორმაგებს ღილაკების ფუნქციათა რიცხვს, კლავიატურაზე პირველად გვხვდება. ROCCAT Isku - Illuminated Gaming Keyboard-ს გააჩნია 3 ასეთი ზონა(M1-M5, 20 EasyZone keys, T1-T3). მთლიანობაში, EasyShift[+] და სამი thumbster ღილაკი გვთავაზობს 36 მაკრო ფუნქციას, რომლებიც იდეალურად არის განლაგებული WASD მიდამოებთან, რითაც მარტივდება მათზე დაჭერა.Caps Lock-ი, რომელიც არცერთი გეიმერს არ აინტერესებს, კონფიგურირებულია როგორც ზემოაღნიშნული ტექნოლოგიის მქონედ, მაგრამ ასევე შესაძლებელია M1-M5 და thumbster T1-T3-ების გამოყენებაც. უკვე ნახსენები 36 მაკრო ღილაკი კი, გვთავაზობს 180 ფუნქციას, რომელთა შენახვაც ხდება 5 პროფაილში. anti-ghosting-ის მეშვეობით, პრობლემა აღარ შეგექმნებათ ერთდროულად ბევრი ღილაკის დაჭერის დროსაც. ასევე, polling სიხშირე კი უზრუნველყოფს ულტრა-სწრაფ კლავიატურის გამოხმაურების დონეს, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ROCCAT TALK ROCCAT Talk ტექნოლოგიის საშუალებით, როგორც ზემოთ ავღნიშნე, შესაძლებელი იქნება კლავიატურისა და მაუსის ერთმანეთთან 'დალაპარაკება'. ROCCAT Talk-ის პროტოკოლი უკვე შესულია ROCCAT Kone[+]-ში და ROCCAT Isku-ში და სხვა თავისებურებებთან ერთად, შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთ EasyShift[+] ღილაკს გაუკეთოთ კონფიგურაცია - ორივე პერიფერიულ მოწყობილობებისათვის. თაგვზე, EasyShift[+] ფუნქციის გააქტიურება შეგვეძლება კლავიატურის ამავე ღილაკის დაჭერით და პირიქით. როდესაც მაუსზე ხდება მისი ჩართვა ამ გზით, ის იძლევა ვიზუალურ უკურეაქციას, როგორც განათების დროს. მოწყობილობების ურთიერთობა ხდება შეუფერხებლად, თამაშებში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფით. პირველად, გეიმერს საშუალება ეძლევა, რომ მარტივად მოახერხოს ისეთი კრიტიკული ფუნქციების გააქტიურება, როგორიცაა EasyAim-ი და ეს მხოლოდ კლავიატურაზე ერთი ღილაკის დაჭერით. შესაძლებელია EasyShift[+]-ის აქტიურ მდგომარეობაში დატოვება იქამდე, სანამ ხელახლა მოხდება მისი გამოყენება (toggle on/off). ROCCAT Isku ხელმისაწვდომი გახდება ამ წლის II კვარტალში და მისი რეკომენდირებული ღირებულება იქნება €79.99
-
Razer DeathAdder-ის ახალი ვერსია
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ვიცი, ტყუილ-უბრალოდ ხომ ვერ გახდებოდა ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ-მაუსი.. Logitec-ის D9-ც საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ რეიზერმა მაგრად აჯობა უკვე.. -
თუ თქვენ დიდი ხანია ეძებდით სრულ 5.1-არხიან სპიკერ-სისტემას, რომელიც ცოტა ადგილს იკავებს და ამავდროულად იაფიცაა, მაშინ უთუოდ თვალს შეავლებდით Creative Labs-ისა და Logitech-ის პროდუქციასაც. სწორედ მეორე მათგანმა ეს-ესაა დააანონსა თავისი ახალი ნაწარმი - Z906. ბოლო დროს, აღინიშნული კომპანია ძირითადად ფოკუსირებული იყო ისეთი კომპლექტების გამოშვებაზე, რომელიც სასტუმრო ოთახებისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, ვიდრე PC აუდიოსათვის და ეს ეხება ძველ Z-5500-საც. დიზაინი სრულად განახლებულია და ჩვენ ვხედავთ გაცილებით მეგობრულ AV-კონტროლ უნიტს, რამეთუ ის ჰორიზონტალურია და არა ვერტიკალური, როგორც ეს იყო Z-5500-ის შემთხვევაში. ამ თვალწარმტაც LCD დისპლეიზე, Logitech-მა განათავსა ფორთოხლისფერი LED-მაშუქები, რომელთა საშუალებითაც მარტივდება წაკითხვა და მკვეთრად გვიჩვენებს მიმდინარე მდგომარეობას. დისტანციური მართვის ხელსაწყო, კვლავაც არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ის კიდევ უფრო გამარტივდა, მასზე მაინც იპოვით power და mute ღილაკებს, input-ამომრჩევს და ასევე ოთხი ტიპის ნავიგაციის პადს, რომელშიც გაერთიანებულია ხმის, დონისა და ეფექტების კონტროლი. შეიცვალა შესასვლელებიც და ისინი უკვე განლაგებულია საბვუფერის უკანა მხარეს. კომპანიამ უარი თქვა RCA შესაერთებლებზეც და მის ნაცვლად, გადავიდა ტრადიციულ ზამბარიან სამაგრებზე, ისევე როგორც სპიკერებზე. კარგი ამბავია ის, რომ თუ არ ხართ კმაყოფილი კომპლექტში შესული კაბელებით, შეგიძლიათ მათი შეცვლა იმაზე, რაზეც გსურთ. Z906-ს, Z-5500-ის მსგავსად, აქვთ 500W RMS კვება, მაგრამ დაიწია საბვუფერის სიხშირემ - 187-დან 165W-მდე, ხოლო სატელიტებისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 67W-ს (Z-5500-ს კი 61W, განსხვავება მხოლოდ ცენტრალურ, 69W-იან სპიკერშია) და ყველა მათგანის დამაგრება შესაძლებელია კედელზეც და როგორც ჩანს, Logitech-ი კომპლექტს აყოლებს ამ სამაგრებსაც. პროდუქტი რასაკვირველია THX certified-ია, ხოლო დეკოდერი უზრუნველყოფს მუშაობას Dolby Digital და DTS აუდიოსთანაც. აგრეთვე არის მხარდაჭერაც, სტერეო ხმის - surround-ად გადასაყვანად. Z906-ის შიფინგი აშშ-ში დაგეგმილია ამ თვეში და მისი რეკომენდირებული ფასი შეადგენს 399.99$-ს. VR-Zone
-
Razer DeathAdder-ის ახალი ვერსია
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
გარეგნული თვალსაზრისით უფრო ყიდულებენ ასეთ გეიმინგ-მაუსებს, იგივე რეიზერის კლავიატურებთან და პადებთან ერთად, ეფექტურად ჩანს, თორემ უბრალო თაგვებითაც მშვენივრად ხურავენ თამაშებს. არა, მართლა ძვირია ამის პროდუქცია, თუმცა ძალიან საინტერესო -
Zalman CNPS11X Extreme CPU Cooler
X-treme user replied to ბექა's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, 350ვ-ს ასე ჰაერიდან ვერ მოიტანდნენ.. აი კიდევ რას ამბობენ: V-ფორმისებური დიზაინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გაგრილებას - ქულერის თერმული კონტროლის არეალის მომატებით, რომელიც თავის მხრივ, ზრდის ჰეარის ნაკადების დონეს და ამცირებს ტურბულენტობას. გარდა ამისა, კონსტრუქციაში გამოყენებულია უფრო ხშირი, სქელი ფირფიტები, რომელიც ხელს უწყობს სითბოს გატყორცნას - გაგრილების ეფექტურობის დაკარგვის გარეშე. პროდუქტს გააჩნია კომპანიის 'რთული ჰითპაიპების' დიზაინი, რომელიც შედგება ორი კომბინირებული კომპონენტისაგან: Sintered Metal-ის ტიპის ფითილი, რომელიც გამოყოფს შესანიშნავ სატუმბო წარმადობასა და ღერძული ჭრილების მაღალთერმული გამტარობის მქონე კონსტრუქცია ზრდის სითბოს გატანის სიხშირეს 50%-ზე უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ სითბურ მილაკებს შეუძლიათ. -
რათ გინდა ეგეთი სისწრაფე, ამხელა თუ არის..
-
გუშინ, კომპანია Hightech Information System Ltd.-მ განაცხადა თავისი 6990-ის გამოსვლის შესახებ, რომელიც მუშაობს 830-სა და 5000 მჰზ-ზე - ბირთვისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. პროდუქტს გააჩნია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა AMD HD3D, Eyefinity, EyeSpeed და Eye-Definition. კომპლექტში შესულია Mini Display Port-Single Link DVI გადამყვანი და HIS-ის ექსკლუზიური Mini Display Port-Display Port-იც. კიდევ რა? HIS 6990 4GB-ს გააჩნია DirectX 11-ისა და სკალირებადი გეომეტრული დამუშავება, რითაც ეს ბარათი დღესდღეობით უსწრაფესი ხდება. მძლავრი ორი ბირთვით კიდევ უფრო იზრდება ფრეიმების რაოდენობა თამაშებში, რითაც გეიმერები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან. ინტეგრირებული HDMI 1.4a და DisplayPort 1.2-ის მეშვეობით კი, როგორც უკვე იცით, შესაძლებელია მულტი-დისპლეი კონფიგურაციის დაყენება. HD3D ტექნოლოგია სტერეოსკუპული 3D-ს სრული მხარდაჭერა, ეს არის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, 2D გამოსახულება (ფილმები, თამაშები, ფოტოსურათები) ჩნდება 3-განზომილებიანი სიღრმის ილუზიით. VR-Zone
- 29 replies
-
- 11
-
-
R6990-ს, ერთ PCB-ზე გააჩნია ორი (downclocked) AMD Radeon HD 6970 GPU, რითაც ის მსოფლიოში უსწრაფესი ბარათი ხდება. 4 გბ GDDR5 მეხსიერებით, მაღალ რეზოლუციაზე თამაშის პროცესი სუფთად მიმდინარეობს და ასევე იზრდება გამოსახულების დამუშავების ეფექტურობა მრავალ დისპლეიზე. ბაზური სამუშაო სიხშირე შეადგენს 830 მჰზ-სა და 1250 მჰზ-ს - ბირთვებისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. BIOS გადასართველიდან, წარმადობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია პირველი მათგანის მაჩვენებლის გაზრდა 880 მჰზ-მდე. R6990-4PD4GD5-ს აქვს AMD-ს ექსკლუზიური Eyefinity multi-display ტექნოლოგია, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ოთხ mini DisplayPort 1.2 გასასვლელსა და ერთ DVI პორტს - ერთი ბარათის მეშვეობით, მაქსიმუმ ხუთი დისპლეის ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, საუკეთესო აუდიო-ვიზუალური ატმოსფეროს შესაქმნელად, DisplayPort 1.2-ს გააჩნია Dolby TrueHD-სა და DTS-HD-ისა და სტერეოსკუპული 3D-ს მხარდაჭერა. თქმა არ უნდა, რომ არსენალში ასევე შედის DirectX 11 და OpenGL 4.1. MSI Afterburner-ი გახლავთ ყველაზე სრული უტილიტა, გრაფიკული ბარათის მონიტორინგისა და ოვერქლოქინგისათვის. უახლეს 2.1.0 ვერსიას გააჩნია VGPU, VMEM და VDDCI მახასიათებლების შეცვლის ფუნქცია, ფენ-სიჩქარეთა გაუმჯობესებული კონტროლი და გვთავაზობს ხუთ, ცვლად პროფაილს. აგრეთვე მასში წარმოდგენილია ახალი, Predator in-game video capture-იც, რომლის საშუალებითაც, შეგვიძლია თამაშის საუკეთესო მომენტების დაფიქსირება. Kombustor 2.0 კი უზრუნველყოფს ტესტირების სტაბილურ დონეს, ხოლო ახალიKMark რეჟიმი ახდენს ბარათის წარმადობის გამოთვლას, რამდენიმე დისპლეი-ეფექტის გამოყენებით. VR-Zone
-
ბარსა, ისე ელოდებოდი ამ რევიუს, ალბათ გუშინ კლავიატურაზე გეძინა. +1, მაგრად გიშრომია 2 ბირთვიანების მიმართ არც მე ვარ დადებითად განწყობილი, გიოს თქმის არ იყოს, მეც უფრო 570-სკენ ვიხრები, პატარა რაზგონს გავუკეთებდი და მართლა ყელამდე გეყოფა გეიმინგში და სხვა რაღაცეებშიც.. ეხლა მთელი ყურადღება 590-ისკენ გადავიტანოთ, მაგრამ როგორც ჩანს, მარტის ბოლომდე მაინც არ გამოჩნდება ეგ კარტა და ვარაუდებში ერთ 20 გვერდს მაინც გავავსებთ...
-
Samsung 750 & 950 სერიის 3D LED მონიტორები
X-treme user replied to Barca's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
სერიოზული მონიტორებია, მარა 8000 რა ამბავია, მაგ ფასად ისეთ სისტემას ააწყობ .. :chojinfc: -
MSI Wind Top AE2210 all-in-one PC
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ასეთ სისტემებზე აპგრეიდი არც არის საჭირო. ვიზუალურად ულამაზესია, საერთოდ რომც არ ჩართო, ისედაც დატკბები მაგის ყურებით.. ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერია, გეიმინგისთვის და ბენჩებისათვის ამას არც იყიდი -
სონისაც კარგი რიდერები აქვს სხვათა შორის, მაგრამ ფასით ყველაზე მისაღები ვარიანტი მაინც ეგ არის.. :)
-
CES-ზე დაანონსებულმა MSI Wind Top AE2210 21.5-დუიმიანმა all-in-one დესქტოპმა, რომელიც აღჭურვილია Intel-ის მეორე თაობის Core პროცესორებით, სამი დღის წინ, წილად ხვდა სათანადო გულთბილი მიღება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ მის რითეილ-რელიზსაც. მას გააჩნია Full HD (1920 x 1080) თაჩსქრინი და თან მოყვება უკვე ჩატვირთული, რამდენიმე touch-enabled საჩუქარიც, რომლებშიც შესულია Wind Touch ინტერფეისი, ArtRage painting პროგრამა და YouCam v4.0. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თვალწარმტაცი AiO აღჭურვილია 3.1 გჰზ-იანი Core i3-2100 ან 2.5 გჰზ-იანი Core i5-2400 პროცესორით, 2/4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 640 გბ მყარი დისკით, DVD-ჩამწერითა და ან ინტეგრირებული Intel HD 2000-ით, ან GeForce GT 540M ბარათით. გარდა ამისა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია 1.3 მპ-იანი ვებ-კამერა, ორი ცალი 3W სპიკერი - THX TruStudio Pro ტექნოლოგიასთან ერთად, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 ქარდ-რიდერი და სურვილისამებრ, TV-ტუნერიც. Wind Top AE2210-ის გამოსვლა მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს და მისი ფასი დაიწყება 800$-იდან. TC Magazine
-
ვაგრძელებ Enermax-ის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ მის ახალ კეისებს. კორპუსი Hoplite-ი განკუთვნილია ATX ზომის სისტემური პლატებისათვის. ის აღჭურვილია სამი სლოტით ხსნადი HDD-ებისათვის (წინა და ზედა კედელზე) და ორი USB 3.0 პორტით. ამ მონსტრისებურ კორპუს ECA5020-ში შესაძლებელია 20-მდე (!) ფენის დამონტაჟება. ATX ზომის პლატებისათვის განკუთვნილი 'ტაუერის' გაბარიტები შეადგენს - 64 х 235 х 640 მმ-ს. ხოლო შასი გათვლილია 14 მყარი დისკისათვის. ზედა კედელზე განთავსებულია SATA ინტერფეისის მქონე დისკებისათვის განკუთვნილი სადგური. SpineRex კორპუსი ჯერ კიდევ CeBIT-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ხოლო ამ განვლილ დროში მასზე განხორციელდა ყველა რეკომენდაციის შესაბამისი რიგი ცვლილებები. მისი ზომები შეადგენს 544 х 213 х 591 მმ-ს და მასში შესაძლებელია ATX ზომის დაფებისა და 6 ფენის განთავსება. ხოლო 25 სმ-იანი ვენტილატორი უკვე დაყენებულია გვერდითა პანელზე. მოდელი ECA3230 — ECA5020-ის უმცროსი ძმაა და ისიც ასევე განკუთვნილია ATX ზომის დაფებისათვის.გაბარიტები შემდეგნაირია - 520 х 221 х 505 მმ, ხოლო შეტანა-გამოტანის პანელზე გამოტანილია USB 3.0 პორტი. შიგნით კი, შესაძლებელია 9 ცალი ფენის მოთავსება. IXBT
-
- 1
-
