Jump to content

Recommended Posts

Posted

msi_GT683DX_1.jpg

კომპანია MSI იმ წარმოადგინა GT სერიის გეიმერული ნოუთბუქების კიდევ ერთი ახალი მოდელი GT683DX რომელიც აღჭურვილია კიდევ უფრო მძლავრი კონფიგურაციით ვიდრე წინა მოდელები.

მას აქვს 15.6 ინჩიანი Full HD ეკრანი რეზოლუციით 1920X1080.

აღნიშნული ნოუთბუქი აღჭურვილია კომპანია Intel ის მე-2 თაობის Sandy Bridge პროცესორ Core i7-2630QM ით რომელსაც აქვს 2.0 GHz სიხშირე და 6M ქეშ მეხსიერება.

მასში მოთავსებულია კომპანია Nvidia ს ამ ეტაპზე ერთ-ერთი უძლიერესი მობილური ვიდეო ბარათი GeForce GTX 570M 1.5GB GDDR5 მეხსიერებით,რომელიც აღჭურვილია ისეთი ტექნოლოგიებით როგორიცაა: Direct X11 , 3D , PhysX და სხვა.

ამ ნოუთბუქის შეძენის მსურველს აქვს საშუალება აირჩიოს სხვადასხვა ტევადობის 320/500/780 GB მყარი დისკი ან 500/750GB SSD.

მასში თავსდება1066/1333 MHz სიხშირის მქონე DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულები.

ნოუთბუქს აქვს : Blu-Ray დისკის წამკითხავი, WiFi , BlueTooth 3.0 , HD ვებ კამერა , 2.1 ხმის სისტემა , ორ-ორი ცალი USB 3.0 / USB2.0 და ერთიც eSATA პორტი.ასევე 9-Cell ბატარეა და მისი (ნოუთბუქის) წონაა 3.5 კილოგრამი.

21a.jpg21c.jpg

აღნიშნული ნოუთბუქი აღჭურვილია MSI ის ისეთი ტექნოლოგიებით როგორიცაა: TDE (Turbo Drive Engine) რის მეშვეობითაც ხდება ნოუთბუქის Overclocking ღილაკზე თითის ერთი დაჭერით,ასევე ECO Engine რითაც ხდება ენერგიის დაზოგვა სხვადასხვა რეჟიმში მუშაობისას და მას ასევევ აქვს LED კლავიატურა რომელიც ძალინ ლამაზად ანათებს როდესაც თქვენ თამაშობთ მასზე ან სხვა საქმით ხართ დაკავებული.

  • Upvote 3
Posted

კიდურა განათებები არანაირად არ უხდება

მაგ განათებებზე რატომღაც ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამ ლეპს Alienware-ობა უნდა.

Posted

მაგ განათებებზე რატომღაც ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამ ლეპს Alienware-ობა უნდა.

უნდოდეს რა მოხდა, ოცნებას ლეპი არ გადაუწვავსო :D დიზაინით საკმად შორსაა იმისგან

Posted

ეს ბევრად ჯობია ალიენვერას გაგრილების სისტემით :) MSI ის საკუთარ გაგრლების სისტემას იყენებს რაღაც ახალს მაგრამ რას კონკრეტულად არ ვიცით

Posted

ეს ბევრად ჯობია ალიენვერას გაგრილების სისტემით :) MSI ის საკუთარ გაგრლების სისტემას იყენებს რაღაც ახალს მაგრამ რას კონკრეტულად არ ვიცით

გაგრილებით ჯობია, შეიძლება სიმძლავირთაც მაგრამ ეს განათებები alienware-თან ახლოსაც ვერ მიიყვანს დიზაინით

Posted

ეს განათებები alienware-თან ახლოსაც ვერ მიიყვანს დიზაინით

ნათურებმა მაინც გამახსენეს :chojinfc:

Posted

გაგრილებით ჯობია, შეიძლება სიმძლავირთაც მაგრამ ეს განათებები alienware-თან ახლოსაც ვერ მიიყვანს დიზაინით

ეს პირველი მოდელი არაა ასეთი განათებით ამ სერიას ოდითგანვე ასეთი ლედ განათება ქონდა გარშემო და კლავიატურაზე

Posted

ეს პირველი მოდელი არაა ასეთი განათებით ამ სერიას ოდითგანვე ასეთი ლედ განათება ქონდა გარშემო და კლავიატურაზე

კიდე უარესი :D

ვერ მიხვდნენ რომ დიზაინერი ყავთ შესაცვლელი

  • Upvote 1
Posted

კიდე უარესი :D

ვერ მიხვდნენ რომ დიზაინერი ყავთ შესაცვლელი

:905:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.