Jump to content

George

გლობალ-მოდერი
  • Posts

    110511
  • Joined

  • Days Won

    1047

Everything posted by George

  1. 5770 შეიძლება ეყოს დიდი გაჭირვებით, სხვა კარტებს არა მგონია, ამ თემის ადგილიც რჩება კონსლუტაციებშია და იმ მეორე თემას დავხურავ მაშინ, ორი თემის გახსნა ერთნაირ თემატიკაზე არაა საჭირო, ერთიც საკმარისია და აქ დაპოსტე ყველაფერი რა შეკითხვებიც გექნება, იხურება ეს თემაც, სამი თემა გაგიხსნია ფაქტიურათ ერთი კარტის ყიდვისთვის, ამჯერათ გპატიომ რახან ახალი უზერი ხარ ისე კი ვორნის ღირსი ხარ
  2. ყიდვას თუ აპირებ და რჩევა გჭირდება ყიდვა გაყიდვების რჩევა-კონსულტაციების რაზდელში გადავიტან ჯობია ამ თემას, კარტას რაც შეეხება ჩემ კარტაზე სუსტი იქნება იგრებში, ანუ FULL-HD-ზე DX9-10 იგრების გაშვებაც გაუჭირდება ულტრაზე კარგი ფპს-ით, ისე მთლათ ფარჩაკობაც არაა და უფრო დაბალ რაზრეშენიის მონიტორზე თუ აპირებ თამაშს კარგათ უნდა გაგიქაჩოს საშვალო დონის გრაფიკაზე მაინც სულ მცირე, მა თემას ვხურავ, რამდენი გაგიხსნია ისე, უკვე ვორნის ღირსიც ხარ
  3. დავხურავ მაშინ ამ ძველ თემას
  4. ჯამბო აქ ნახე ხოლმე სწორათ უწერიათ თითქმის ყოველთვის, დღეში ერთი ლაივია და მეორე დღეს გამეორებაა დღისით http://www.gmg-tv.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=46&sel_date=2012-05-07&channel=5 ხო ვნახე ფილადელფია ჩიკაგოს თამაში დღეს ჯმჯ-ზე ლაივში, მართლა მაგარი დაძაბული და უპორნი თამაში გამოდგა, ფილადელფიამ ისევ თავის სტილში მოუგო ჩიკაგოს, ამჯერათ ნოაც ტრამვირებული იყო და მაგარი გაუჭირდა ჩიკაგოს, პირველ პერიოდში უკვე 10 ქულით აგებდენ თუმცა მეორე პერიოდში შემოაბრუნეს თამაში და 1-2 ქულით იგებდენ რამდენჯერმე თუმცა ბოლოს მოუმატა თამაშს ფილადელფიამ და ბოლო პერიოდში უკვე ფილადელფიის უპირატესობით მიდიოდა თამაში და 89-82 დაამარცხეს ჩიკაგო და ფაქტიურათ გავიდნენ კონფერენციის ნახევარფინალში, ჩიკაგოც იგივეს გაიმერებს ალბათ რაც წინა წელს სან ანტონიოს მოუვიდა რეგულარული სეზონის მოგების შემდეგ, ისე არ მომწონს თუ როგორ აჩვენებენ სტატისტიკას NBA საიტზე, აი აქ უკეთესათ წერია უფრო მემგონი და აწი მანდ ვნახავ ხოლმე http://espn.go.com/nba/playoffs/2012/matchup/_/teams/pacers-magic ბოქს სკორი პერიოდების გარეშეა NBA საიტზე რაც ცუდია, მარტო იტოგოვი ანგარიში უწერიათ
  5. დამეხმარეთ რაა ( (ასეთი ტიპის სათაურებიანი თემები ამ ფორუმზე ავტომატურათ იხურება, თუ რატომ ვკითხულობთ ფორუმის წესებს, გინდ ფლეიმი იყოს გინდ სხვა რაზდელი, მაგას არა აქვს დიდი მნიშვნელობა)
  6. ცალკე თემა გახსენი როცა დააპირებ ყიდვას და აგარჩევინებენ საუკეთესო ვარიანტს, თორე კარგ კარტებს ეხლა რა გამოლევს, საკმაოთ ფართო არჩევანი 2000 ლარიდან დაწყებული 300 ლარით დამთავრებული იმენა გეიმერულ კარტებს რაც შეეხება კარგათ რომ გაგიქაჩოს თანამედროვე იგრები, 2000 ლარათ კეპლერის ორ ბირთვიანი ვიგულისხმე, ამ თემას კი დავხურავ, ისე კი ეგრე ვერ შეარჩევ ახალ კარტას, ტესტებს უნდა გადახედო რას რისი თავი აქვს ახალ იგრებში და მერე უკვე აირჩია რაც მოგდის ეგეთი
  7. უნივერმაგთან ვცხოვრობ მაგათი ოფისიდან 5 წუთის სავალში, ლერმონტოვის ქუჩაზე თუ გაგიგია ეგეთი, მეგობრობის გამზირთან ახლოსაა, აი ასე უბერავს ეხლა გლობალზე აპლოუდი კი 1500კბ.სეკ-ი აქვს სადღაც, ლოკალზე 10-10მბ.სეკ აპი დაუნი დაახლოებით: Uploaded at ImageFra.me ხო გაყოფის შემდეგ არ უბერავს ინეტი, არაფერი ისეთი არ შემიმჩნევია, წყვეტები საერთოდ არა აქვს, ძალიან სტაბილურათ უბერავს, გლობალი ჯერ არ გამთიშვია წამიერათაც კი, ხო ჩემთან 3-4 თვის შემოსულები არიან ისე, ჯერ კაბელური ტელევიზია დავიდგი მაგათი და მერე ინტერნეტიც შევუკვეთე, 75 ლარიან კავკასუსის დსლ პაკეტს ფაქტიურათ ყველაფრით ჯობია, ერთადერთი გადმოწერის სიჩქარე აქვს იგივენაირი გლობალზე, აპლოუდი 15-ჯერ მეტი აქვს, ლოკალი ხომ საერთოდ თან მარტო 49 ლარი ღირს, არ ვიცი ისე სხვები რატომ არ აყენებენ დიდათ, მენეჯმენტი აქვთ ცუდი და რეკლამაც არა აქვთ თითქმის, ანუ მარკეტინგშიც მოიკოჭლებენ და ალბათ მაგიტომ გონიათ რომ ბანძობაა, თან არასწორი სისწრაფეები უწერიათ ყველა პაკეტზე მაგათ საიტზე გლობალზე, ხო პინგი კარგი აქვს სანამ მაქსიმუმზე არ დაიწყებს გადმოწერას, მაშინ უჭირს ხოლმე და მატულობს პინგი, ეგ გლობალზე ლოკალზე 10000კბ.სეკ-ითაც 3მს-ი აქვს მგონი ლოლ ისეთი სტაბილურია, ხო აპლოუდი გლობალზე რაღაცნაირათაა ოღონდ, აი ტორენტებზე 1500კბ.სეკ-ია როცა ბევრი ლიჩერებია და ისე სპიდტესტში მარტო 750კბ.სეკ-მდე ანუ 6მბ.სეკ წერს, ეტყობა ერთ პატოკზე ეგრეა და ბევრზე უკვე ორჯერ მეტი, მაგრამ ეგეც კარგია ტორენტისთვის, მე 700-მდე ვზღუდავ ხოლმე გადმოწერის სისწრაფე აკლდება ხოლმე ისე ცოტათი და რა ძალა მადგია, ხო ისე მაგათი ტელეფონი თუ გიდგას (სიჯისი იგივე კავშირგაბმულობაა) თვითონ დაგირეკავენ როცა შემოვლენ შენთან, ნუ რომ დაურეკო გეტყვიან არის თუ არა უკვე შენთან შემოსული
  8. შეიძლება მაგის ბრალიც იყოს, რამე სხვა ბრაუზერზეც ცადე ახალ დაყენებულზე, მაინც თუ გაჭედა ალბათ ვინდი ახურებს აქამდე თუ გიქაჩავდა კარგათ
  9. ვნახე მეც ჩელსის და ლივერპულის შეხვედა HD-ში, აპსკეილი არ ყოფილა ამჯერათ, ნორმალური HD-ი იყო, თვითონ თამაშს არა უშავდა მაგრამ მეტს მოველოდი აშკარათ, პირველ ტაიმში ჩელსი ჯობდა მთლიანობაში, მართლა ძალიან სუსტათ ითამაშა პირველ რიგში ატაკაში ლივერპულმა, ფაქტიურათ არაფერი ისეთი არ შეუქმნიათ და ერთხელ ზაშიტაშიც ჭამეს რამირესმა რომ შეაგდო 11 წუთზე, ჩელსისაც არ მოუკლია თავი ატაკაში თუმცა ფრხილი ტაქტიკა აირჩიეს უფრო, მეორე ტაიმიც კარგათ დაიწყო ჩელსიმ, 52 წუთზე დროგმამ გაიტანა და კიდე უფრო მიაუხლოვდა ჩელსი ტიტულს, თუმცა მაგის შემდეგ თამაში ლივერპულის უპირატესობით მიდიოდა ფაქტიურათ მატჩის ბოლომდე, კეროლის გამოსვლამ კიდე უფრო გააძლიერა ლივერპულის ატაკა და 64 წუთზე კეროლმა შეაგდო სუარესის სტილში კარგი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა ეგ გოლიც ჩელსის კისერზე იყო უფრო, მაგდენის გაკეთების უფლება არ უნდა მიეცა ჩელსის ზაშიტას, მაგ გოლის შემდეგაც ვერანაირი კონტრ იგრა ვერ აჩვენა ჩელსიმ და სულ ლივერპული უტევდა მაგრამ უფრო ემოციებზე, ტაქტიკურათ მართლა სუსტათ ითამაშა ლივერმა მაგ შეხვედრაში, თუმცა ეგრე უბერავენ საერთოდ ამ სეზონში და დაგლიში მართლა გასაშვებია მიუხედავათ იმისა რომ ლივერპულის ლეგენდაა, ხო გოლი მემგონი მართლა იყო ვიდრე არა, თუმცა მაგის დადგენა 100% მარტო კამერების გამოყენებით თუ შეიძლებოდა ისიც HD განზომილებაში, ჩანდა რომ გადაკვეთა ბურთმა ხაზი მეორე კამერიდან, მაგას ბაკავოი სუდია ეგრე კარგათ ვერ დაინახავდა და ვერ გარისკა ბურთის ჩათვლა მაგიტომაც, 2-2 რომ გამხდარიყო 50-50% იყო ორივე გუნდის შანსები მოგებაზე ალბათ, სუარესი ისე არ მომეწონა მაგ თამასში, კეროლი უფრო აქტიურობდა ზამენაზე რომ გამოვიდა, ატლეტიკო-მალაგას შეხვედრა არ დადებულა HD-ში, დღეს კიდე 4 თამაში უნდა ჩატარდეს საინტერესო და გადმოვწერ სუყველას HD-ში თუ დაიდება, ნიუკალსი-სიტი და მილანის დერბია ყველაზე საინტერესო
  10. ხო მაგ ორ პარაში ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ გავა შემდეგ რაუნდში, თუმცა ამ ეტაპზე თითქოს ბოსტონს და ფილადეფიას ცოტა უკეთესი შანსები აქვთ
  11. ხო რპჯ-ისთვის საკმაოთ მოკლეა მართლა თუმცა სხვა პლიუსებიც აქვს, ვინც დახურა ბევრი იძახის რომ პირველის ატმოსფერო აკლიაო თან
  12. საუკეთესო აპრილის ფოტოები კოსმოსურ თემატიკაზე http://bigpicture.ru/?p=286387 ნინძა-შახტიორები მონგოლეთში http://bigpicture.ru/?p=286236
  13. ვიჩერი 2 უნდა დამეწერა, მაგას აქვს სადღაც 90%-ის ფარგლებში აცენკები აღებული, თუმცა ეგ ერთადერთი აბზორია სადაც 80%+ დაუწერეს რაც მე ვნახე, ალბათ აგ.რუ-ზეც მოთხრიან, გეიმერებიც ასე 70-72%-ში უწერენ ისე აცენკებს
  14. ესეც ამ თამაშის აბზორი რუსულათ http://bestgamer.ru/reviews/risen_2.htm 88% დაუწერეს ამჯერათ, მაგრამ ცოტა არ იყოს გადაჭარბებული აცენკაა, გამოდის რომ ფაქტიურათ ვიჩერი 2-ის დონისაა რაც არ შეესაბამება რეალობას, თუმცა აბზორშიკს ნათანიელის არ იყოს ძალიან მოეწონა თამაში, ისე კი მეტასკორზეც 70% ქონია შეფასება
  15. გაძლევს რო ულტრაზე დაყენებას ნასტროიკებიდან თუ DX11 საპორტი არა აქვს შენ კარტას
  16. ვიწერ ეხლა ინგლსისი თასის ფინალს ლივერპულის და ჩელსის მონაწილეობით HD-ში http://rgfootball.net/viewtopic.php?p=164344 და ჩავუჯდები მასე, მაგხელა ზომა იმიტომაა რომ პრევიუც არის 40 წუთია და ეგ შეიძლება გამოტოვო და არ გადმოიწერო, თან ეგ ნტვ+ პაკეტის ტრანსლიაციაა და ბიტრეიტს დააკვირდით რამდენათ მეტია სტანდარტულ სპორტ 1 HD ტრანსლიაციებზე აკადოს პაკეტზე რომელიც იყო და აქამდე იდებოდა ხოლმე მაგ საიტზე, აწი მგონი სულ ეგეთ ვიდში დაიდებაო, ევროსპორტ HD უფრო დიდი ბიტრეიტითაა ნტვ+-ზე, მაგრამ ეგ მაინც აპსკეილია, თუ ძალიან ბანძური ჩვენება არ ენქება მაინც ვუყურებ, მერე ატლეტიკო მალაგას შეხვედრაც უნდა დაიდოს წესით და მაგასაც გადმოვწერ HD-ში
  17. თუნდაც სულ ონლაინში ყოფილიყო სინგლის გარეშე, მაინც საშვალო დონის იგრაა მაქსიმუმ და 50-60%-ზე მეტს არ იმსახურებს შეფასებებს
  18. დამეხმარეთ რა რაგაც მაინტერესებს დამეხმარეთ რა რაგაც მაინტერესებს (არ შეიძლება ესეთი სათაურების დარქმევა ამ ფორუმზე, თუ რატომ ვკითხულობთ ფორუმის წესებს) თემა ავტომატურათ იხურება ეგეთი სათაურის გამო
  19. ხო ეგრეა ნამდვილათ, მეგონა რომ უფრო ძვირს დაადებდენ, იქ მგონი 300$-მდე ჯდება არა ეგ ვერსია, შტატებში ვგულისხმობ თუ უფრო იაფი ღირს, ხო 250$ ღირებულა ამწუთას http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16868110092 თუმცა არც ისე იაფია 410 ლარი ღირს ნიუეგზე რომ გადმოიყვანო ეხლანდელ კურსზე სადღაც და 555 ჩვენთან ანუ 145 ლარით ძვირი, ანუ 90$-ით ზუსტათ, კატასტროფული სხვაობა არაა მაგრამ არც ისე ცოტაა პრინციპში, თუმცა რომ ჩამოატანინო განბაჟებით უკვე ახლოსაა მაგ ფასთან
  20. მგონი დიზაინერებს ჭირდებათ და ოფისში სხვადასხვა პროექტებისთვის, ანუ 1-2 რაღაცაში არაა მარტო საჭირო
  21. დემოში კი არა და ფულში უჭირს ხოლმე ხანდახან სანამ პაჩებს არ გამოუშვებენ ზოგ არც თუ ისე ძლიერ გრაფიკიან იგრაში, თან ჩემნაირ კარტაზე კი არა და უფრო ძლიერ DX11 კარტებზეც კი FULL-HD-ში, ოპტიმიზაციის შემდეგ არ უნდა გაუჭირდეს დიდათ შენ სისტემაზე ბოლო პაჩით და დრაივერებით DX10-ზე ან DX9-ზე, ნუ რა რეჟიმის საპირტიც აქვს ამ თამაშს შენ კარტაზე, ისე ნაპოლეონში არ უჭირს ულტრაზე ჩემ სისტემაზე 1680:1050-ზე და მეეჭვება ეს ვერ დაძრას, პატარა დატვიკვის შემდეგ მაინც
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.