Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung Electronics-მა ეს კვირა დაიწყო თავის SyncMaster Series 6 (აშშ-ში 650 სერიად ცნობილი) ბიზნეს მონიტორების ევროპულ ბაზრებისთვის წარდგენით. მასში შესული მოდელები გაფორმებულნი არიან შავ ფერში და იყენებენ MVA (Multi-domain Vertical Alignment) პანელებსა და LED backlighting-ს. მათ გააჩნია 1920 x 1080 რეზოლუციები, 8 მ/წმ რეაგირების დრო, კონტრასტულობის დონე - 3 000:1-ზე და მაქსიმალური გამოსხივება 250/300 კდ/მ2 - პროდუქტის მიხედვით. აგრეთვე, მათ კომპლექტაციაშია D-Sub, DVI და DisplayPort, ახლო და გარემომცველი სინათლის ინტეგრირებული სენსორები, დახრის, შეერთებისა და სიმაღლის რეგულირების მქონე სადგამი, უკანა მხარეს განთავსებული სამაგრი სისტემა - გარე კვების ადაპტერისათვის.

8Z9yHLTn.jpg

L8fRDpwW.jpg

d7yd7TtP.jpg

მონიტორები ევროპაში მიმდინარე თვეში უნდა გამოჩნდნენ და მათი რეკომენდირებული ფასები ამგვარი იქნება: 24-დუიმიან S24A650D და S24A650S (ემატება USB-ჰაბი)-სათვის - 319 და 329 €, ხოლო 27-იან S27A650D-ისთვის კი - 399 €. მაღაზიების შემოთავაზებების სწრაფი დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული მოდელები ყველაზე იაფად ხელმისაწვდომია 272.64, 309.04 და 291.28 €-დ შესაბამისად. პრე-ორდერების მიღება უკვე სამივე მათგანზე წარმოებს.

  • Upvote 6
Posted

მაგას ის ახალი ბენქსი არ ჯობია თუ ვითომ უკეთესი ჩვენა ექნებათ, ისე ფასი არც მაგას არა აქვს ნამეტარი ძვირი, დიზაინი კი არ მომწონს, რაღაცნაირი დიზაინი აქვს, ბენქსის უფრო მომეწონა 21.5-ი და 24 ინჩიანები დიზაინითაც, ისე ბენქსის 21.5 VA 5000:1 აქვს კონტრასტულობა და 24 ინჩიანს კიდე 3000:1 როგორც მაგეებს, სხვა იგივეა ყველაფერი ოღონდ არ ვიცი მაგას აქვს თუ არა ვსტროენი უსკორიტელი როგორც ბენქსის მოდელებს, მემგონი სამსუნგს არ გააჩნია ეგ ტეხნოლოგია, ხო კიდე ერთს ავღნიშნავდი ეს ბიზნეს მონიტორებია, ბენქსის კიდე მულტიმედიური, მაგრამ ბენქსაც აქვს 24 ინჩიანი მსგავსი ბიზნეს მონიტორი, მაგალითად ესეთი http://www.freeshop.ge/products/BenQ-BL2400PT-24-inch-W-LED-1080p-Monitor--Black.html

Posted

დიზაინი არ მომწონს ამ მონიტორების ,თანაც ეს 8 ms ვერ მოაშორეს

Posted

ვერც მოაშორებენ, იმიტომ რომ PVA (VA) მატრიცებს მგონი სხვანაირი რესპონსი არცა აქვთ, ანუ ყველა 8მს-ია სტროგათ, იპს-ზე მაგაზე უფრო მეტიცაა და მგონი 5-იც მინიმუმ

Posted

ხო, ან საერთოდ რათ უნდა ბიზნეს-მონიტორს დაბალი რესპონს დრო, არ ვიცი. ბენქსის 21.5-იანი მართლა მაგარი რამე ჩანს, საინტერესოა აქ როდის შემოიტანენ და რა ეღირება, ერთი 600 ლარს მაინც დაადებენ ალბათ

Posted

არა რა 600 ლარი კაცო, მოსკოვში გაიჩითა ნაკლებათ ცნობილ სადილერო მაღაზიებში უკვე რომ ვნახე და ასე 230$ აფასებენ ანუ 9000 მანეთიც არ გამოდის რუსულ ფულზე, ეგ იმენა 21.5 ინჩიანი, ხო 24 ინჩიანი უკვე 1 თვეა რაც არის მოსკოვის მაღაზიებში და 300$-ზე ცოტა მეტი ჯდება მგონი სადღაც, არა მგონია ჩვენთან 24 ინჩიანიც კი 600 ლარი ღირდეს როცა შემოიტანენ მაგ სერიას, მგონი 23 ინჩიანებიც იქნება მაგ სერიიდან, იაფი რომ ღირს მაგიტომ მომწონს თორე 600 ლარი ჩემთვის ნამეტარი ძვირია მაგდენი სამსუნგის BX-ის 24 ინჩიანიც არ ღირდა მგონი პირველათ ალტაში რომ გაიჩითა

Posted

მეც ვარ რა, არც მინახავს ფასები და ისე ვთქვი.:xelitavi: ხო, ეხლა გადავავლე თვალი და ეგრე გამოდის.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.