მიშა Posted July 28, 2011 Posted July 28, 2011 ორიოდე დღის წინ კომპანია Olympus-მა წარმოადგინა ყველაზე გრძელფოკუსიანი კომპაქტური "ზუმ" ფოტოკამერა Olympus SP-810UZ. "გლეხური" ენით რომ ვთქვათ, მას აქვს 36-ჯერადი ზუმი. ბაზარზე აქამდეც არსებობდა მსგავსი ზუმის მქონე კამერები, მაგალითად Nikon P500-იც აღჭურვილია 36x ზუმით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნიკონის ზუმი გახლავთ 22.5-810mm ფოკუსის სიგრძის ექვივალენტური ლინზით აღჭურვილი, ხოლო Olympus-ის ფოკუსური სიგრძე 24-864mm-ს ექვივალენტურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Olympus-ის 36-ჯერადი ზუმი უფრო "შორსმხედველია", ვიდრე nikon-ის ანალოგი. სხვამხრივ ეს გახლავთ ჩვეულებრივი "ჰიბრიდი", 14 მეგაპიქსელიანი 1/2.3" ფორმატის CCD ტიპის სენსორით, 720p ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალებით, გამოსახულების სტაბილიზაციით (რაც ეგზომ აუცილებელია ასეთი დიდი ზუმის დროს), ISO 80-3200 შუქმგრძნობელობითა და f/2.9-5.7 დიაფრაგმით (რაც საკმაოდ კარგია მსგავს ფოკუსურ მანძილზე). SP-810UZ-ს აგრეთვე გააჩნია 3D ფოტოგადაღების ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ერთ საგანს ორი ფოტო გადაუღოს (რათქმაუნდა სხვადასხვა კუთხიდან), შემდეგ კი აპარატი ავტომატურად გააერთიანებს მათ ერთ 3D-სურათში. თუმცა რამდენად მოხერხებულია ერთლინზიანი კამერით 3D სურათის გადაღება - სულ სხვა საკითხია. კამერას აქვს სცენის 16 რეჟიმი, 0.5-6.2 მეტრზე მომუშავე მაშუქი, 10 ციფრული ფილტრი, USB, Mini HDMI, AV და დენის DC მაერთებელი. აღჭურვილია 230000 წერტილიანი 3-დუიმიანი LCD დისპლეით. იწონის "სულ რაღაც" 416 გრამს, გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა და 330 დოლარი ეღირება. დაწვრილებით იხილეთ ინფორმაციის წყარო 5 Quote
L3onidas Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 მომეწონა ვაფასებ ოლიმპუსის შრომა ნეტა რამდენა კონკურენტ უნარიან პენტაქს X 90 წინააღმდეგ ??? უნდა ავღნიშნო სადა შესახედაობისაა და პნოპკებით არაა გადატენილი პანელი :D Quote
OverDozeD Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 მშვენიერია მიშა sample image-ბი ხომ არ გაქვს შემთხვევით? Quote
მიშა Posted July 31, 2011 Author Posted July 31, 2011 ვაჰ ამოიქაჩა ეს თემა? გამეხარდა მიშა sample image-ბი ხომ არ გაქვს შემთხვევით? სემპლები არ არის გიო ჯერ, ალბათ აგვისტოს ბოლოსკენ დაიდება, გაყიდვაში გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. მომეწონა ვაფასებ ოლიმპუსის შრომა ნეტა რამდენა კონკურენტ უნარიან პენტაქს X 90 წინააღმდეგ ??? უნდა ავღნიშნო სადა შესახედაობისაა და პნოპკებით არაა გადატენილი პანელი ფოტოს ხარისხის მხრივ არამგონია დიდი განსხვავება იყოს, X90-ს ზუმის სიდიდით აჯობებს და ვიდეოს ხარისხით ალბათ. სხვა რადიკალურ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. ვა კაი გემრიელი ზუმი ქონია. მშვენიერი კამერაა მინდა ერთი 1000mm-იანი ობიექტივი ჩემთვის მეც, თუნდაც f/8 ჰქონდეს. Quote
მიშა Posted July 31, 2011 Author Posted July 31, 2011 f/8 რაარის? დიაფრაგმის ფარდობითი ზომა. f/8 პატარაა. ჩვეულებრივ "კიტ" ლინზებს f/3.5-5.6 აქვთ, ძლიერ ლინზებს f/1.8-დან f/2.8-მდე და სუსტებს f/5.6-ზე მაღალი... f/8-ით ISO 100-ზე 1/30 წამი მაინც დაგჭირდება უბრალო (ანუ არაიდეალური) განათებისას, ფაქტობრივად სულ შტატივით უნდა იღო ფოტოები. დაწვრილებით თუ გაინტერესებს ამ თემაში "დიაფრაგმა" განყოფილება გადაიკითხე: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.