Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ხო, ეგ ინფო დავწერე ზევით, მარა მგონია Computex-ს მაინც არ დაამთხვევენ ასეთი პროცესორის გამოსვლას
  2. დიზაინს არა უშავს, მარა 79 ევრო კლავიატურისათვის მეტისმეტია ჩემი აზრით, რა ტექნოლოგიაც არ უნდა ჰქონდეს
  3. ხო, მეც პირველად მესმის
  4. ხო, ეგ სამსუნგის B და BX სერიის მონიტორები კარგებია და მაგარი ჩვენებაც ექნება. ჩემი აზრით, სახლისთვის მაინც არ ღის 24-იანზე დიდი მონიტორის ყიდვა, თუ დიზაინერ-არქიტექტორი არ ხარ რა თქმა უნდა
  5. HP-ის მყარი დისკი არ გინდა, Samsung Spinpoint F3 ან Seagate Barracuda აიღე ჯობია, რომელიმეს 500 გბ-იანი ან 1 ტბ-იანი მოდელი, ძალიან კარგებია
  6. ხაოიანი, ხორკლიანის მნიშვნელობით უფრო იქნება გამოყენებული ეგ სიტყვა, ეგეთი ტიპის ზედაპირი აქვს ალბათ ..
  7. მაგ ფასად ნორმალური კონფიგია, კვება და ვიდეო სუსტია, მარა საერთო ჯამში, ცუდი სისტემა ნამდვილად არ არის ..
  8. ორი ამ კარტის ყიდვას, ისევ ერთი არაფერენსული 570-ის აღება სჯობს, განსხვავება უმნიშვნელოა, რაზგონზე კი შეიძლება გაუთანაბრდეს კიდეც პერფომანსით.. მადლობა ბარსა +1
  9. ამ ტექნოლოგიით შეგიძლია, რომ მონიტორი დაუკავშირო კომპიუტერს/ლეპტოპს უკაბელოდ. მონიტორს ასევე მოყვება UWB dongle, რომელიც ერთდება დისპლეი პორტში და ამგვარად, უზრუნველყოფს ვიდეოს გადაცემას კაბელის გარეშე.
  10. არ არის ცუდი მონიტორი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასეთი სადგამი დიდხანს ვერ გაძლებს
  11. ბიუჯეტურ სეგმენტს განეკუთვნება კომპანია BIOSTAR-ის მიერ გამოშვებული სისტემური პლატა - H61ML. მას გააჩნია II თაობის Intel Core i7, i5 და i3 პროცესორების მხარდაჭერა, 95 ვ-მდე TDP-თი, რომლებიც გათვლილია LGA 1155 სოკეტებისათვის. პროდუქტი Micro ATX ფორმ-ფაქტორისაა, შესრულებულია Cougar Point-ის ოჯახზე დაფუძნებულ Intel H61 ჩიპსეტზე და აქვს BIOSTAR-ის უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მათ შორის BIO Remote, BIO Remote 2, Charger Booster და BIOS Online Update-ის. გარდა ამისა, DDR3 DIMM, რომელშიც შესაძლებელია 8 გბ-მდე DDR3-1066 ან DDR3-13338 ტიპის 2-არხიანი ოპერატიული მეხსიერების ჩადგმა. გარდა ამისა, არსენალში აგრეთვე შესულია ოთხი SATA2 3 გ-ბიტ/წმ პორტი, ექვსი USB 2.0, Realtek RTL8105E ჩიპზე მომუშავე 10/100 Ethernet კონტროლერი და ექვსარხიანი Realtek ALC662 HD აუდიო - S/PDIF გასასვლელით. გაფართოების შესაძლებლობები წარმოდგენილია PCI-Express x1 2.0, PCI-Express x16 2.0 და ორი PCI სლოტით. H61ML-ს გააჩნია II თაობის Intel Core პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა და აღჭურვილია DVI და VGA პორტებით. მწარმოებლის სიტყვებით, მაღალხარისხიანი კომპონენტების გამოყენება, მათ შორის მყარი კონდენსატორების, უზრუნველყოფს დაფის საიმედოობასა და სტაბილურ მუშაობას. ახალი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს Windows XP, Windows Vista და Windows 7 ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის მოთხოვნილებებს. BIOSTAR H61ML-ის რეკომენდირებული ფასი შეადგენს 65$-ს.
  12. 125 ლარად არა მგონია, მარა 140-150 ლარად ალტაში სამსუნგის სპინპოინტები და სიგეიტის ბარაკუდებია, ორივე სერიოზული HDD-ია
  13. ახალი თემის გახსნა არ ღირს და აქვე ჩავამატებ: AMD აპირებს Phenom II სერიის დასრულებას და უშვებს ახალ quad-core მოდელ - Phenom II X4 980 Black Edition-ს, რომლის სიხშირეც უკვე გაზრდილი იქნება 3.70 გჰზ-მდე (18.5 x 200 მჰზ). ის ამ მაჩვენებელს აღწევს იქამდე, სანამ მოქცეულია 125W TDP-ს ფარგლებში. დაფუძნებულია 45-ნმ 'Deneb' სილიკონზე და გააჩნია ოთხი x86-64 ბირთვი, 512 კბ თითოეულ L2-ზე და 6 მბ shared კეშზე. თავსებადია AM3 და AM2+ სოკეტებთან და აღჭურვილია 2-არხიანი მეხსიერების კონტროლერით, რომელსაც აქვს DDR3-1333 მჰზ ან DDR2-1066 სტანდარტების მხარდაჭერა. ახალი პროცესორი ცოტა ხანში გამოჩნდება
  14. დათო მქვია სხვა წყაროდან ჩავასწორე ეგ ინფო, დავამატე სპეციფიკაციის სრული ჩამონათვალიც
  15. პარდონ, გამომეპარა edited
  16. ძალიან მოუხერხებელი ბრაუზერია, ერთხელ დავაყენე ვნახო, რა არის მეთქი და იმის მერე არც გავკარებივარ.
  17. კომპანია Dell-მა გუშინ წარმოადგინა ახალი ლეპტოპი Vostro 3000, რომელიც დაფუძნებულია Sandy Bridge-ზე, გააჩნია დაცვის შესანიშნავი პარამეტრები და ფასითაც საკმაოდ საინტერესოა. Vostro 3000 სერიაში შესულია შემდეგი მოდელები: 13.3-დუიმიანი Vostro 3350, 14-იანი 3450, 15.6-იანი 3550 და 17.3-იანი 3750. ყველა მათგანი დამზადებულია ალუმინისაგან, აღჭურვილია II თაობის Core i3, i5 ან i7 პროცესორით (17.3-დუიმიან ვერსიისათვის ხელმისაწვდომია quad-core ვერსიაც), შეცვლადი გრაფიკით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, HDD და SSD დისკების არჩევანით, HD ვებ-კამერით, USB 3.0 პორტებით, Bluetooth 3.0-ით. აგრეთვე, უკვე დაყენებული აქვთ Skype და SRS Premium Voice Pro პროგრამა, ხოლო ელემენტის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დრო შეადგენს 12 სთ-მდე (ხელმისაწვდომია მათი 6 და 9-უჯრედიანი ოპციები). Vostro 3350, 3450, 3550 და 3750 გაყიდვაში მომავალი კვირიდან გამოჩნდება და მათი ფასები დაიწყება 599, 499, 499 და 549$-დან შესაბამისად. ფერების არჩევანი კი შემდეგნაირია: აბერდინის ვერცხლისფერი, ლუცერნის წითელი და ბრისბანის ბრინჯაო. TC Magazine
  18. კომპანია Foxconn-ი აგრძელებს თავისი სისტემური პლატების გამოშვებას და ამჯერად გვთავაზობს ATX ტიპის პროდუქტს, სახელწოდებით Rattler. ის დაფუძნებულია Intel-ის P67 ჩიპსეტზე და გააჩნია LGA1155 პროცესორების მხარდაჭერა. დაფა გაფორმებულია შავ/წითელ ფერების კომბინაციით, აღჭურვილია პასიური (Cool Pipe) გაგრილებით, 14-ფაზიანი PWM-ით, ოთხი DDR3-2133 მეხსიერების სლოტით, ერთი ATA პორტით, ორი SATA 6.0 Gbps და ოთხი SATA 3.0 Gbps კონექტორით. გარდა ამისა, ორი PCI-Express x16-ით, რომელიც იძლევა CrossFireX კონფიგურაციის საშუალებას. ახალ პროდუქტს ასევე გააჩნია dual Gigabit Ethernet-ი, ორი USB 3.0 გასასვლელი, ორი eSATA, FireWire, 7.1-არხიანი აუდიო, debug LED-ი და ოვერქლოქინგის რამდენიმე ღილაკი. Quantum Force Rattler-ი ხელმისაწვდომი სულ მცირე დროში გახდება. TC Magazine
  19. 'ქალაქური ელეგანტურობა' - ასე შეიძლება ითარგმნოს მანიპულატორ Urban Chic M7800E-ის სახელწოდება, რომელმაც შეავსო კომპანია GIGABYTE-ის ასორტიმენტი. მაუსის ზომები შეადგენს 92 х 55,5 х 36,5 მმ-ს და ის შემოსილია პრიალა არშიების მქონე შავ 'კოსტუმში'. კომპლექტში შესულია მინიატურული მიმღები, რომელიც 'ჩვეულებრივზე 40%-ით მცირე ზომისაა', რითაც ის ადვილად თავსებადი ხდება მობილურ კომპიუტერებთანაც. აღნიშნულ დეტალს გააჩნია USB პორტი, მისი გაბარიტები კი 17,5 х 15 х 6 მმ-ია. კავშირის რადიუსი, შეფერხებების დონის მიხედვით, შეადგენს 6-8 მ-ს. სხვა თავისებურებებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ გადამრთველის არსებობაც, რომელიც იძლევა ლაზერული სენსორის გაფართოების არჩევის საშუალებას - 800 ან 1600 წერტილს/დუიმზე. კვების წყაროს წარმოადგენს AAA ელემენტების წყვილი და მწარმოებლის შეფასებით, მის გამოუცვლელად, მანიპულატორს შეუძლია იმუშაოს ნახევარ წელიწადი.
  20. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Sapphire-ი გამოსაშვებად ამზადებს ვიდეობარათ Radeon HD 6950 FleX Edition-ს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მახასიათებლები, ღირებულებას, როგორც ჩანს, მოგვიანებით შევიტყობთ, ალბათ მისი ოფიციალური ანონსის შემდეგ. პროდუქტი დაფუძნებულია 40 ნმ ტექ.პროცესზე მომუშავე Cayman ბირთვზე და მის კონფიგურაციაში შესულია 2 გბ GDDR5, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი და 1408 უნივერსალური პროცესორი. დამატებითი კვების მიწოდებისათვის, ის აგრეთვე აღჭურვილია ორი 6-პინიანი პორტით. რაც შეეხება გაგრილების სისტემას, ის არასტანდარტული ტიპისაა - 80 მმ-იანი ფენი მოთავსებულია ცენტრში. როგორც რეფერენსული მოდელი, Sapphire Radeon HD 6950 FleX Edition-იც მიიღებს ორ DVI გასასვლელს, ამდენივე Mini DisplayPort 1.2-სა და ერთ HDMI 1.4a-ს. სურვილისამებრ, შესაძლებელია ბარათის გაერთიანება - იგივე სერიის სამ პროდუქტთან ერთად, CrossFireX ტექნოლოგიით. ცნობები სიხშირეების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. TechPowerUP!
  21. ხო, გაგრილება მართლაც კარგი უნდა ჰქონდეს, გასასვლელებს რაც შეეხება, აქვს dual-DVI და mini HDMI პორტი
  22. როგორც იცით, Bulldozer-ების შიფინგის დაწყება 20 ივნისისათვის იყო დაგეგმილი, ახლა კი DonanimHaber-ი ასახელებს 11 ივნისს. AMD-ეს მე-9 სერიის დედადაფები გამოვა მაისში, ამ დროისთვის კი, წესით, FX უკვე ოფიციალურად უნდა იყოს დაანონსებული და დათარიღებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 11 ივნისი შაბათია, ცოტა არ იყოს უცნაური იქნება ასეთი პროცესორის გამოსვლა ამ დღეს. წინა თარიღი უფრო ახლოსაა რეალობასთან. მიუხედავად ამისა, AMD-ს ოფიციალური ტაიმლაინი ისევ ამ წლის II კვარტალი რჩება და თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, FX სერიას ზაფხულის პირველ თვეში ვნახავთ.
  23. წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, დაიწყო 24-დუიმიანი BenQ EW2430 მონიტორის შიფინგი და რამდენიმე დღეში ის ევროპაშიც გამოჩნდება. მას გააჩნია VA (Vertical Alignment) პანელი, LED-ბექლაიტი, ალუმინის სწორი სადგამი და გაფორმებულია შავ ფერში. ხედვის კუთხე 178/178 გრადუსია, რეზოლუცია შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, სტატიკური კონსტრასტის მაჩვენებელი 3,000:1-ზე, დინამიურის კი - 20,000,000:1-ზე. აღჭურვილია 3W სპიკერებით, D-Sub, DVI და HDMI, ასევე ოთხი USB პორტითა და გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგია Senseye 3-ით (ექვსი წინასწარ დაყოფილი რეჟიმით). მწარმოებლის თქმით, მონიტორის ფასი 279 ევრო იქნება, თუმცა ამ მომენტისათვის არსებულ ლისტინგებში ის უკვე შეინიშნება (პრე-ორდერით) და ღირს 237€. TC Magazine
  24. სხვა მწარმოებლებთან ერთად, რასაკვირველია Sparkle-მაც წარმოადგინა GeForce GTX 550 Ti ბარათის თავისი ვერსია, რომელიც აღჭურვილია მის მიერ წარმოებული გაგრილების სისტემით, თუმცა ქარხნული სიხშირეებით. ბარათი დაფუძნებულია NVIDIA-ს 40-ნმ GPU GF116-ზე და გათვლილია, რომ დაიკავოს GeForce GTS 450-ის პოზიცია, რომელთან შედარებითაც, ის 28%-ით უკეთესია წარმადობის მხრივ, რეფერენსულ მაჩვენებლებზეც კი. მისი ბირთვი მუშაობს 900 მჰზ-ზე, ხოლო მეხსიერება კი 4100 მჰზ-ზე. მწარმოებლის თქმით, ეს ბარათი, პერფორმანს/გამოყენებულ სიმძლავრის შეფარდებით, სჯობს თავის წინამორბედს 20%-ით. თუმცა, მაქსიმალური სიხშირეების მიღების მოყვარულები, სურვილისამებრ, ისარგებლებენ ამ პროდუქტის ოვერქლოქინგის პოტენციალითაც - ასე ირწმუნება პრეს-რელიზის შემდგენელი. კომპანიის შეფასებით, ბირთვის მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება 1 გჰზ-მდე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ბარათი, რომელსაც გააჩნია DirectX 11, NVIDIA 3D Vision, PhysX და SLI ტექნოლოგიების მხარდაჭერა, გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი - ფასი/შესაძლებლობების მხრივ. პროდუქტი აღჭურვილია 1 გბ GDDR5-ით, საფირმო იისფერი პლასტიკური ორი ცალი DVI-თა და mini HDMI გასასვლელით. IXBT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.