X-treme user Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ალბათ გეცოდინებათ, რომ Intel-ი სექტემბერში აპირებს LGA 1155 პროცესორების ახალი მოდელების წარდგენას, რომლებიც მიიღებენ სავაჭრო მარკა Celeron-ს. განახლდება იგივე სახელწოდების მობილური პროცესორების ასორტიმენტიც და აგრეთვე Atom-ის ყველა კატეგორიის CPU-ები. სინგაპურის ვებ-გვერდი VR-Zone ფლობს დამატებით ინფორმაციას აღნიშნული პროდუქციის შესახებ, რომლებიც გამოშვებულ იქნებიან მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. 35 ვ-იანი TDP-თი თავს მოიწონებენ პროცესორები 'T' ასო-ბგერას - მოდელის სახელწოდებაში: Core i3-2120T -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 2.6 გჰზ, 3 მბ კეში, $127;Pentium G630T -> ორი ბირთვი, 2.3 გჰზ, 3 მბ კეში, $70;Pentium G530T -> ორი ბირთვი, 2.0 გჰზ, 2 მბ კეში, $47. პროცესორებს შორის TDP-ს უფრო მაღალი დონით, დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: Core i5-2320 -> ოთხი ბირთვი, 3.0 გჰზ, 6 მბ კეში, $177;Core i3-2130 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.4 გჰზ, 3 მბ კეში, $138;Core i3-2125 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.3 გჰზ, 3 მბ კეში, $134;Pentium G860 -> ორი ბირთვი, 3.0 გჰზ, 3 მბ კეში, $86;Pentium G630 -> ორი ბირთვი, 2.7 გჰზ, 3 მბ კეში, $64. გარდა ამისა, ოქტომბერში, კომპანია Intel-ი შეამცირებს Core i3 და Pentium სერიის ზოგიერთ პროცესორის ღირებულებასაც. Overclockers.ru 5 Quote
Harmony Lines Posted July 25, 2011 Posted July 25, 2011 X-treme user ვაა რა მაგარი პოსტია, ეს გატვლილია ანუ იმ ხალხის რაოდენობაზე, რომლებსაც არა აქ საშუალება ააწყონ კომპიუტერები ი7-ებზე და არც საშუალება აქვთ იმის რომ ი3-ებზეც და ეტყობა სწორედ ამიტომ აკლებს ინტელი ფასებს ი3-ებს, რადგან უფრო მეტმა შეიძინოს ახალი სოკეტის პროცესოები, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძაან მაგარი იქნება, ესეიგი ავტომატურად აქაც დაეცემა ფასები, მაგარია ძაან. 1 Quote
X-treme user Posted August 17, 2011 Author Posted August 17, 2011 ამ შემოდგომას, კორპორაცია Intel-ი გეგმავს ახალი პროცესორების წარდგენას ბაზრის საშუალო ღირებულების და ბიუჯეტურ სეგმენტში: Core i5-2320, Core i3-2130, Core i3-2125, Pentium G860 და Pentium G630 სტანდარტული სითბოს გამოყოფით და ენერგოეფექტური Core i3-2120T და Pentium G630T. ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია ცხრა აქტუალური მოდელის გაიაფება, რომელთაგანაც ექვსი ეკონომიურ CPU-ებს განეკუთვნება. ოქტომბერში დაიკლებს ფასები 'ჩვეულებრივ' Core i3-2120 (-$21), Pentium G630 (-$11) და Pentium G850 (-$11)-ზე, ხოლო სექტემბერში კი, 4-დან 12$-ით უფრო ხელმისაწვდომი გახდება 35, 45 და 65 ვ-იანი, II თაობის Core პროცესორებიც. CPU World, Overclockers.ua 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.