Jump to content

Recommended Posts

Posted

ალბათ გეცოდინებათ, რომ Intel-ი სექტემბერში აპირებს LGA 1155 პროცესორების ახალი მოდელების წარდგენას, რომლებიც მიიღებენ სავაჭრო მარკა Celeron-ს. განახლდება იგივე სახელწოდების მობილური პროცესორების ასორტიმენტიც და აგრეთვე Atom-ის ყველა კატეგორიის CPU-ები.

სინგაპურის ვებ-გვერდი VR-Zone ფლობს დამატებით ინფორმაციას აღნიშნული პროდუქციის შესახებ, რომლებიც გამოშვებულ იქნებიან მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. 35 ვ-იანი TDP-თი თავს მოიწონებენ პროცესორები 'T' ასო-ბგერას - მოდელის სახელწოდებაში:



  • Core i3-2120T -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 2.6 გჰზ, 3 მბ კეში, $127;
  • Pentium G630T -> ორი ბირთვი, 2.3 გჰზ, 3 მბ კეში, $70;
  • Pentium G530T -> ორი ბირთვი, 2.0 გჰზ, 2 მბ კეში, $47.

პროცესორებს შორის TDP-ს უფრო მაღალი დონით, დაგეგმილია შემდეგი პრემიერები:



  • Core i5-2320 -> ოთხი ბირთვი, 3.0 გჰზ, 6 მბ კეში, $177;
  • Core i3-2130 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.4 გჰზ, 3 მბ კეში, $138;
  • Core i3-2125 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.3 გჰზ, 3 მბ კეში, $134;
  • Pentium G860 -> ორი ბირთვი, 3.0 გჰზ, 3 მბ კეში, $86;
  • Pentium G630 -> ორი ბირთვი, 2.7 გჰზ, 3 მბ კეში, $64.

გარდა ამისა, ოქტომბერში, კომპანია Intel-ი შეამცირებს Core i3 და Pentium სერიის ზოგიერთ პროცესორის ღირებულებასაც.

  • Upvote 5
Posted

ანუ ჯერ ახალ სოკეტზე არ გადადიან?

Posted

X-treme user

ვაა რა მაგარი პოსტია, :thumbsup: ეს გატვლილია ანუ იმ ხალხის რაოდენობაზე, რომლებსაც არა აქ საშუალება ააწყონ კომპიუტერები ი7-ებზე და არც საშუალება აქვთ იმის რომ ი3-ებზეც და ეტყობა სწორედ ამიტომ აკლებს ინტელი ფასებს ი3-ებს, რადგან უფრო მეტმა შეიძინოს ახალი სოკეტის პროცესოები, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძაან მაგარი იქნება, ესეიგი ავტომატურად აქაც დაეცემა ფასები, მაგარია ძაან.

  • Upvote 1
  • 4 weeks later...
Posted

ამ შემოდგომას, კორპორაცია Intel-ი გეგმავს ახალი პროცესორების წარდგენას ბაზრის საშუალო ღირებულების და ბიუჯეტურ სეგმენტში: Core i5-2320, Core i3-2130, Core i3-2125, Pentium G860 და Pentium G630 სტანდარტული სითბოს გამოყოფით და ენერგოეფექტური Core i3-2120T და Pentium G630T. ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია ცხრა აქტუალური მოდელის გაიაფება, რომელთაგანაც ექვსი ეკონომიურ CPU-ებს განეკუთვნება.

sjc1TrLQ.png

ოქტომბერში დაიკლებს ფასები 'ჩვეულებრივ' Core i3-2120 (-$21), Pentium G630 (-$11) და Pentium G850 (-$11)-ზე, ხოლო სექტემბერში კი, 4-დან 12$-ით უფრო ხელმისაწვდომი გახდება 35, 45 და 65 ვ-იანი, II თაობის Core პროცესორებიც.

  • Upvote 1
Posted

თავის თავს ებრძვის ინტელი თუ AMD-ს? :)

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.