-
Posts
5956 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
64
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
Bakkt Bitcoin-ის გაშვება შესაძლოა კიდევ გადაიდოს
Power_VANO replied to Magdalena's topic in ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ასეთ ნიუსებზე უკვე ნაკლებად რეაგირებს (რაც კარგია), არაუშავს გადადებასაც. მთავარია გამოყენებითობა, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის მიტანა. შესაბამისად, იმდენად მარტივი უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. ფასს რეალურად და სტაბილურად გამოყენება გაზრდის, ასე მგონია. -
ანუ Certified Refurbished სტატუსი გამოდის, ოფიციალურად. თუმცა, ახლებად გაყიდიან ჩვენთან კია ძალიან გაიაფებული ნამაინინგარი ვიდეო ბარათები და შემოწმება ვინც იცის ასე თუ ისე, დიდი პრობლემაც არაა ნამაინინგარის ყიდვა, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მონობის ქვეშ :დ 1080 Ti ვიყიდე მე მაგალითად 1300 ლარად, თან GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti XTREME Edition, 2-3 თვის ნამაინინგარი და შემდეგ გეიმინგისთვის განკუთვნილი. ფანტასტიურად ამაინინგებს ისევ, გეიმინგისთვისაც მშვენიერია, ოვერქლოქსაც იჭერს და გრილიცაა. მოკლედ, მაინინგი განაჩენი არ არის ვიდეო ბარათისთვის, მთავარია, კარგი ედიშენი იყოს, რომელიც მაინინგის ქვეშ მალე არ ფუჭდება და კარგად შევამოწმოთ. მაგათ სერთიფაიდ რეფარბიშდებს, ახლად რომ შემოგვასაღებენ გაცილებით სჯობს მეორადის ყიდვა. თან ფასები არის ახლა ფანტასტიური
-
Apple აღიარებს, რომ ზოგიერთი ახალი iPad Pro გამრუდებულია
Power_VANO replied to Magdalena's topic in Apple
ისე, სურათზე რაც ჩანს, თუ მართლა მაგ დონეზე გაღუნულ დევაისებს ყიდიან, ნეტა იუზერები როგორ ვერ ამჩნევენ ყიდვისას -
პირველ რიგში სხვის კომპიუტერზე უნდა გატესტო და გაიგებ მონიტორის ბრალია თუ კომპიუტერის.
-
დაინტერესებულები ბევრნი ვართ, მაგრამ ყველას უამრავი საქმე აქვს და ვერავის ვერაფერს დაავალდებულებ. მე ვერ ვუთმობ იმდენ დროს და ენერგიას აქაურობას , რამდენიც მინდა და სხვას რანაირად უნდა მოვთხოვო? + ადამიანის ინტერესი და ყურადღება განსაკუთრებული რამეა და წლების განმავლობაში იცვლება, სხვადასხვა ადგილას მიდის. დღეს ეს ადგილი სოც. ქსელებია და რომ გავსკდე, ვერ შევცვლი ამას. ბუნებრივია, რომ ფორუმზე აქტიურობა და პოსტები ნაკლებია.
-
კი ბატონო, იქაც ვპასუხობთ ყველას თუ რელევანტური კითხვაა და პროვოკაციული და გამომწვევი არაა რაც არსებობს ხელმისაწვდომი დროითი რესურსი, მაქსიმალურად იდება ფეიჯშიც და აქაც.
-
ანუ fb-ზე პოსტი რო ვინემ დააკომეტოს არ მიიღებს პასუხს? ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, არ მიიღებს პასუხს? ფბ-ზე პასუხს ყველა იღებს, თუ ვინმე ფეიჯს ეკითხება რამეს, კომენტარშიც და პირად მესიჯებშიც, მშვენიერი რესპონს რეიტინგი გვაქვს ფეიჯზე სადაც მტაგავთ, აქაც თითქმის ყველგან გპასუხობთ მგონი.
-
უსიცოცხლო იმიტომაა, რომ არავინ ვპოსტავთ შიგნით მაგდას მოვალეობა არის ის, რომ ყოველდღე, მრავალფეროვან ტოპიკებზე 6 ნიუსი/სტატია თარგმნოს, დადოს საიტზე, ფბ ფეიჯზე და სხვა სოც. ქსელებში. ფბ ფეიჯი ძალიან გამოცოცხლდა, ფიდბექიც კარგია. საიტზე ეგეთი კარგი შედეგი არაა, მაგრამ ზოგადი ფონი პოზიტიურია. ყველას არ მოგეწონებათ და ყველას გემოვნებას ვერ მოერგება ჩემი გადაწყვეტილებები, თავისთავად ცხადია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დღეში 0 ტოპიკის გახსნას 6 ტოპიკის გახსნა არ სჯობს, თუნდაც შიგნით არავინ დაპოსტოთ. კონტენტი იქმნება, კონტენტს სერჩ ენჯინები აინდექსებენ და დღეს თუ არა, მომავალში ვინმე იპოვნის, დააინტერესებს, გადმოვა და 100-დან თუ 1 ადამიანი დარეგისტრირდება და ახალი იუზერი გახდება, ბედნიერი ვიქნები შენი აზრია, ნამდვილად, და თხოვნა მექნება, დისკუსიაში ნუ შევალთ ამ საკითხზე. მაგდას თავისი მოვალეობა აქვს, ხელფასს მე ვუხდი, ეგაა და ეგ. მისი ქმედებების განხილვა მისივე მოვალეობების იქით, არ მგონია, რომ სწორია. რაც საიტზე და სოც. ქსელებში ხდება გვერდებზე, არის ექსპერიმენტი, იმისთვის, რომ რამენაირად მკვდარი საიტი, რომელიც სოც. ქსელების გარემოში ბუნებრივად მოკვდა, გამოვაცოცხლო.
-
რას ნიშნავს, შაბლონური? აუცილებელია, რომ ადამიანმა პოსტოს? ზოგი მხოლოდ კითხულობს და არ პოსტავს, ეგრე ისინიც შაბლონურები არიან? მაგდა ნიუსჰანთერი არაა, მაგდა ანაზღაურებას იღებს იმაში, რასაც აკეთებს და თავისი მოვალეობის იქით დაპოსტავს თუ არა, მისი საქმეა. კონტენტ მენეჯერის მოვალეობა არაა პოსტვა ნამდვილად და რაც მისი მოვალეობაა, იმას მშვენივრად ასრულებს - საიტი და ფბ ფეიჯი აქტიურია. კონკრეტული მოვალეობები აქვს და დაპოსტავს თუ არა, მისი პირადი არჩევანია, ჩვენ არ უნდა განვიხილავდეთ ამას. თუ არ პოსტავს, ალბათ მისთვის საინტერესო რაღაცებზე არ ვსაუბრობთ ჩვენ, ეგაა და ეგ ან კიდევ, რამდენი ვპოსტავთ მის გახსნილ თემებში, რამდენი ვაძლევთ ფიდბექს? ტოპიკების უმეტესობაში 1 პოსტიც არაა, მხოლოდ ნახვები. ძალიან გამიხარდება, რომ ყველა პოსტავდეს, ვინც საიტზე შემოდის, მაგრამ არაა ეგრე და ჩვენს მიერ სხვების ქცევის შეფასება და მოქმედებისკენ მოწოდება არასწორად მიმაჩნია.
-
ძალიან საინტერესო ამბებია. ბიტკოინის ჰეშრეიტი და სირთულეც დაეცა ზაფხულის დასაწყისის მაჩვენებლამდე, რადგან ბევრმა გათიშა მაინერები. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ბიტკოინის მაინინგის თვითღირებულებაც დაეცა და ცოტა დაბლა ჩამოსვლაც შესაძლებელი გახდა, ეგეც 3200$
-
ნეტავ ეგეთი "ბოტების" საშუალება იყოს კიდევ, ნიუსებს და სტატიებს რომ თარგმნიდნენ და პოსტავდნენ თავისით
-
რა თქმა უნდა. ამხელა დროპს მეც არ ველოდი, მაგრამ ვნახოთ, ხო, საინტერესოა. მე ლონგ თერმში მჯერა კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის და ამ პერიოდში დავამატე ინვესტიციები, ასე რომ, არ ვდარდობ მაგაზე ძალიან ამ ბეარ რანმა გაფილტრა ხალხი და ეგ ცუდი არაა. + ტექნოლოგიით დაინტერესდა ხალხი. მაინინგის დროსაც, რა მნიშვნელობა აქვს დღეს რა ღირს კრიპტო. როცა ყიდი, ფასს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა გოლდ რაში იყო და გოლდ რაშის დროს ასე ხდება ხოლმე ყოველთვის. აქციების ბირჟების ქრეშის დროსაც ასე არ იყო ესე 10 წლის წინ?
-
რამდენიმე თვის წინ რომ მაინინგ კონფერენცია იყო აქ, იქ ძალიან დიდმა მაინერებმა თქვეს, რომ ერთი ბიტკოინის გამომუშავება 3-4 ცენტიან ელ-ენერგიაზე უჯდებოდათ დაახლოებით 3400-3500$. მას მერე ნეტჰეში და დიფიქალთი გაიზარდა, შემდეგ კი ცოტა დაეცა ისევ. რა თქმა უნდა, მაგაზე იაფადაც აქვს დენი ზოგს, მაგრამ ბაზრის უმეტესი ნაწილი ალბათ მაგ რეინჯში იხდის. შესაბამისად, ბიტკოინი ახლა ღირს ის, რაც ჯდება მისი გამომუშავება, მსოფლიოს უმეტეს ადგილას. ჩემი პირადი აზრია მხოლოდ, მაგრამ, მე მგონია, რომ თვითღირებულებაზე იაფად მაინერმა არ უნდა გაყიდოს, თუ რაიმე ძალიან მძლავრი სპეკულაციური ძალა არ იქნება ჩართული. ფასი როდის მოიმატებს, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ამაზე დაბლა აღარ უნდა დაეცეს. თუმცა, შეიძლება ვცდები კიდევაც
-
ვერ დაპამპა სატოშიმ
-
აჰაა ოკეი, მადლობა! 3500-3600$ ბიტკოინისთვის გამომუშავების თვითღირებულებაა და წესით ე.წ. სავაჭრო floor-ია რა. თვითღირებულებაზე ქვემოთ მაინერმა როგორ უნდა გაყიდოს, არ მესმის.
-
@George გიო, X16R-ზე რომელი სოფტით ამაინინგებ? ამასწინათ გეწერა ახალი სოფტი გამოვიდა უკეთესი ჰეშრეიტითო და ვეღარ ვიპოვნე ის პოსტი. z-enemy არის მგონი ყველაზე კარგი.
-
იმის, ფონზე, რომ ბლოკჩეინის ანალიტიკურმა კომპანიებმა დადეს ინფო - 20000-დან რომ დაეცა, უმეტესად უდიდესმა HODL-ერებმა გაყიდესო, სავსებით შესაძლებელია ეგრე იყოს.
