X-treme user Posted August 11, 2011 Posted August 11, 2011 თავისუფალ სამრეწველო დიზაინერების მიერ შემუშავებულ კონცეპტების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მათი შემქმნელები არ არიან შეზღუდულნი ბიუჯეტის მჭიდრო ჩარჩოებით, მიმდინარე ტენდენციებითა და სხვა შემაფარხებელი ფაქტორებით. ამის შედეგად, ხშირად საშუალება გვეძლევა ვიხილოთ საკმაოდ საინტერესო პროექტები, მაგალითად ისეთები, როგორიც გახლავთ რონი მარგოლინის (Roni Mergolin) ნაწარმი. მან პლანშეტურ კომპიუტერისათვის დაამზადა კორპუსი, რომელიც შედგება АБС-პლასტიკისა და ალუმინის ელემენტებისაგან. გარედან მოიძებნა ადგილი ორ USB, დინამიკების, კვების პორტისა და აგრეთვე გაჯეტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განთავსებისათვის განკუთვნილ, მოსახერხებელ გადაბრუნებად სადებისთვისაც. თუმცა, პროდუქტის მთავარი თავისებურება თექის ფუტლარია, რაც თავის მხრივ, ერთდროულად ითვისებს მოწყობილობის შიდა კლავიატურის ფუნქციასაც. თექის ფენებს შორის, მოთავსებულია ელექტრონული სქემა, ხოლო ღილაკები კი აღბეჭდილია ცხელი დაპრესვის მეთოდით. პლანშეტთან ერთად, ნაკრების ზომებია 280 х 160 х 14 მმ, ხოლო მასა კი არ აღემატება 1 კგ-ს. სამწუხაროდ უცნობია, შესაძლებელია თუ არა ფუტლარ-კლავიატურის უპრობლემოდ გარეცხვა მის დაუზიანებლად. ამჟამად HiLo, ასე უწოდა მას დიზაინერმა, იმყოფება კონცეპტის სტადიაში და არსებობს ერთადერთი ეგზემპლიარის სახით, თუმცა რონის უთუოდ გააჩნია სურვილი საკუთარი პროექტის რეალობაში განსახორციელებლად. ამ ეტაპზე მთავარია შემკვეთთა პოვნა, რომლებიც დაინტერესდებიან ორიგინალურ და ფუნქციონალურ ფუტლარში მოთავსებულ, მოდური გარეგნობის მქონე პლანშეტით. 3DNews 3 Quote
საბა Posted August 13, 2011 Posted August 13, 2011 საინტერესო ნივთია მაგრამ ზედმეტად მიუღებელი ჩემთვის, ფასის შესახებ თუ არის რამე ცნობილი? რატომღაც თავიდანვე მივხვდი რომ ნიუსის წყარო 3dnews იქნებოდა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.