Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5943
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    60

Everything posted by Power_VANO

  1. Quantum Computing - სიახლეები
  2. Wi-Fi - სიახლეები
  3. ეგრეა ადამიანის ფსიქოლოგია მასიურად ხო, მარტო ყოველდღიურად გამოყენებად ნივთებში არა თან. აი ოქრო რომ გაძვირდა ზაფხულში, ყველა ვაგზალზე ოქროს საყიდლად გარბოდა რაც პოპულარულია იმას მისდევენ მასიურად, ფასის მიუხედავად.
  4. მემორი და სსდ ჩიპებს სულ რამდენიმე კომპანია აწარმოებს (Samsung, SK Hynix, Micron მემორის 90%, სანდისკი კიდევ სსდ-ებზე) და ახალ ქარხნებს ვერცერთი ვერ აშენებს საკმარისად სწრაფად. თან HBM-ზე მარჟა გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე სამომხმარებლო მემორიზე და რიგით იუზერს უძვირდება. როგორც ჩანს 2026-2027 არ ეშველება მემორის ფასებს არაფერი და ამასობაში სსდ-ებიც გაძვირდება უფრო. სანამ AI-ზე იქნება მოთხოვნა და ახალი AI დატაცენტრების მშენებლობის ტემპი არ შენელდება, მანამდე მემორის დიდად გაიაფებას არ უნდა ველოდოთ სავარაუდოდ
  5. @G1ORG1 ახალი ვერსია გინდა რამე, დავინჩი ან პრემიერი, რომელსაც CUDA აქსელერაცია ექნება და რენდერინგის ლოუდს ვიდეოზე გადაიტან. პროცის რესურსი დაიზოგება საკმაოდ ეგრე. ახალ ვერსიებს კარგად აქვთ ეგ აქსელერაციები.
  6. Nuremberg https://www.imdb.com/title/tt29567915/ და Wake Up Dead Man https://www.imdb.com/title/tt14364480 ვნახე ამ დღეებში. ორივე ძალიან კარგი ფილმია. Nuremberg განსაკუთრებით მომეწონა, მეტსაც იმსახურებს ალბათ შეფასებას.
  7. გააძვირე გოგლა, გააძვირე. იაფია კიდევ რასაც დავაკვირდი, შავი პარასკევის ფასდაკლებები ბოლო შანსი იყო სსდ-ების ნორმ ფასებად საყიდლად. ყველა მიდ-ჰაი ენდ მოდელი გაძვირდა საკმაოდ უკვე და მიდის ზემოთ ზემოთ. ოეპრების გზას ადგას ssd-ებიც ზუსტად. PCPartPicker-ს აქვს ტრენდების სტატისტიკა კარგად: https://pcpartpicker.com/trends/price/internal-hard-drive/
  8. შედარების სქრინები რაც გვაჩვენეს, ხარისხი აშკარად უკეთესია საკმაოდ: https://www.techpowerup.com/344682/nvidia-announces-dlss-4-5-with-increased-image-quality-6x-framegen-and-240-fps-mode
  9. დადო ინტელმა Panther Lake პროცესორები CES-ზე. რამდენიმე ლეპტოპის პრე-ორდერი უკვე არის BestBuy და BHP-ზე. საინტერესო მოდელები დაანონსდა და კიდევ მეტი მოვაო. Dell-მაც XPS ხაზი გააცოცხლა. https://www.techpowerup.com/344763/intel-launches-core-ultra-series-3-panther-lake-mobile-processors-on-intel-18a-node
  10. როგორც გოგლამ დაგიწერა, 4-პინიანზე შეერთება სჯობს - მეოთხე პინი სიჩქარის რეგულირებისთვისაა, PWM-ია. ძირითადადად CPU Cooler შტეკერია ხოლმე 4-პინიანი როგორც მინიმუმ. თორემ ჩართვით 3-პინიანზეც ჩაირთვება, უბრალოდ ყოველთვის მაქსიმალურ სიჩქარეზე იმუშავებს. თუ მაინცდამაინც, 3-პიანიანის ადაპტერებიც არსებობს, რომლებიც ძაბვას აგდებს 12 ვოლტიდან 6-7 ვოლტამდე და ანელებს ვენტილატორს. ეგ შეგიძლია გამოიყენო თუ ხმაურიანია ვენტილატორი და მაინცდამაინც 3 პინიანზე შეერთება გიწევს.
  11. ალბათ მოიმატებს ფასები ნელ-ნელა. SSD-ებზე მოიმატა, RAM-ებზე ხომ მოიმატა და მოიმატა. იგივე ქარხნებში მზადდება GDDR6/7-იც და ეგენიც გაძვირდა. აუცილებლად ნელ-ნელა წაამატებენ ვიდეოებსაც ფასებს. ახლა სამომხმარებლო სეგმენტში იმდენი RAM არ აქვთ ვიდეოებს რომ სასტიკად გაიზარდოს ფასები, მაგრამ იგივე ფასი არ დარჩება მაინც ალბათ. Micron, SK Hynix ამბობდნენ რომ მთელი 2026 და 2027-ის ნაწილიც, სრული წარმოების უკვე გაყიდული გვაქვსო თან HBM-ში მარჟა მაღალია უფრო და უმეტესად რომ მაგას აწარმოებენ, ძვირდება სხვა მემორი ჩიპები.
  12. ასევე დაიწერა რომ 20 და 30 სერიის ბარათებზე წარმადობას აგდებს 4.5-იო, 20-30%-ით. არ აქვთ შესაბამისი აქსელერაცია. თუმცა ალბათ პერფორმანს მოუდი უშველის რა, ხარისხი თუ საკმარისად კარგია.
  13. ძალიან ბევრი ოლედი დააანონსეს CES-ზე, ტანდემ ოლედები მართლა ძალიან კარგებია. LG-ს ახალი G სერიის ტესტები საინტერესო იქნება
  14. 5G-საც ტრაფიკი შეუზღუდეს ძალიან სწრაფ სიჩქარეზე როგორც მახსვოს ამ ბოლო დროს. ულიმიტო აღარაა და გადაამოწმე მაინც. სტარლინკია კიდევ ალტერნატივა, მაგრამ მანდაც ტრაფიკზე შეზღუდვა გექნება და მერე დაბალსიჩქარიანზე გადახვალ, ან კიდევ ცალკე უნდა იყიდო ტრაფიკი. ეგ შეადარე მოკლედ და მაგის მიხედვით აარჩიე.
  15. Intel Arc C სერია - სიახლეები
  16. VR ჰედსეტები - სიახლეები
  17. Qualcomm-მა წარადგინა ფლაგმანური 18-ბირთვიანი Snapdragon X2 Elite ინტეგრირებული მეხსიერებით ჰავაიში, Snapdragon Summit-ზე, Qualcomm-მა არა მხოლოდ Windows-ის კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ახალი პროცესორები წარადგინა, არამედ ასევე ფლაგმანური Qualcomm Snapdragon X2 Elite Extreme პროცესორიც LPDDR5X მეხსიერებით. ComputerBase-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ უმაღლესი კლასის X2E-96-100 მოდელი იყენებს LPDDR5X მეხსიერებას, რომელიც პირდაპირ პროცესორის სისტემაში (SiP) არის განთავსებული 18-ბირთვიანი Oryon ჩიპის გარშემო. ფოტოს წყარო: computerbase.de კომპანიის თქმით, ასეთმა კონსტრუქციამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს შეყოვნება და გაზარდოს სიჩქარე ინტენსიური, დიდი რესურსების მქონე ამოცანებისთვის, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მულტიმედია. წარმადობის, მეხსიერების სიჩქარისა და ენერგომოხმარების დაბალანსების მიზნით Qualcomm გთავაზობთ სამ კონფიგურაციას: ექსტრემალურ SiP ვერსიას ყველაზე ფართო მეხსიერების სალტეთი და ორ ვერსიას გარე მეხსიერებით. X2E-96-100 არის 18-ბირთვიანი ჩიპი 48 გბ-დან 128 გბ-მდე ან მეტი LPDDR5X მეხსიერებით, განლაგებული 12-არხიან კონფიგურაციაში, რაც უზრუნველყოფს 228გბ/წმ-მდე სიჩქარეს. პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე დაახლოებით 4.6 გჰც-ია, ორი ბირთვის 5.0 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობით; გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური სიხშირე დაახლოებით 1.85 გჰც-ია. X2E-88-100 ვერსიც აღჭურვილია 18 ბირთვით, თუმცა იყენებს გარე მეხსიერებას 8-არხიანი სალტეთი, რომლის სიჩქარეა 152 გბ/წმ-მდე, გააჩნია დაახლოებით 4.0 გჰც საბაზისო სიხშირე და ორი ბირთვის 4.7 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობა. უფრო კომპაქტური X2E-80-100 წარმოდგენილია 12 ბირთვით და ასევე იყენებს გარე 8-არხიან მეხსიერებას დაახლოებით 152 გბ/წმ სიჩქარით, 4.0 გჰც საბაზისო სიხშირით და მაქსიმალური 4.7 გჰც-მდე სიხშირით ერთი ბირთვის და 4.4 გჰც-მდე - ორი ბირთვის შემთხვევაში. ყველა ჩიპი დამზადებულია TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და აღჭურვილია 12-მდე PCIe Gen 5 ხაზით, ორი PCIe 5.0 ხაზით NVMe სანახი სივრცეებისთვის, USB 4 მხარდაჭერით და სამი USB-C პორტით. პლატფორმა ასევე მოიცავს Wi-Fi 7-ისა და Bluetooth 5.4 მხარდაჭერას, ასევე ვიზუალური დამუშავების ბლოკს (VPU) Spectra-ს და Adreno VPU-ს, რომელსაც შეუძლია მრავალი ნაკადის ერთდროულად კოდირება და დეკოდირება 8K გაფართოებით. https://tinyurl.com/3vtajjnc
  18. Qualcomm - სიახლეები
  19. MediaTek - სიახლეები
  20. iPad - სიახლეები
  21. ARM - სიახლეები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.