მოგესალმებით,
მოკლედ, ამასწინათ Seasonic S12 Energy Plus SS-550HT დავითრიე 80 ლარად და მაგარი გახარებული ვიყავი, მაგრამ სახლში აღმოვაჩინე, რომ pci-e 6 პინიანი კაბელები არ აქვს, არათუ 8 პინიანები. მოკლედ, ცოტა მოვიძიე ინტერნეტში და აღმოვაჩინე, რომ ჩემი კვება საცალო გაყიდვებისთვის გამიზნული ხაზისგან განსხვავებული ყოფილა და კონექტორების რაოდენობა აქვს შემცირებული, სხვა ყველაფერი იგივე აქვს.
ჩემსას აქვს მხოლოდ 3 სატა, 3 მოლექსი, რომლებიც ერთ კაბელზეა და მერე იყოფა, 1 ცალი 4 პინიანი და 1 ცალი 24 პინიანი კონექტორი.
მოკლედ, ვიდეო ადაპტორით მოლექსზე დავაერთე. ეხლა ტილიანი ჰდ4850 მაქვს და პრობლემა არაა, მაგრამ მომავალში ჰდ4890 რომ ვიყიდო, რომელიც 275 ვატს მოიხმარს დატვირთულზე, გაუძლებს მოლექსის კაბელი ამხელა დატვირთვას? ან საერთოდ, მიეწოდება მაგ კაბელს საკმარისი კვება? (ძირითადი ხაზის კვებები უპრობლემოდ ამუშავებენ, მაგრამ იმათ 2 ცალი 6 პინიანი სატას კონექტორიც აქვთ ცალკე ხაზით, რა უჭირთ. )
ჩემს კვებას +12V1@18A,+12V2@18A,+12V3@18A,+12V4@18A აქვს და სად მიდის ეხლა ეს ხაზები როგორ გავიგო?
რო მივუბრუნო არ მინდა, იმიტორო ხარჯია და თან სანამ ახალი კვება ჩამომივა 2 კვირა კომპიუტერის გარეშე უნდა ვიყო და თუ ეს არსებითი პრობლემა არაა დავიტოვებ.