Jump to content

Recommended Posts

Posted

თავისუფალ სამრეწველო დიზაინერების მიერ შემუშავებულ კონცეპტების ერთ-ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მათი შემქმნელები არ არიან შეზღუდულნი ბიუჯეტის მჭიდრო ჩარჩოებით, მიმდინარე ტენდენციებითა და სხვა შემაფარხებელი ფაქტორებით. ამის შედეგად, ხშირად საშუალება გვეძლევა ვიხილოთ საკმაოდ საინტერესო პროექტები, მაგალითად ისეთები, როგორიც გახლავთ რონი მარგოლინის (Roni Mergolin) ნაწარმი.

X7T9Rvp3.jpg

მან პლანშეტურ კომპიუტერისათვის დაამზადა კორპუსი, რომელიც შედგება АБС-პლასტიკისა და ალუმინის ელემენტებისაგან. გარედან მოიძებნა ადგილი ორ USB, დინამიკების, კვების პორტისა და აგრეთვე გაჯეტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განთავსებისათვის განკუთვნილ, მოსახერხებელ გადაბრუნებად სადებისთვისაც. თუმცა, პროდუქტის მთავარი თავისებურება თექის ფუტლარია, რაც თავის მხრივ, ერთდროულად ითვისებს მოწყობილობის შიდა კლავიატურის ფუნქციასაც.

8SNZ4uTb.jpg

2KS96Dh3.jpg

თექის ფენებს შორის, მოთავსებულია ელექტრონული სქემა, ხოლო ღილაკები კი აღბეჭდილია ცხელი დაპრესვის მეთოდით. პლანშეტთან ერთად, ნაკრების ზომებია 280 х 160 х 14 მმ, ხოლო მასა კი არ აღემატება 1 კგ-ს. სამწუხაროდ უცნობია, შესაძლებელია თუ არა ფუტლარ-კლავიატურის უპრობლემოდ გარეცხვა მის დაუზიანებლად.

ამჟამად HiLo, ასე უწოდა მას დიზაინერმა, იმყოფება კონცეპტის სტადიაში და არსებობს ერთადერთი ეგზემპლიარის სახით, თუმცა რონის უთუოდ გააჩნია სურვილი საკუთარი პროექტის რეალობაში განსახორციელებლად. ამ ეტაპზე მთავარია შემკვეთთა პოვნა, რომლებიც დაინტერესდებიან ორიგინალურ და ფუნქციონალურ ფუტლარში მოთავსებულ, მოდური გარეგნობის მქონე პლანშეტით.

  • Upvote 3
Posted

საინტერესო ნივთია

მაგრამ ზედმეტად მიუღებელი ჩემთვის,

ფასის შესახებ თუ არის რამე ცნობილი?

რატომღაც თავიდანვე მივხვდი რომ ნიუსის წყარო 3dnews იქნებოდა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.