X-treme user Posted July 27, 2011 Posted July 27, 2011 ტაივანური მწარმოებელი MSI გამოსაშვებად ამზადებს Sandy Bridge-ზე დაფუძნებულ ნოუთბუქ GE620DX-ს, რომელიც ორიენტირებულია გეიმერებზე და მას გააჩნია 15.6-დუიმიანი (1366x768) LED-backlit დისპლეი, სასიამოვნო პრიალა მეტალის ზედაპირი და შესანიშნავი ხმის სისტემა. პროდუქტის წონა 2.4 კგ-ია და აღჭურვილია 2.0 გჰზ-ის მქონე, Core i7-2630QM quad-core პროცესორით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, 750 გბ-მდე მყარი დისკით (5400/7200 RPM-ით), GeForce GT 555M 2GB გრაფიკული ბარათით და DVD-ჩამწერით ან Blu-ray წამყვანით. ლეპტოპის შემადგენლობაში აგრეთვე შედის THX TruStudio Pro-enhanced სპიკერები, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.1, მულტი-ფორმატული ქარდ-რიდერი, HD ვებ-კამერა, ორი USB 3.0 პორტი, D-Sub და HDMI, 6-უჯრედიანი (4400 mAh) ელემენტით და GPU Boost-ით (გრაფიკის გადართვით), Cinema Pro (გამოსახულების რეგულირება), Turbo Battery+ (კვების მართვა) ტექნოლოგიებით. GE620DX მუშაობს Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაზე, ხოლო მისი ღირებულება და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. TC Magazine 2 Quote
Barca Posted July 27, 2011 Posted July 27, 2011 კარგი ნოუთია ძალიან ,თუ ფასმა არ გაუფუჭა ეს სიკარგე :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.