Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/09/26 in all areas

  1. სტუდია CD Projekt RED-მა დააანონსა The Witcher-ის ახალი სერია. The Witcher: Monster Slayer - ეს გახლავთ შერეული რეალობის ფორმატის თამაში ოპერაციულ სისტემა iOS და Android-ზე მომუშავე მობილური მოწყობილობებისთვის. ხსენებული თამაში გეიმერებს ფანტასტიკურ მონსტრებზე ნადირობის შესაძლებლობას მისცემს. თამაში მოგვაგონებს Pokemon Go-ს მსგავს პროექტებს, თუმცა Monster Slayer საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება და უჩვეულო და სახალისო ცხოველების ნაცვლად გეიმერებს ბოროტი და საშიში მონსტრები ელოდებიან. Monster Slayer-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებებს. გეიმერები გამოიკვლევენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს, შეისწავლიან და შეებრძოლებიან სხვადასხვა მონსტრს - როგორც ახლებს, ისევე „The Witcher“-სერიებიდან უკვე ცნობილებს. მონსტრებზე გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა მახასიათებლების შესწავლა, დღე-ღამის შესაბამისი პერიოდის გამოყენება და ამინდის პირობების გათვალისწინება. წინასწარი მომზადება გადამწყვეტია მონსტრებზე გასამარჯვებლად, საჭირო იქნება მასალების დამზადება მცენარეებისა და ზეთებისგან, ნაღმებისა და მონსტრების სატყუარების შექმნა, აგრეთვე საჭიროა პერსონაჟის შესაძლებლობების გაუმჯობესება მანამ, სანამ ახალი მონსტრის გამოწვევის წინაშე დადგებით. თამაშის ავტორებმა არც გრძნეულის ნიშნები დაივიწყეს - საბრძოლო მაგია ხელმისაწვდომი იქნება შერეულ რეალობაში. მონსტრებთან ბრძოლის პარალელურად თამაშში წარმოდგენილია სხვა სერიებით შთაგონებული სიუჟეტური დავალებებიც. თამაშის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია. სტუდიამ გამოაქვეყნა The Witcher: Monster Slayer-ის თრეილერი და გეიმერებს მოუწოდებს გამოიწერონ სიახლე, რათა პროექტის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. ვიდეო: The Witcher: Monster Slayer — Announcement Trailer à https://bit.ly/3lltdo3 https://bit.ly/3b4gvp4
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.