Jump to content

Recommended Posts

Posted

Dell-ის ასორტიმენტს შეემატა მორიგი პროდუქტი, ამჯერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ 23-დუიმიანი LCD-მონიტორი S2330MX, რომელიც მწარმოებლის განცხადებით, ყველაზე თხელი დისპლეია კომპანიის ისტორიაში: ეს მაჩვენებელი არ აღემატება 9,9 მმ-ს. მოწყობილობა იყენებს TN+film მატრიცის ტიპს, აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და შეუძლია CIE 1976 ფერთა სივრცის 82%-ის გადმოცემა.

i3T2wcAe.jpg

CRp62sj3.jpg

S2330MX-ის ქარხნული გაფართოება შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, მატრიცის რეაგირების დრო - 2 მ/წმ-ს (GTG), სტატიკური კონტრასტულობის დონე 1000:1 (დინამიური 8 მლნ:1), ხოლო მაქსიმალური სიკაშკაშე კი - 250 კდ/მ2-ს. მონიტორის საკომუნიკაციო შესაძლებლობები წარმოდგენილია D-Sub ანალოგური პორტით და ციფრული DVI-თ. HDMI-ს არარსებობის კომპენსირებას ახდენს DVI-HDMI გადამყვანი. ნაწარმის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს დაბალფუნქციონალური სადგამი, რომელიც იძლევა მხოლოდ ეკრანის დახრის საშუალებას.

Dell S2330MX-ს მოჰყვება 1-წლიანი გარანტია და მისი ღირებულება 250$-ია.

  • Upvote 4

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.