Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Cooler Master-ის ასორტიმენტს შეემატა პროცესორისთვის განკუთვნილი გაგრილების სისტემა Hyper 612S. მწარმოებლის სიტყვებით, ნაწარმი დაპროექტებულია ისეთი გათვლით, რომ მან მაქსიმალურად უზრუნველყოს სითბოს მოცილების საკითხი. ამისათვის კი, კონსტრუქციაში შესულია ექვსი სითბური მილაკი და ორი რადიატორი, რომლის ფირფიტების ფორმებიც კი სპეციალურად ზემოაღნიშნული მიზნისთვის არის გათვლილი. ჰაერის ნაკადის წარმოქმნაზე ზრუნავს 120 მმ-იანი ფენი და შესაძლებელია იდენტური ზომის, მეორე ასეთი პროდუქტის დაყენება.

SR5YZQo4.jpg

n603a4Qr.jpg

კონსტრუქციის გაბარიტები შეადგენს 140 x 128 x 163 მმ-ს, ხოლო მასა კი - 806 გ-ს. ფენი ასრულებს 1300 ბრ/წთ-ში ±10%, რაც შეესაბამება 1,493/წთ ჰაერისა და 22,5 დბ ხმაურის დონეს. თუ მისი კვებისთვის გამოყენებულ იქნება 'უხმაურო რეჟიმის გადამყვანი', მაშინ ბრუნვების ოდენობა დაეცემა 900-მდე, ნაკადი 13/წთ-მდე, ბოლო მახასიათებელი კი - 16,1 დბ-მდე.

P9zefRE9.jpg

PUVP4k4U.jpg

Hyper 612S ქულერი თავსებადია პროცესორის Intel LGA1366, 1156, 1155 და 775, AMD AM3, AM2+ და AM2 ბუდეებთან. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია სექტემბერში, 45 ევროდ.

  • Upvote 3
Posted

რეკლამა კი კარგი აქვს, მაგრამ ნეტა მართლა ეფექტური იქნება თუ არა.

Posted

Hyper 612 PWM - ეს მოდელი ბევრად უკეთესია Hyper 612S-ზე, ნუ როგორც ვნახე სპეციფიკაციებიდან გამომდინარე.

Hyper612series_01.jpg

Hyper612series_04.jpgHyper612series_05.jpg

Posted

6 არხიანი სპილენძის კონტურები აქვს და არამგონია გაგრილების პრობლემა შეექმნას. +1

Posted

6 არხიანი სპილენძის კონტურები აქვს და არამგონია გაგრილების პრობლემა შეექმნას. +1

+1 :xelebi:

Posted

PWM-ს მეტი ჰაერგამტარობა ჰქონია.

რეგულირებადია თან ამასთანავე, ბრუნების რაოდენობაც ტემპერატურის ზრდასთან ერთად იმატებს და ჰაერის შებერვის ნაკადიც იმატებს... მე PWM-ს ავიღებდი რავიცი მაინც :xelebi: ისე უფრო უკეთესს ველოდი მე რატომღაც, Cooler Master Hyper 212 Plus-ზე ოდნავ მძლავრია... ისე კი Cooler Master-ის პროცესორის გაგრილების სისტემებიდან მაინც Cooler Master Hyper N620-ს ვანიჭებ უპირატესობას. ამაზე მძლავრი ამ მწარმოებლის ჯერ არ გამოუშვია თუ არ ვცდები...

Posted

სანაძლეოს დავდებ, მინიმუმ 10 ევროთი ძვირი ეღირება S-თან შედარებით.

Posted

სანაძლეოს დავდებ, მინიმუმ 10 ევროთი ძვირი ეღირება S-თან შედარებით.

კი ეგრე იქნება ალბათ :xelitavi: ცოტაც დავამატოთ მაშინ და ამას Thermaltake Frio OCK ყიდვა ჯობია... :xelebi: მე მეძვირება მაინც ამ ქულერისთვის ეს ფასი... :chojinfc:

Posted

Cooler Master-ს V6GT-იც, V8-ც საკმაოდ კარგი ქულერები აქვს და გაგრილების საკითხი არ შეეშლება. ფასი ნორმალურია, თან პრაქტიკაშიც არ გვინახავს და მხოლოდ მონაცემებით მსჯელობა არ ღირს ჩემი აზრით..

Posted

CM V8_ს i7-950_სთვის მიქონდა დღეს ერთს, მაგრამ კეისში არ ჩაეტია იმხელა მონსტრია... :)

p.s.-მგონი Hyper 612 აჯობებს შედეგებით, v8_ის კონტურები სპილენძის არ არის და მგონი უკეთესი შედეგი 612_ს უფრო უნდა ქონდეს ჩემი გათვლებით.

87049.jpg

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.