ბერო Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 კომპანია Sony იტყობინება, რომ მიმდინარე ფინანსური წლის პირველ მეოთხედში PlayStation 3-ის გაყიდვები, მოსალოდნელთან შედარებით, ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, რამაც მოგების დაწევა გამოიწვია. აპარატურის გაყი- დვებმა, ონლაინ-სერვისებმა და თამაშებმა კომპანიას $1.5 მლრდ. მოუტანა, რაც 11.9 %-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით. სამი თვის განმავლობაში PlayStation 3-ის 1.8 მლნ ერთეული გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მთე- ლი, 600 ათასით ნაკლები მაჩვენებელია, 2010 წლის, ამავე სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით. საბოლოო ჯა- მში კი, PS3-ის საერთო გაყიდვებმა 51.8 მლნ. ერთეულს მიაღწია. შემცირდა ასევე PlayStation 2-ის გაყიდვებიც - 1.6 მლნ.-დან 1.4 მლნ. ერთეულამდე. კარგი მაჩვნებელი აქვს PS3-ის გაყიდულ თამაშებს, რომელიც 26.1 მლნ. ერთეულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, Sony იტყობინება 15.5 მლრდ. იენი სუფთა მოგების შესახებ, რომლის ექვივალენტიც 191 მლნ. დოლარია - ძალი- ან ცუდია მაჩვენებელია წინ წლის რეზულტატთან შედარებით, რომელიც 25.7 მლრდ. იენით განისაზღვრა. კომპანიაში, წარუმატებლობის მთავარ მიზეზად იაპონიის მიწისძვრას და ცუნამს ასახელებენ, სამაგიეროდ, კატასტროფის ნეგატიური გავლენისგან სრულად გათავისუფლებას, მხოლოდ წლის დასასრულს ვარაუდო- ბენ. აპრილის ბოლოს, PlayStation Network-ზე განხორციელებულმა ჰაკერების შეტევამ, ასევე მოიტანა მთე- ლი რიგი პრობლემები, მაგრამ, Sony-ს სიტყვებით, ჩვეულ რიტმში დაბრუნება მოხდა - სწრაფად. კომპანია აღნიშნავს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჩრდ. ამერიკის PSN-ის მომხმარებელთა აქტიური რიცხვი დაუბრუნდა, კიბერშეტევამდე არსებულ ნიშნულს. Sony-ში მაინც თვლიან, რომ წელს ისინი გაყიდიან ბევრად მეტ კონსოლს, ვიდრე 2010 წელს, რაც შეიძლება აღნიშნავდეს, წლის ბოლომდე, მოწყობილობის ფასის შესაძლო დავარდნას. 3DNews 1 Quote
Temptation Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 ეგრე მოუხდებათ ძუნწებს კიდე ვარესები უნდა დაემართოთ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.