X-treme user Posted August 11, 2011 Posted August 11, 2011 კომპანია LG-მ წარმოადგინა ნოუთბუქი X-Note P220, რომლის ყველაზე ღირსშესანიშნავ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს IPS-ტექნოლოგიით შესრულებული 12,5-დუიმიანი ეკრანი. მისი გაფართოება თავის მხრივ, შეადგენს 1366 х 768 პიქსელს, ხოლო ხედვის კუთხეები უტოლდება 178 გრადუსს, რაც უბრალო TN-პანელებისთვის მიუღწევადია. კომპანია აცხადებს, რომ პროდუქტის კორპუსი (297,6 x 193,4 x 20,9 მმ ზომებით და 1,3 კგ მასით) გაბარიტებით შეიძლება შედარებულ იქნას 11,6-ზომიან ლეპტოპებთან. გაფორმების მხრივ, გათვალისწინებულია ფერთა სამი ვარიანტი: White Pearl, Pink Pearl და Blue Pearl. ნაწარმი დამზადებულია მე-2 თაობის Intel Core i5 და i3 პროცესორის ბაზაზე და აღჭურვილია 2 ან 4 გბ ოდენობის, DDR3-1333 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც ყენდება SO-DIMM-ის ერთ სლოტში. HDD-ის ტევადობა სურვილისამებრ იქნება 250 ან 320 გბ, ხოლო გრაფიკული თვალსაზრისით, გამოყენებულია CPU-ში ინტეგრირებული ვიდეობირთვი, ხოლო გარე GPU-ების ვარიანტები გამორიცხულია, რაც ასეთი ზომის ნოუთბუქს ეპატიება. გარდა ამისა, კომპლექტაციაში შესულია უკაბელო ადაპტერები Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 3.0, 4-ფორმატიანი ქარდ-რიდერი და 1,3 მპ გაფართოების მქონე კამერა. ასევე ადგილზეა HDMI და USB 2.0-ის პორტები. ელემენტი ოთხსეგმენტიანია, ხოლო მონაცემები მის ტევადობაზე უცნობია. LG X-Note P220-ის გაყიდვები კორეაში უკვე ამ თვეში იწყება, მცირე დაყოვნებით კი, ის ევროპულ მაღაზიებშიც გამოჩნდება. IXBT 5 Quote
ჯამბო Posted August 11, 2011 Posted August 11, 2011 სექსუალურია ! მარა ელემენტი 6-იანი უნდა ქონდეს ... 4-იანი მეცოტავება რაღაც Quote
Barca Posted August 13, 2011 Posted August 13, 2011 ვაა IPS ეკრანი ,მაგრამ არ მომწონს :chojinfc: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.