-
Posts
5943 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
60
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
გაწმინდე კეშები ბრაუზერსი და სცადე აბა ხელახლა გატესტვა. გავთიშე ლინკებად გადაქცევის სერვისი და თუ მაგის ბრალია, გამოჩნდება.
-
იკა, მაგას ვამბობ ზუსტად, რომ კამათი მისაღებია სავსებით და მაგიტომაც დავწერე რომ ეგეთ რამეზე ვორნი ისეთი პონტია. უბრალოდ, ერთმანეთის შეურაცხყოფაში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი, თორემ ფორუმია და იქნება და უნდა იყოს კიდევაც კამათი, აბა რა არ მინახავს რა წაიშალა სამწუხაროდ, მომავალში წაშლის მაგივრად ვთხოვ მოდერებს რომ დამალონ მაგალითად პოსტები, მეც რომ ვნახო ხოლმე. ახლა გადმოცემით ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად არა ვინდოუსის აქტივაციას რაც შეეხება, მისაღებია MS-ისთვის აქტივაციის დღევანდელი მოდელები თუნდაც იმის გამო, რომ რიგით იუზერს მაგის გამო, მაინც ვინდოუსი უყენია, შეიძლება გატეხილი, მაგრამ ვინდი აქვს და არა ლინუქსი. ეგეც +ია მს-ისთვის, რა თქმა უნდა.
-
რომელ ბრაუზერში? Edge-ში ვამოწმებ და არ გადადის კურსორი თავში. მაგ სიტყვებს რომ ლინკებად აქცევს, ნორმალურია, viglink-ის მონეტიზაციის სკრიპტი მუშაობს
-
სირცხვილია რა მაგაზე დავორნვაც თორემ კი. თან უცხოებიც ხომ არ ვართ ერთმანეთის არა, 9-ჯერ რომ წაშლის მოდერი ამ ტიპის პოსტებს, ე.ი. მიუღებელია ფორუმისთვის და მე-10-დ აღარ უნდა დასჭირდეს. არასდროს მინდა ხოლმე ვორნების და ბანების გამოყენება, ყოველთვის ვცდილობ რომ გაგებით მოვეკიდო ორივე მხარეს და საპასუხოდაც იგივეს ველი ხოლმე
-
მეგობრებო, სასაცილოა უბრალოდ სპაინგზე ლაპარაკი. დატა კოლექშენის უფლება, რომელსაც რომ გეზარებათ ინსტალაციისას და Express Settings-ს აჭერთ და სპაინგი ძალიან განსხვავებული რამეებია თუ არ გინდათ, რომ რაიმეს აგზავნიდეს თქვენი კომპი, Custom აირჩიეთ ინსტალაციისას და CEIP-ები და დატა კოლექშენები გათიშეთ. IP-ების რაოდენობა, რომელსაც კომპი უკავშირდება, ასევე ყოველგვარ ლოგიკას და პროფესიონალიზმს მოკლებულია. დღეს დიდი ზომის დატა აღარ ვრცელდება 1 და 2 კონკრეტული სერვერიდან, CDN-ები, ლოად ბალანსერები გამოიყენება და IP-ები მუდმივად ცვალებადია, თავისთავად. ფორბსის მხრიდან კიდევ, იმ იდიოტური სტატიის დადება უბრალოდ არაპროფესიონალურია, როცა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე რომელიღაც ფორუმზე რომელიღაც იუზერის პოსტზე დაყრდნობით ასეთ რამეს აცხობს. დიდი თხოვნა მექნება, რომ დიალოგი ამ და სხვა საკითხებზე კონსტრუქციული იყოს და შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე წარიმართოს - არც ვინდოუს იუზერს აქვს უფლება დასცინოს ლინუქს იუზერს და არც პირიქით. არჩევანის უფლება და საშუალება ყველა ადამიანს აქვს, ასე რომ, პატივი ეცით სხვის არჩევანს.
-
რომელ საიბერგეითს გულისხმობ, ტროიანს?
-
2015 წლის ნოემბერში Microsoft-მა გაუშვა Visual Studio Dev Essentials პროგრამა დეველოპერების დასახმარებლად, რათა მათ უფასოდ ჰქონოდათ საშუალება დაეწყოთ აპლიკაციების დელოპმენტი ნებისმიერ პლატფორმაზე. ამ პროგრამაში შედის როგორც სხვადასხვა პროგრამები და ხელსაწყოები, ასევე ტრენინგ პროგრამებიც, ისეთები როგორიცაა Pluralsight და Wintellect (6 და 3 თვიანი საბსქრიფშენები). რაც მთავარია, ამ პროექტში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა! სულ რამდენიმე დღის წინ პროგრამას კიდევ 3 მშვენიერი სერვისი დაემატა: 1) 300$ Azure ღრუბელში 1 წლის მანძილზე, ანუ თვეში 25$; 2) Xamarin University Access - iOS, Android და Windows Mobile აპლიკაციების დეველოპმენტის დასაწყებად საჭირო ტრენინგები და ხელსაწყოები; 3) Microsoft R Server Developer Edition მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლით.
- 1 reply
-
- 5
-
-
ბენჩმარკების თემასაც ჩავუჯდები და ამ სტრიმზეც ქასტომის გაკეთება შეიძლება მგონი, ყველასთვის რომ იყოს, ვნახავ მაგასაც.
-
USB Type-C რომ ახალი და მშვენიერი სტანდარტია, ყველამ ვიცით. ბევრ ახალ ლეპტოპზე, სმარტფონზე და კომპიუტერზე უკვე ხშირად გვხვდება ამ ტიპის პორტებიც. სტანდარტს მხარს უჭერენ და თავიან პროდუქტებში იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Google, Apple, Intel... პარალელურად, თავისთავად, გამოდის უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის კაბელი. პრობლემაც სწორედ აქაა. იმის გამო, რომ USB Type-C შექცევადი (Reversible) კაბელია და მისი გამოყენება შეიძლება ერთი მოწყობილობიდან მეორეს დასატენად ან პირიქით, საჭიროა, კაბელი ხარისხიანად იყოს დამზადებული, ხარისხიანი კომპონენტებითა და დენის ძალის რეგულატორებით. როგორც ჩანს, იაფფასიან კაბელებში ბევრი მწარმოებელი თანხას ზოგავს და იყენებს უხარისხო კომპონენტებს - შედეგად კაბელი დასაშვებზე მეტ დენს ატარებს, რაც ცუდ შემთხვევებში პორტების, ხოლო უარეს შემთხვევაში მთლიანად მოწყობილობის დაზიანებას იწვევს (Verge-ის ჟურნალისტს მაკბუქის პორტები დაეწვა, გუგლის ინჟინერს კი Pixel-C). ეს პრობლემა ამხელა მასშტაბით პირველად გუგლის ინჟინერმა ბენსონ ლოინგმა (Benson Leung) აღმოაჩინა და გადაწყვიტა საზოგადოებას დახმარებოდა - მან დაიწყო ამაზონზე კაბელების ყიდვა, გატესტვა და რევიუების წერა. მარტივი გამოსავალი იდეაში არის ის, რომ არ ვიყიდოთ იაფფასიანი და არაბრენდირებული კაბელები, თუმცა მთლად უსაფრთხო ეს მიდგომაც არაა. საუკეთესო გზა კი ესაა: 1) ეს არის ბენსონის პროფილი amazon.com-ზე, სადაც რევიუების ნახვაც შეგიძლიათ. 2) Reddit-ის წევრებმა შექმნეს სპეციალური ფაილი, სადაც ერთად ათავსებენ გატესტილ კაბელებს, თავისი რევიუთი და ლინკებით. 3) საიტი http://www.usbtypeccompliant.com/ სადაც თავმოყრილია ხარისხიანი კაბელები, თავისი ლინკებით რევიუებზე. გარდა ამისა, არსებობს USB კონსორციუმის სერტიფიკაციის პროგრამაც, თუმცა ონლაინ მაღაზიების აღწერებში ვერსად შეხვდებით გატესტილი კაბელის სერტიფიკაციის ლოგოტიპებს, ასე რომ, ეს გზა სანდო არაა. მოკლედ, ფრთხილად იყავით USB Type-C კაბელების შეძენისას და ყოველთვის გადაამოწმეთ მისი სანდოობა. წყარო: theverge.com
- 1 reply
-
- 9
-
-
Microsoft Lumia - სიახლეები
Power_VANO replied to Barca's topic in Windows Mobile/Phone, Windows on ARM
არ მუშაობს 4G-ზე, 3.5G მუშაობს რეალურად. გადმოწერე AIDA64 სთორიდან და ნახე რა სიხშირეზე დგას. LTE ამერიკული ბენდები აქვს მარტო სამწუხაროდ. -
ბიოსში უნდა ნახო თუ არის ე.წ. Multi-GPU Support პარამეტრი. მაგის ჩართვისას ირთვება როგორც ინტეგრირებული, ისე დისკრეტული ადაპტერი და ორივს პორტების გამოყენება შეგიძლია.
-
BizSpark-ის შესახებ ბევრმა არ იცის, არადა ის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია Microsoft-ის ეკოსისტემაში. BizSpark - ესაა სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისადმი მიმართული პროექტი, რაც გულისხმობს გარკვეული ვადით სტარტაპებისათვის პროგრამების, სერვისების, ტექნიკური დახმარებისა და Azure ღრუბლის გამოყენების შესაძლებლობას გარკვეული ლიმიტების ფარგლებში. წარმატებული სტარტაპებისთვის მაიკროსოფტს დამატებითი ბონუსები აქვს BizSpark Plus და Microsoft Ventures. BizSpark Plus მიმართულია Azure Cloud-ის დიდი დატვირთვით გამოყენებაზე, თვეში 10000$-ის ლიმიტით 1 წლის მანძილზე. Microsoft Ventures კი წარმატებული სტარტაპის საქმიანობასი მაიკროსოფტის უშუალო დახმარებასა და ჩართულობას გულისხმობს. ჯერ სტანდარტული BizSpark-ით დავიწყოთ. პროექტის მოკლე აღწერა ასეთია: როგორც ხედავთ, BizSpark საშუალებას გვაძლევს 3 წლის ვადით გამოვიყენოთ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, Azure ღრუბელი და მივიღოთ ტექნიკური დახმარებაც. აგრეთვე, 3 წლის გასვლის შემდეგ შეგვიძლია გადმოწერილი პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარება უფასოდ განვაგრძოთ. BizSpark-ის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია Azure ღრუბლის კომპონენტი, რაც მოიცავს 3 წლის მანძილზე, თვეში 150$-იან ლიმიტს 5 ექაუნთზე, ანუ თვეში 750$-ს. იმის გათვალისწინებით, რომ BizSpark-ის მონაწილეებისთვის Azure-ის სერვისებზე კიდევ დამატებითი ფასდაკლება მოქმედებს, თვეში 750$-იანი ლიმიტი ძალიან კარგი რამეა. გარდა Azure-ისა, BizSpark-ის ფარგლებში ვიღებთ MSDN Subscription-ს პროგრამული უზრუნველყოფის შეუზღუდავად გადმოწერის უფლებით, ყოველთვიურ MSDN Magazine-ს (ჟურნალი დეველოპერებისთვის), სპეციალურ სასწავლო ვიდეო გაკვეთილებს Microsoft-ის პროდუქტების შესახებ და ა.შ. თუმცა სერვისის მისაღებად გარკვეულ პირობებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ: სტარტაპის ასაკი არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი, მფლობელი უნდა იყოს ფიზიკური პირი და შოულობდეს წელიწადში 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რეგისტრირებული სტარტაპების ვალიდაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს Microsoft Georgia-ს ოფისი. + მოთხოვნები ქართული სტარტაპებისთვის უფრო რბილიცაა და ვალიდაცია ადვილად ხდება, რადგან ლოკალური ოფისისგან ხელშეწყობა არსებობს. ყოველ შემთხვევაში, თუ ვალიდაცია არ გაგატარეს, დამიკავშირდით, გიშუამდგომლებთ MS Georgia-სთან და ხელახლა რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ რაიმე წესი არ ირღვევა, დაგიდასტურებენ ექაუნთს. ესეც BizSpark-ის საპრეზენტაციო ვიდეო: ეს კი Microsoft BizSpark-ის ოფიციალური Youtube არხია, სადაც შეგიძლიათ წარმატებული სტარტაპების ისტორიებს გადახედოთ: https://www.youtube.com/user/MicrosoftBizSpark/videos როგორც ხედავთ, ბრწყინვალე სერვისია უამრავი ბენეფიტით. ყველას, ვისაც რაიმე სტარტაპი ან პატარა კომპანია გაქვთ, რეკომენდაციას გიწევთ BizSpark-ის გამოყენებაზე.
-
ჰო, მშვენიერია ახლა ნამდვილად. ერთადერთი დამრჩა ფეისბუქზე გაშეარების პრობლემის მოგვარდება. FB აპი ლინკებს აფუჭებს თუ Friendly URL-ები არაა ჩართული. ვცდილობ ეგ მოვაგვარო ახლა. ეგეც თუ გავასწორე, მორჩება ყველა პრობლემა საბოლოოდ.
-
2-3 წუთით პრობლემები იყო ახლა, მე ვცვლიდი სეტინგებს, მოგვარდა ახლა
-
სულ 1027 ჩართვა-გამორთვა (on + off) სულ 5650 საათი (235 დღე) ჩართული მუშაობა (on) სულ ჩაწერილია 8 TB საშუალო 7,9 GB/day ორი Samsung 840 EVO 250 GB მაქვს RAID-0-ში მე.
-
მშვენიერია, ძალიან მიხარია რომ კარგი შედეგი მივიღეთ.
-
მშვენიერია, ე.ი. ცხოვრების 2 საათი უქმად არ დამიკარგავს. დაპოსტვის სიჩქარეც უკეთესია აშკარად.
-
მოვრჩი მუშაობას, მგონი უკეთესია განსაკუთრებით დაპოსტვის სიჩქარე.
-
დღეს 12-ზე გავთიშავ კიდევ ცოტა ხნით ფორუმს, დატაბეიზიც უნდა დავტვიკო და მგონი რომ კიდევ უფრო ჩქარი იქნება ყველაფერი
-
მე ვმუშაობდი ღამე, დავფიქსე რაღაც-რაღაცები, მაგიტომ იყო გათიშული რაღაც პერიოდი.
-
მინორ ვერსიაზე განვახლდით. მე მგონი ყველაფერი ოკ არის Win 10 Mobile-ზე გადავამოწმე ახლა, Edge-ით და ყველაფერი ოკ. რა ბრაუზერს იყენებ, რომელ ვერსიაზე?
-
გერმანულმა კომპანია Alpenföhn-მა გამოუშვა გიგანტური ქულერი, სახელად Olymp, რომლის წონაც 1.2 კგ-ია ვენტილატორების გარეშე და ამავდროულად შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს, რომლების ენერგომოხმარებაც (TDP) 340 ვატს მიაღწევს (რაც მიღწევადია თავისუფლად ოვერქლოქინგის დროს თანამედროვე მრავალბირთვიან პროცებზე). ეს მშვენიერება დამზადებულია მონიკელებული ალუმინისგან, თუმცა კონსქტუქციაში ასევე გამოყენებულია მონიკელებული სპილენძის სითბური მილაკები და ასევე მონიკელებული სპილენძის ძირი. დიდი წონისა და ზომების (165x151x150 მმ) გამო, ქულერს სპეციალური სამაგრები მოყვება და, რა თქმა უნდა, ყველა სისტემაში მისი ჩატევა ვერ მოხერხდება. Olymp-ს კომპლექტში მოყვება 2 ცალი 140 მმ-იანი WingBoost ფენი და სამაგრები. ქულერი თავსებადია აბსოლუტურად ყველა თანამედროვე პლატფორმასთან - Intel LGA115x, LGA2011 და LGA775 + AMD AM2/AM3 და FM1. Alpenföhn Olymp რეალურად კონკურენციას ტოპ კლასის ქულერებს უწევს, როგორც ჰაერის, ასევე წყლის გაგრილების ტიპისებს. შედარებისთვის, Thermalright SilverArrow Extreme-ს მწარმოებელი 320 ვატიანი TDP-ს მქონე ჩიპების გაგრილებისთვის აძლევს რეკომენდაციას. Alpenföhn Olymp-ის ფასი 79.9 ევროა და ხელმისაწვდომია ევროპულ მაღაზიებში. წყარო: anandtech.com
