Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5943
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    60

Everything posted by Power_VANO

  1. ისეთი პირი უჩანს, მგონი მოვესწრებით რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას დედამიწაზე :დ
  2. ეგრეა კი, რასაც გიო ამბობს. Core 2-ის დროს ოვერქლოქინგით შედეგს იღებდი და ნეჰალემიდან მოყოლებული უკვე იმხელა სიმძლავრე აქვს პროცესორს, რომ ოვერქლოქინგით დიდად განსაკუთრებულ შედეგს ვერ იღებ. ახალ პროცებში ხომ მით უმეტეს, ისედაც კარგად იბუსტებიან ტურბო მოუდებით. GPU-ებშიც ეგრეა რა, დიდად არც ოვერქლოქდებოდნენ არასდროს GPU-ები და ტოპ მოდელებში ცოტა ოვერქლოქს დიდი არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ აქვს. მეინსტრიმ ოვერქლოქინგი დიდმა წარმადობამ მოკლა და ტურბო და ბუსტ მოუდებმა, რითაც ისედაც ლიმიტთან ახლოს მუშაობენ ტოპ სიხშირის მოდელები.
  3. უამრავი სმარტფონია უკვე ბაზარზე და უმეტესობა, რომელსაც დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, დიდხანს გაგიძლებს. განსაკუთრებით ე.წ. Plus ზომის ტელეფონები, 5.5-6.0 დუიმიანები. ყველაზე კარგია, შენი რჩეული მოდელები ნახო https://www.gsmarena.com/ ზე, სპეციფიკაციებში ყველას, რომელიც გატესტილი აქვთ, უწერია, რამდენ ხანს ძლებს ბატარეა სხვადასხვა რეჟიმებში.
  4. ტოიოტას დიზაინერები მოუკვდა კაი ხანია როგორ ახერხებენ ასეთი რამეების დახატვას ნეტავ. გარეგნულ მხარეს ვგულისხმობ.
  5. ბიომეტრიული სისტემების უმეტესობას დღეს ტეხავენ. FaceID-ც ხომ გატეხეს. თუ იმის ეჭვი გაქვს ადამიანს, რომ შეიძლება ვინმემ შენი ბიომეტრია გამოიყენოს ძალით ან შენგან დაფარულად (მაგ: როცა გძინავს), ტელეფონი უნდა გათიშო. პირველი ჩართვისას ბიომეტრიის ნაცვლად პინკოდს ითხოვენ ხოლმე სმარტფონები, უსაფრთხოების გამო
  6. ისე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენი პროვაიდერები აქტიურად იყენებენ ამ ორივე მომწოდებლის აპარატურას.
  7. 2017-სა და 2018-ის დასაწყისში ვისაც არ დაეზარა ყველა ბლოკჩეინში და კრიპტოში შემოძვრა. უამრავი ცუდი პროექტი ფინანსდებოდა. წლის მეორე ნახევრიდან კარგად გაიფილტრა ბაზარი და ჩემი აზრით, 2019-ში გამოჩნდება ვის სურს ნამდვილად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტების სფეროში ყოფნა. თუ რამე შეიცვალა ამ წელში, მხოლოდ ის, რომ უამრავი კარგი პროექტი გამოჩნდა, უამრავი მუშაობა მიდის და ტექნოლოგია მხოლოდ უკეთესია. ფასებზეც შესაბამის ასახვას ჰპოვებს ეს ალბათ. კოლოსალური რაოდენობის ICO-ების გამო, თავისთავად, კრიპტოვალუტებზე, რომლითაც ამ ICO-ებში შეგეძლო მონაწილეობის მიღება (განსაკუთრებით BTC/ETH) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ყიდვის ორდერებით იყო სავსე იქსჩეინჯები და BTC/ETH ნეთვორქი ფიზიკურად დატვირთვას ვეღარ უძლებდა, სავსე იყო და ტრანზაქციები კატასტროფა ფასი ღირდა. ჰოდა როცა ხალხი "აზრზე მოვიდა" ეს ცუდი ICO-ები მასიურად გაიფილტრა და მოთხოვნაც შემცირდა კრიპტოზე. 2018 რეალიზმის წელია კრიპტოში.
  8. ეს ანახე ახლა ჩვენს მშობლებს :დ ისე, ჩემი აზრით, სკოლა, იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს ჩვენთან, არ ვარგა და გადასაგდებია. ალბათ ჩინეთშიც ეგეთი ან მსგავსი. მსოფლიოს მასშტაბით სკოლამ ფეხი ვერ აუწყო განვითარებას, ერთეული ქვეყნების გარდა. თანამედროვე ცხოვრებისთვის ვერ ვამზადებთ ბავშვებს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში დღეს.
  9. აი ამ "მოღუნვად-მოკეცვად" ტელეფონებში ჯერ ვერ ვნახე ისეთი კონცეპტი, რომელიც მართლა კარგი იქნება გამოყენებადობის კუთხით. + UI-ს მხრივ კარგი საპორტი სჭირდება.
  10. ჰოო, აფლოუდის სიჩქარე ამდენი და ამაზე მეტიც გვაქვს ახლა ჩვენს 4G/LTE-ზე, ჯერ აშკარად შთამბეჭდავი ვერაა. თუმცა, მიხედავენ, კარგია რომ უკვე იწყება პროდაქშენში გაშვება.
  11. Titan V-ში რაღაც აქვს NVIDIA-ს ჩადებული, რაც რეიტრეისინგს აკეთბს ისევე მშვენივრად, როგორც 2080 Ti გურუზე დადეს ინფო და ფორუმის ლინკებიცაა, სადაც იუზერები არეპორტებენ Battlefield-ის ფრეიმრეიტებს: https://www.guru3d.com/news-story/nvidia-titan-v-raytraces-battelfield-v-in-rtx-mode-at-proper-perf-(but-does-not-have-any-rt-cores).html
  12. რიპლთან კიდევ ერთი პრობლემაა. ის ტექნოლოგია, რასაც რიპლი ბანკებში იყენებს არის პრაივით ბლოკჩეინი და არაფერ კავშირში არაა XRP ტოკენთან თუმცა, ხალხის 95%-ს, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ XRP ტოკენი გამოიყენება ბანკების მიერ და ყიდულობენ
  13. რიპლი არ არის დეცენტრალიზებული და ჭეშმარიტი კრიპტოვალუტა. ცენტრალიზებულია და ინფლაციური. ასე რომ, ვერაფერსაც ვერ მართავენ ბანკები, მიუხედავად იმისა, რომელ ადგილზე იქნება რიპლი CMC-ს ჩარტში. და ისედაც, CMC-ს მარკეტ კაპის ჩარტი რეალურად ძალიან ცრუ სურათია ბლოკჩეინ პროექტების შესახებ. უამრავი პროექტი თითქმის მაქსიმალურ რაოდენობაზეა კოინების, უამრავი შეუზღუდავად გამოსცემს ახალ ერთეულებს და შესაბამისად, ჩარტის თავში არიან.
  14. ისე, ახლა რომ ასეთი შედეგები აქვს AI-ს სამაგიდო თამაშებში, ცოტა ხანიც და თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება ნორმალური AI-ს დამარცხება ადამიანის მიერ. 1 ადამიანის კი არა, ადამიანთა ჯგუფის მიერაც კი.
  15. მოღუნვადი OLED-ები ძვირია, თან მინიმუმ 4K ხომ იქნება. ფასი ექნება, უჰ...
  16. ჰოლოგრამები ჩემი ბავშვობის ოცნებაა :დ მინდა
  17. რა კარგ დროში ვცხოვრობთ იმდენი დროც კი არ გვაქვს საკმარისად, რომ ყველა სიახლე უბრალოდ გავიგოთ
  18. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ასეთ ნიუსებზე უკვე ნაკლებად რეაგირებს (რაც კარგია), არაუშავს გადადებასაც. მთავარია გამოყენებითობა, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის მიტანა. შესაბამისად, იმდენად მარტივი უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. ფასს რეალურად და სტაბილურად გამოყენება გაზრდის, ასე მგონია.
  19. ისე, ძალიან კარგია ბაზრისთვის ეს კლონების არსებობა. ფასები დაბლა მოდის, იგივე Tesla-ზეც.
  20. ანუ Certified Refurbished სტატუსი გამოდის, ოფიციალურად. თუმცა, ახლებად გაყიდიან ჩვენთან კია ძალიან გაიაფებული ნამაინინგარი ვიდეო ბარათები და შემოწმება ვინც იცის ასე თუ ისე, დიდი პრობლემაც არაა ნამაინინგარის ყიდვა, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მონობის ქვეშ :დ 1080 Ti ვიყიდე მე მაგალითად 1300 ლარად, თან GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti XTREME Edition, 2-3 თვის ნამაინინგარი და შემდეგ გეიმინგისთვის განკუთვნილი. ფანტასტიურად ამაინინგებს ისევ, გეიმინგისთვისაც მშვენიერია, ოვერქლოქსაც იჭერს და გრილიცაა. მოკლედ, მაინინგი განაჩენი არ არის ვიდეო ბარათისთვის, მთავარია, კარგი ედიშენი იყოს, რომელიც მაინინგის ქვეშ მალე არ ფუჭდება და კარგად შევამოწმოთ. მაგათ სერთიფაიდ რეფარბიშდებს, ახლად რომ შემოგვასაღებენ გაცილებით სჯობს მეორადის ყიდვა. თან ფასები არის ახლა ფანტასტიური
  21. მსგავსი ამბავი გვქონდა მაგალითად GMail-ში. გუგლზე კი არავის უთქვამს, სხვას მისცა მეილების წაკითხვის უფლებაო, მაგრამ რომ დაკვირვებოდით, რეკლამები GMail-ში წერილის კონტენტთან თანხვედრაში იყო ხოლმე ხშირად. ანუ წერილის კონტენტი ინდექსირდება და შესაბამისი რეკლამა გამოდის
  22. ისე, სურათზე რაც ჩანს, თუ მართლა მაგ დონეზე გაღუნულ დევაისებს ყიდიან, ნეტა იუზერები როგორ ვერ ამჩნევენ ყიდვისას
  23. დიდი ბიძიების ინტერესებთან კონფლიქტში ყველა თავის პროექტშია, მაგრამ ისე აკეთებს, საჯაროდ, რომ სხვებს ფეხის აწყობა სჭირდებათ.
  24. პირველ რიგში სხვის კომპიუტერზე უნდა გატესტო და გაიგებ მონიტორის ბრალია თუ კომპიუტერის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.