Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. ყველაფერი ეგ რეალურია თუ გაგიმართლებს, კარგად გათვლი და ა.ა.შ ვაჭრობას რაც შეეხება, მაგითაც შოულობს ხალხი ფულს, მაგრამ სტატისტიკურად მოვაჭრეების 3%-ს უმართლებს მხოლოდ, ანუ მაგასაც ბევრი ცოდნა, ანალიზი და შრომა სჭირდება. როგორც ჩვეულებრივ ვალუტებზე ვაჭრობენ, ისევეა აქაც. მთელი დღე კურსებს უნდა იყურო და აანალიზო
  2. ეგ უფასო ელ-ენერგიის მფლობელებისთვისაა. 1000 ვატზე აქვს 4 ტერაჰეში. ჩვენი სამომხმარებლო ტარიფის პირობებში დენის ხარჯსაც ვერ ამოიღებს. მოიცა კაცო, რას ერჩი. ქარხნულად კაი რაზგონზე ყოფილა მაგისი ოპერები. 9428 მეგაჰერცია ახლა რაზეც დგას ეგ. მაქსიმუმი რასაც 1060/1070-ები დებენ 10000 მჰც-ია, ქარხნულად ჩაკეტილია ოვერქლოქი მაგის მერე, აორუსებს ღია აქვს? 2500+ მჰც-ზე დგება ოპერატიული? სამსუნგი, მიკრონი, ჰაინიქსი... ბოლია ეგ ყველაფერი. საშუალო სტატისტიკურად კი, სამსუნგები უკეთ ადის მაღალ სიხშირეზე, მაგრამ გააჩნია რამდენად კარგი ჩიპია. სამსუნგები მინახავს რომ +500-ს ვერ სცდება და პირადად მაქვს მე მიკრონებზე 1070-ები, რომლებიც +1000-ს დებენ მემორიზე. უბრალოდ, ზოტაკის AMP-ებია და კარგი ნარჩევი ჩიპებია მაგათში.
  3. ASIC-ზე ასეთი სიტუაციაა - როცა ახალ ალგორითმზე გამოდის ASIC, მაგალითად D3 რომ გამოვიდა X11 ალგორითმისთვის, ან A3 რომ გამოვიდა Blake2b-სთვის, მაშინ საშინელებები ხდება. პირველ ბეტჩებსაც კი უჭირთ თავისი თავის ამოღება, რადგან ეისიკების დიდი რაოდენობით ჩართვა იწვევს ქსელის სირთულის და ჰეშრეიტის უდიდეს გაზრდას, შესაბამისად, გამომუშავება მცირდება ყველასთვის. დ3-ც და ა3-იც პირველი გათვლებით წერდა 300-400$-ს დღეში, ჩამოსვლის პირველივე დღიდან კი მათი მოგება მცირდებოდა ყოველდღე 10-ეულობით $-ით. საბოლოოდ, დ3 ჩამოვიდა 3-4$-ზე და თავისივე დენის ხარჯის ამოღებაც კი უჭირდა, ა3-იც ეგრე იქნება აუცილებლად. რაც შეეხება ბიტკოინის მაინერებს, ამ შემთხვევაში ბიტკოინის ქსელი უზარმაზარია და ახალი მაინერების გამოსვლას არ აქვს ძალიან რადიკალური გავლენა სირთულესა და გამომუშავებაზე. მაგალითად, S9 უკვე წელიწადნახევრის პროდუქტია და კიდევ მომგებიანია. როცა აიწევს ბიტკოინის კურსი, ისევ საკმაოდ მომგებიანი იქნება. ბიტკოინის მაინინგის შემთხვევაში უფრო კურსზე ვართ დამოკიდებული ამიტომ. + მეორე საკითხიცაა, კონფიგურაციის სირთულე. აისიკს არაფერი არ უნდა, იყიდე, ჩამოიტანე, კაბელი შეურჭე, პულის ინფო გაწერე, მზადაა - ფულს წერს. ანუ დამწყებებისთვის უფრო ადვილია. ვიდეო დაფებს კი მეტი სქილი სჭირდება. სისტემაც უნდა დააყენო, საჭირო მაინინგ სოფტები გამართო, მაქსიმუმის გამოსაწურად ოვერქლოქინგია საჭირო, AMD-ზე ბიოს მოდინგები და ა.შ. სამაგიეროდ, ვიდეო დაფების დიდი პლიუსია ბევრი ალტერნატივა. ერთი ქოინი ვერ გამოიმუშავებს, მეორეზე გადართავ, მესამეზე და ა.შ. ოხრად ალგორითმებს ითვლის GPU-ები. უბრალოდ, მინუსი ისაა, რომ ცოტა მეტი ინვესტიცია უნდა ASIC-თან შედარებით, ღირებულების ამბავში და ცოტა მეტი სქილი იუზერისგან. დანარჩენი პლიუსებია. + ჰარდს იყენებ გეიმინგისთვისაც უპრობლემოდ და მერე გაყიდვადიცაა გაყიდვა რომ მოგინდეს. ძველ ეისიკს კი არავინ იყიდის. იაფი/უფასო ელ. ენერგია გინდა მერე რომ ძველი ეისიკები ისევ მომგებიანი იყოს და რამეში გამოიყენო.
  4. არ ჩანს სურათი, პატარაა. ჰეშრეიტი აკლდება?
  5. კი, შესაძლებელია. როგორც ბიტკოინს ყიდულობ, ისევე, აუქციონის სტილში, Trade განყოფილებაში.
  6. აუცილებლად მოიმატებს, მინუსში არ გაყიდოთ ქოინები სუსტების გაფილტვრის დროა ახლა
  7. მაინინგში დამოუკიდებლობა აუცილებელია. ჩვენ აგიხსნით, შენ შენით დათვალე რაც გიწერია, სწორად გიწერია, ზემოთ ვიდეო ბარათების რაოდენობას წერ, შემდეგ კი ქვემოთ ის ალგორითმები გამოდის რაც მაგ ბარათს შეუძლია რომ ამაინინგოს. მიაჭერ მერე კალკულატორს და დაგითვლის გამომუშავებას თითოეულ კოინზე. თუმცა, crypto-coinz-ზე ბევრი ახალი კოინია და უმეტესობა ფასში ძალიან არასტაბილურია. უფრო დიდი და სტაბილური კოინები whattomine.com-ზეა, იქაც ზუსტად იდენტური პრინციპითაა დათვლა.
  8. უპაროლო კი არა, პაროლიან რუთზეც უპაროლოდ შედიოდი :დ ჩემი თანამშრომლის მაკზე ვცადეთ, ბოლო აფდეითები ჰქონდა და იმუშავა უპრობლემოდ
  9. კვება ეყოფა. გამომუშავება ნახე whattomine.com-ზე.
  10. ამაზონზე ჯერ არაა ბიტკოინი მაგრამ newegg-ზეა და ჯამში ესე 15-20$-ით მეტი გამოგდის საკომისიოებიანად გადახდილი. იმ ფონზე, რომ ქართული ბარათებით უმეტესად ვერ ვყიდულობთ ნიუეგიდან, კაი ალტერნატივაა.
  11. კი, აუცილებელია ეგ, მაგრამ უკანაც გადმოიტან. ერთჯერადად ჩარიცხვაა საჭირო. ვ2 მარტო NVIDIA-ზე მუშაობს და მანუალ კონტროლები არ აქვს. v1-ს მანუალ მოუდები აქვს სეტინგებში ბევრი და AMD-ს მხარდაჭერაც აქვს. კი, ეგრეა და ზოგ ალტკოინზე მართლა მაგდენს წერს. უბრალოდ, არასტაბილურებია ეგ ალტკოინები, უმეტესობა და იშოვნე-გაყიდე რეჟიმში უნდა იყო და თავისთავად სულ მაგის ყურებაში უნდა იყო
  12. 1 ქულერიანი და მინი ბარათები მაინინგისთვის ნაკლებად ვარგა, ვერ იჭერენ იმხელა ოვერქლოქს, რასაც სრული ზომის ბარათები, საკმარისი გაგრილების შესაძლებლობების არქონის გამო. თუმცა იაფად თუ იშოვება, რატომაც არა. ნწუ. 1080 ეთერეუმს ვერ ამაინინგებს კარგად, დაბალი ჰეშრეიტი აქვს. + ფასი/დენის მოხმარება/ჰეშრეიტი 1070-ზე უარესი აქვს. ამწუთას საუკეთესოები NVIDIA-დან არის 1060 6 გბ, 1070, 1070 ti. ანდერგრაუნდში, ჰესებთან და ა.შ. ზოგადად ევროპაში ბევრი მაინინგ ფერმები არაა. უფრო ჩრდილოეთშია, ირლანდია, ნორვეგია და ა.შ. სადაც გაგრილებაზე მაინც აკეთებენ ეკონომიას. nowinstock.net Ethereum-ისკენ უფრო ეფექტური იქნება. კურსი რაც მეტი მით უკეთესი. რაც უფრო დიდხანს შეინახავ, პოტენციურად უფრო მეტად აიწევს ოფიციალური მონაცემებია ეგ მხოლოდ და მაგიტომ. ის 60 მეგავატი რასაც საქართველოზე წერენ არის მხოლოდ ბიტფიურის დატაცენტრი. და მაგის გარდა 1-2-3-4-5 მეგავატიანი მაინინგ ცენტრები იმდენია საქართველოში და პატარ-პატარები კიდევ რომ ესე 200 მეგავატამდე მოიხმარს მარტო მაინინგი ჩვენთან უპრობლემოდ. სხვა ქვეყნები კიდევ ოფიციალურად არ აქვეყნებენ მონაცემებს ბევრი + კერძო პირები ჩვენთან ამდენი ამაინინგებს და იქ წარმოიდგინეთ რამდენია. რუსეთში და აშშ-ში უამრავი ამაინინგებს, ჩრდილოეთის ქვეყნებში საერთოდ. უბრალოდ ეს სტატისტიკები ოფიციალური მონაცემებია მხოლოდ და არაოფიციალური მონაცემები გაცილებით მასშტაბურია ჩვენთანაც და სხვაგან ხო მით უმეტეს. whattomine.com 3 დღის ფარგლებში უნდა გადმორიცხვის მომენტიდან თანხის საბოლოოდ ბარათზე ასახვამდე დრო. თან სექს.იო-ზე ბიტკოინის და სხვა ვალუტების კურსები დოლართან / ევროსთან მიმართებაში ყოველთვის უფრო მეტია ხოლმე ვიდრე სტანდარტული საშუალო საბაზრო ფასი, ამიტომ გაქეშებისას მოგებაში ხარ ყოველთვის. და მანდ შემთხვევით არ შეცდე და Buy/Sell განყოფილებაში არ გაყიდო, Trade-ში გაყიდე, ბირჟის ფუნქციონალში.
  13. არა, რას ამბობ, 120 ვატიანი კარტაა ტდპ-თი 1060. ეთერეუმზე 90 ვატს ქვემოთ წვავს, ექვიჰეშ კოინებზე 100-120 ვატი მაქს. ფასს გააჩნია 1050 ti ვს 1060 6 გბ. ეთერეუმზე მინიმუმ 22-ს უნდა დებდეს, +1000 მემორიზე 26-მდე ადის. ზეკზე 300-320 სოლი.
  14. დაიცადეთ თებერვლის შუამდე, სტოკი უნდა გამოჩნდეს წესით და ფასებმა დაიწიონ ცოტა. ახლა უაზროდ გაძვირებულია ყველაფერი.
  15. @George ჩვენთან, სხვათა შორის, ხელზე გადაცვლა-განაღდების პრაქტიკა შემოვიდა ამ ბოლო დროს. ხელზე ცვლიან კრიპტოს ქეშში ხშირად.
  16. ჰეშრეიტი თუ არ გეცვლება, არ არის კავშირში. ასევე, შეარების რაოდენობა არაფერს არ ნიშნავს. კონკრეტულ შეარს კონკრეტული სირთულე აქვს. შეიძლება 5 შეარი ამოხსნა დიდი სირთულის და ზომის და მეტი კრიპტოვალუტა მიიღო ამისთვის, ვიდრე ამოხსნა 100 შეარი, მაგრამ პატარა ზომის და მარტივები.
  17. ვიდეო ბარათებზე დაელოდე თებერვლის შუა რიცხვებს, სტოკების შევსების მოლოდინია მაგ დროისთვის. თანხა ბევრი არაა, მაგრამ რამდენიმე ვიდეო ბარათს იყიდით. და წილი აიღე გამომუშავებული კრიპტოვალუტიდან, 10% არის კარგი, ჩემი აზრით.
  18. ან პაუერ ლიმიტი, ან ზედმეტი მემორი ქლოქი. გააკეთე ასე: პაუერ ლიმიტი დააყენე 100%-ზე, ქორ ქლოქი - 400. მემორი 650. ამაზე გაქვს ისედაც სტაბილური შედეგი. მერე დაიწყე მემორი ქლოქის მომატება 20-25 მეგაჰერცით. მოუმატებ, გაუშვი მაინერი, გატესტე. მოუმატებ, კიდევ გაუშვი, გატესტე. ტესტი 30 წუთის განმავლობაში გაუშვი ხოლმე. არასტაბილური ოვერქლოქი რამდენიმენაირად გამოიხატება: 1) მაინერი ითიშება და სისტემა იქრეშება (ეს ძალიან არასტაბილურია) 2) ინვალიდ შეარები გაქვს ბევრი - ეს შედარებით ნაკლებად არასტაბილურია 3) ჰეშრეიტი იკლებს - მეხსიერების შეცდომების კორექციის გამო ჰეშრეიტი აკლდება და წარმადობა კარტას. როცა იპოვნი მაქსიმალურ სტაბილურ მემორი ქლოქს, მერე დაიწყე პაუერ ლიმიტის შემცირება. ამცირებ იქამდე, სანამ ოვერქლოქი არ გახდება არასტაბილური ან/და ჰეშრეიტი არ დაიწყებს კლებას. კარგ ოვერქლოქს უნდა დრო და მოთმინება nanopool.org-იც ნახე, ეგეც ნორმალური პულია.
  19. რამდენს ტოვებს, ყოველდღე იცვლება და ყოველწუთას ეგ მონაცემი, ამიტომ whattomine.com-ზე ნახე, ASIC-ის განყოფილებაში. და ისე, ყველაზე სტაბილური, გამოცდილი და დროში გამართლებული არის S9.
  20. Stale Shares არის შეარი, რომელიც სხვამ ამოხსნა უკვე, ანუ დაგასწრეს. ეგ ყოველთვის იქნება, ნორმალურია. გპუ ქლოქი შეგიძლია -400 დააყენო, მემორი თუ გაგიშვებს, კიდევ დაამატე და პაუერ ლიმიტი მერე შეამცირე იქამდე, სანამ ჰეშრეიტი დაიწყებს შემცირებას.
  21. ვოლტა არის კიდევაც გაცილებით უკეთესი მაინინგში. ტიტან V გატესტეს და საოცრება ჰეშრეიტებს დებს უმეტესობა ალგორითმებზე შეუძლებელია, რომ კარტა გეიმინგში მაგარი იყოს და მაინინგში 0. Compute ერთ-ერთი უმთავრესია თანამედროვე ვიდეო დაფების, განსაკუთრებით ვეგასი და ვოლტასი და ორივე ძლიერია მაინინგშიც, შესაბამისად, შესაბამის ალგორითმებზე. ვისაც ვიდეო ბარათი გინდათ, ეს საიტი გამოიყენეთ ალერთებისთვის: nowinstock.net იდება ხოლმე ვიდეოები, მაგრამ მალევე ქრება და ეგრევე უნდა იყიდოთ. ძირითადად ჩვენი დროით ღამე იდება, გამთენიისას. ამაზონზე როცა იდება, ნორმალურ ფასშია ხოლმე და ნიუეგზე ძირითადში დაბუსტულ ფარებში ჩნდება უფრო.
  22. ისედაც რითეილერებს ლიმიტები აქვთ, ერთდროულად 2-3 ვიდეოზე მეტს ვერ იყიდით ამაზონზე მაგალითად. ამბობენ, რომ ფიზიკურ რითეილ მაღაზიებშიც კი აქვთ ლიმიტები ზოგან. და ზოგადად რანაირად გაარჩევს ამაზონი ახლა მაინერი ყიდულობს თუ გეიმერი
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.