Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASRock-მა თავის ასორტიმენტს შემატა mini-ITX ზომის და Intel Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფა Z68M-ITX/HT, რომელიც პირველ რიგში, განკუთვნილია HTPC-ების შესაქმნელად, რაზეც მეტყველებს კომპლექტში შესული დისტანციური მართვის პულტი. პროდუქტი გათვლილია LGA1155 სოკეტის Intel Sandy Bridge პროცესორებისთვის და აღჭურვილია კვების ოთხფაზიანი სქემით, DDR3-2133 მეხსიერების მოდულების ორი სლოტით, ამდენ-ამდენივე SATA 6/SATA 3 გბიტ/წმ პორტით, ხოლო გაფართოების შესაძლებლობები წარმოდგენილია PCI-Express x16-ით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს Gigabit Ethernet გასასვლელი, მრავალარხიანი (7.1) ხმის კოდეკი, ორი USB 3.0 და ერთი eSATA. ნაწარმის გამოყენების პრიორიტეტულ სფეროს გათვალისწინებით, ადგილზეა D-Sub, DVI და HDMI-იც.

bf6f206615c135e20d8d0980142f0520.jpg

0eb0f554116a9255d882802c161fea13.jpg

მწარმოებელი აგრეთვე აღნიშნავს ტექნოლოგია LucidLogic Lucid, Smart Response Technology, XFast LAN და XFast USB-ის მხარდაჭერას და UEFI BIOS-ის არსებობას. ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 4
Posted

როგორც ჩანს, Lucid Virtu იგულისხმება.. დაწვრილებით აქ წაიკითხავ

Posted

ანუ lucid hydra ჩიპის გარეშე სხვადასხვა ვიდეო ჩიპების გადაბმა

ანუ აქ ეხლა ერთი PCI-s სლოტია და ინტეგრირებულ ვიდეოსთან გადბმაზეა საუბარი როგორც ჩანს

Posted

ანუ lucid hydra ჩიპის გარეშე სხვადასხვა ვიდეო ჩიპების გადაბმა

ანუ აქ ეხლა ერთი PCI-s სლოტია და ინტეგრირებულ ვიდეოსთან გადბმაზეა საუბარი როგორც ჩანს

ინტ. და PCI გრაფიკული ბირთვების გადაბმა რატომღაც მხოლოდ ახალ AMD-ს სისტემაზე ვიცოდი

Posted

მეც ვნახე ამ მაზერზე იფნო გურუ3დ-ზე ASRock Z68-ITX Motherboard for Compact HTPCs http://guru3d.com/news/asrock-z68itx-motherboard-for-compact-htpcs-/ ხო კომპაქტური HTPC იდეალური იქნება ალბათ

  • 5 weeks later...
Posted

ASRock Z68 Extreme 7 motherboard with PCIe 3.0 revealed http://guru3d.com/news/asrock-z68-extreme-7-motherboard-with-pcie-30-revealed/

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.