-
Posts
5956 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
64
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Power_VANO
-
Banking the unbanked და unbanking the banked საქართველოში იმდენად კარგ მდგომარეობაში ვართ საბანკო სერვისების კუთხით, რომ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტები უმნიშვნელოვანესი გადარჩენის წყაროა. მაგალითად, ვენესუელაში, ხალხს ბანკიდან ფული ვერ გამოაქვს. მაღაზიაში ქეშით თუ გადაიხდი, 50%-მდე ფასდაკლებას გიკეთებენ და ა.შ. ვენესუელაში კრიპტოვალუტები ძალიან პოპულარულია ამიტომ. თუმცა ისიც მართალია, რომ იმდენად User Friendly უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. დღეს მსოფლიოს 1%-იც კი არ იყენებს კრიპტოვალუტებს და ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი მასიურ ედოფშენამდე.
-
მე ძალიან მაინტერესებს, როგორ მუშაობს თუნდაც Tesla-ს ავტოპილოტი ჩვენს გზებზე, როცა გზის ნახაზები წყდება ზოგან, ან მანქანები გიჟებივით მოძრაობენ :დ მოსკოვის დემო ნანახი მაქვს და იქ ტარების კულტურა ჩვენნაირია და უმკლავდება მაგას, მაგრამ ნახაზები არ ვიცი, მგონი იქ უკეთესი ნახაზებია
- 1 reply
-
- 1
-
-
ძალიან საინტერესოა როგორი გამოვა ინტელის დისკრეტული GPU. ამდენი წელია ცდილობენ ბაზარზე დაბრუნებას. ინტეგრირებული საკმაოდ კარგი აქვთ უკვე, მაგრამ დისკრეტული ძალიან საინტერესოა.
- 1 reply
-
- 1
-
-
აჰაა, უკრაინით და თურქეთით შემოსაზღვრეს ევროპა :დ მაგრამ ჩვენთან სულ რამდენიმე Tesla დადის ჯერჯერობით და... მაგრამ მეორე მხრივ, სულ 3-4 სუპერჩარჯერის სადგური ეყოფა საქართველოს. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ერთიც კახეთში. დასაწყისისთვის თბილისი და ქუთაისიც გვეყოფა. ან თბილისი და ბათუმი
- 1 reply
-
- 1
-
-
ეგრეა კი, რასაც გიო ამბობს. Core 2-ის დროს ოვერქლოქინგით შედეგს იღებდი და ნეჰალემიდან მოყოლებული უკვე იმხელა სიმძლავრე აქვს პროცესორს, რომ ოვერქლოქინგით დიდად განსაკუთრებულ შედეგს ვერ იღებ. ახალ პროცებში ხომ მით უმეტეს, ისედაც კარგად იბუსტებიან ტურბო მოუდებით. GPU-ებშიც ეგრეა რა, დიდად არც ოვერქლოქდებოდნენ არასდროს GPU-ები და ტოპ მოდელებში ცოტა ოვერქლოქს დიდი არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ აქვს. მეინსტრიმ ოვერქლოქინგი დიდმა წარმადობამ მოკლა და ტურბო და ბუსტ მოუდებმა, რითაც ისედაც ლიმიტთან ახლოს მუშაობენ ტოპ სიხშირის მოდელები.
-
უამრავი სმარტფონია უკვე ბაზარზე და უმეტესობა, რომელსაც დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, დიდხანს გაგიძლებს. განსაკუთრებით ე.წ. Plus ზომის ტელეფონები, 5.5-6.0 დუიმიანები. ყველაზე კარგია, შენი რჩეული მოდელები ნახო https://www.gsmarena.com/ ზე, სპეციფიკაციებში ყველას, რომელიც გატესტილი აქვთ, უწერია, რამდენ ხანს ძლებს ბატარეა სხვადასხვა რეჟიმებში.
-
ბიომეტრიული სისტემების უმეტესობას დღეს ტეხავენ. FaceID-ც ხომ გატეხეს. თუ იმის ეჭვი გაქვს ადამიანს, რომ შეიძლება ვინმემ შენი ბიომეტრია გამოიყენოს ძალით ან შენგან დაფარულად (მაგ: როცა გძინავს), ტელეფონი უნდა გათიშო. პირველი ჩართვისას ბიომეტრიის ნაცვლად პინკოდს ითხოვენ ხოლმე სმარტფონები, უსაფრთხოების გამო
-
2019 წელი: ციფრული ფასიანი ქაღალდები
Power_VANO replied to Magdalena's topic in ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
2017-სა და 2018-ის დასაწყისში ვისაც არ დაეზარა ყველა ბლოკჩეინში და კრიპტოში შემოძვრა. უამრავი ცუდი პროექტი ფინანსდებოდა. წლის მეორე ნახევრიდან კარგად გაიფილტრა ბაზარი და ჩემი აზრით, 2019-ში გამოჩნდება ვის სურს ნამდვილად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტების სფეროში ყოფნა. თუ რამე შეიცვალა ამ წელში, მხოლოდ ის, რომ უამრავი კარგი პროექტი გამოჩნდა, უამრავი მუშაობა მიდის და ტექნოლოგია მხოლოდ უკეთესია. ფასებზეც შესაბამის ასახვას ჰპოვებს ეს ალბათ. კოლოსალური რაოდენობის ICO-ების გამო, თავისთავად, კრიპტოვალუტებზე, რომლითაც ამ ICO-ებში შეგეძლო მონაწილეობის მიღება (განსაკუთრებით BTC/ETH) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ყიდვის ორდერებით იყო სავსე იქსჩეინჯები და BTC/ETH ნეთვორქი ფიზიკურად დატვირთვას ვეღარ უძლებდა, სავსე იყო და ტრანზაქციები კატასტროფა ფასი ღირდა. ჰოდა როცა ხალხი "აზრზე მოვიდა" ეს ცუდი ICO-ები მასიურად გაიფილტრა და მოთხოვნაც შემცირდა კრიპტოზე. 2018 რეალიზმის წელია კრიპტოში. -
ეს ანახე ახლა ჩვენს მშობლებს :დ ისე, ჩემი აზრით, სკოლა, იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს ჩვენთან, არ ვარგა და გადასაგდებია. ალბათ ჩინეთშიც ეგეთი ან მსგავსი. მსოფლიოს მასშტაბით სკოლამ ფეხი ვერ აუწყო განვითარებას, ერთეული ქვეყნების გარდა. თანამედროვე ცხოვრებისთვის ვერ ვამზადებთ ბავშვებს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში დღეს.
-
5G ქსელის სიჩქარის პირველი მაჩვენებლები
Power_VANO replied to Magdalena's topic in ინტერნეტი და სოციალური ქსელები
ჰოო, აფლოუდის სიჩქარე ამდენი და ამაზე მეტიც გვაქვს ახლა ჩვენს 4G/LTE-ზე, ჯერ აშკარად შთამბეჭდავი ვერაა. თუმცა, მიხედავენ, კარგია რომ უკვე იწყება პროდაქშენში გაშვება. -
NVIDIA GeForce RTX 20XX Series - ზოგადი თემა
Power_VANO replied to Magdalena's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
Titan V-ში რაღაც აქვს NVIDIA-ს ჩადებული, რაც რეიტრეისინგს აკეთბს ისევე მშვენივრად, როგორც 2080 Ti გურუზე დადეს ინფო და ფორუმის ლინკებიცაა, სადაც იუზერები არეპორტებენ Battlefield-ის ფრეიმრეიტებს: https://www.guru3d.com/news-story/nvidia-titan-v-raytraces-battelfield-v-in-rtx-mode-at-proper-perf-(but-does-not-have-any-rt-cores).html -
რიპლი არ არის დეცენტრალიზებული და ჭეშმარიტი კრიპტოვალუტა. ცენტრალიზებულია და ინფლაციური. ასე რომ, ვერაფერსაც ვერ მართავენ ბანკები, მიუხედავად იმისა, რომელ ადგილზე იქნება რიპლი CMC-ს ჩარტში. და ისედაც, CMC-ს მარკეტ კაპის ჩარტი რეალურად ძალიან ცრუ სურათია ბლოკჩეინ პროექტების შესახებ. უამრავი პროექტი თითქმის მაქსიმალურ რაოდენობაზეა კოინების, უამრავი შეუზღუდავად გამოსცემს ახალ ერთეულებს და შესაბამისად, ჩარტის თავში არიან.
-
LG-ის დასაკეცი ტელევიზორი რეალობა გახდება 2019 წელს
Power_VANO replied to Magdalena's topic in Hi-tech & General Technology
მოღუნვადი OLED-ები ძვირია, თან მინიმუმ 4K ხომ იქნება. ფასი ექნება, უჰ... -
“Star Wars”-ში არსებულის მსგავსი ჰოლოგრამები Samsung-ისგან
Power_VANO replied to Magdalena's topic in მობილური სამყარო
ჰოლოგრამები ჩემი ბავშვობის ოცნებაა :დ მინდა
