Jump to content

Recommended Posts

Posted

ორიოდე დღის წინ კომპანია Olympus-მა წარმოადგინა ყველაზე გრძელფოკუსიანი კომპაქტური "ზუმ" ფოტოკამერა Olympus SP-810UZ.

mwifh.jpg

"გლეხური" ენით რომ ვთქვათ, მას აქვს 36-ჯერადი ზუმი. ბაზარზე აქამდეც არსებობდა მსგავსი ზუმის მქონე კამერები, მაგალითად Nikon P500-იც აღჭურვილია 36x ზუმით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნიკონის ზუმი გახლავთ 22.5-810mm ფოკუსის სიგრძის ექვივალენტური ლინზით აღჭურვილი, ხოლო Olympus-ის ფოკუსური სიგრძე 24-864mm-ს ექვივალენტურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Olympus-ის 36-ჯერადი ზუმი უფრო "შორსმხედველია", ვიდრე nikon-ის ანალოგი.

სხვამხრივ ეს გახლავთ ჩვეულებრივი "ჰიბრიდი", 14 მეგაპიქსელიანი 1/2.3" ფორმატის CCD ტიპის სენსორით, 720p ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალებით, გამოსახულების სტაბილიზაციით (რაც ეგზომ აუცილებელია ასეთი დიდი ზუმის დროს), ISO 80-3200 შუქმგრძნობელობითა და f/2.9-5.7 დიაფრაგმით (რაც საკმაოდ კარგია მსგავს ფოკუსურ მანძილზე).

6in6k.jpg

SP-810UZ-ს აგრეთვე გააჩნია 3D ფოტოგადაღების ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ერთ საგანს ორი ფოტო გადაუღოს (რათქმაუნდა სხვადასხვა კუთხიდან), შემდეგ კი აპარატი ავტომატურად გააერთიანებს მათ ერთ 3D-სურათში. თუმცა რამდენად მოხერხებულია ერთლინზიანი კამერით 3D სურათის გადაღება - სულ სხვა საკითხია.

dixf2.jpg

კამერას აქვს სცენის 16 რეჟიმი, 0.5-6.2 მეტრზე მომუშავე მაშუქი, 10 ციფრული ფილტრი, USB, Mini HDMI, AV და დენის DC მაერთებელი. აღჭურვილია 230000 წერტილიანი 3-დუიმიანი LCD დისპლეით. იწონის "სულ რაღაც" 416 გრამს, გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა და 330 დოლარი ეღირება.

დაწვრილებით იხილეთ ინფორმაციის წყარო

  • Upvote 5
Posted

მომეწონა ვაფასებ ოლიმპუსის შრომა ნეტა რამდენა კონკურენტ უნარიან პენტაქს X 90 წინააღმდეგ ???

უნდა ავღნიშნო სადა შესახედაობისაა და პნოპკებით არაა გადატენილი პანელი :D

Posted

ვა კაი გემრიელი ზუმი ქონია.

მშვენიერი კამერაა

Posted

ვაჰ ამოიქაჩა ეს თემა? გამეხარდა :)

მიშა sample image-ბი ხომ არ გაქვს შემთხვევით?

სემპლები არ არის გიო ჯერ, ალბათ აგვისტოს ბოლოსკენ დაიდება, გაყიდვაში გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.

მომეწონა ვაფასებ ოლიმპუსის შრომა ნეტა რამდენა კონკურენტ უნარიან პენტაქს X 90 წინააღმდეგ ???

უნდა ავღნიშნო სადა შესახედაობისაა და პნოპკებით არაა გადატენილი პანელი :D

ფოტოს ხარისხის მხრივ არამგონია დიდი განსხვავება იყოს, X90-ს ზუმის სიდიდით აჯობებს და ვიდეოს ხარისხით ალბათ. სხვა რადიკალურ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ.

ვა კაი გემრიელი ზუმი ქონია.

მშვენიერი კამერაა

მინდა ერთი 1000mm-იანი ობიექტივი ჩემთვის მეც, თუნდაც f/8 ჰქონდეს.

Posted

f/8 რაარის?

Posted

f/8 რაარის?

დიაფრაგმის ფარდობითი ზომა. f/8 პატარაა. ჩვეულებრივ "კიტ" ლინზებს f/3.5-5.6 აქვთ, ძლიერ ლინზებს f/1.8-დან f/2.8-მდე და სუსტებს f/5.6-ზე მაღალი... f/8-ით ISO 100-ზე 1/30 წამი მაინც დაგჭირდება უბრალო (ანუ არაიდეალური) განათებისას, ფაქტობრივად სულ შტატივით უნდა იღო ფოტოები.

დაწვრილებით თუ გაინტერესებს ამ თემაში "დიაფრაგმა" განყოფილება გადაიკითხე:

Posted

მადლობა გავიგე :)

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.