iliko1990 Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დამმახსოვრებელი(memory) მოწყობილობის შექმნა შესძლო, რომელსაც ბიოკომპიუტერების შექმნაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ნახევრადგამტარულისგან განსხვავებით, მათი მეხსიერება რბილი და გარე ზემოქმედებების მიმართ მდგრადია, იგი მშვენივრად ფუნქციონირებს ნოტიო გარემოშიც. "არსებული მეხსიერებისგან განასხვავებით, რომელიც საკმაოდ სათუთია და მგრძნობიარე გარე ზემოქმედებების მიმართ, ჩვენს მიერ შექმნილი მოწყობილობა კონსისტენციით ყველაზე მეტად ჟელეს ჰგავს" – ამბობს მაიკლ დიკი(Dr. Michael Dickey), უნივერსიტეტის ქიმიური და ბიომოლეკულარული კვლევების კათედრის დოცენტი და ნამუშევრის ერთ-ერთი ავტორი. "ჩვენი მეხსიერების მოწყობილობა(memori device) არის რბილი და მოქნილი.მისი ფუნქციები ძალიან კარგად ეგუება ტენიან გარემოს ადამიანის ტვინის მსგავსად"- ამბობს დოქტორი დიკი(Dr. Dickey) მეხსიერების მუშაობის პრინციპი მემრისტორებისთვის ასეთის მსგავსია, რომელსაც მრავალი მკვლევარი თანამედროვე მეხსიერების მიკროსქემების მემკვიდრედ მიიჩნევენ. იქ მნიშვნელობა ნულით ან ერთიანით იშიფრება, რომელიც ელექტრონების დახმარებით ფიქსირდება. "რბილ" მეხსიერებაში დაშიფვრა იონების დახმარებით ხდება. თითოეული უჯრედი ორი ელექტროდისგან შედგება, რომელთა შორისაც სპეციალური გელია, რომელიც წყლის საფუძველზე ინდიუმისგან, ჰელიუმისგან და სხვა ნივთიერებებისგან შედგება. ამ მომენტისათვის ნამუშევარი ჯერჯერობით ძალიან დიდია მომავალ კვლევებში გამოყენებისთვისაც კი. მიუხედავად ამისა, მეცნიერები მასში უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ. ახალი მეხსიერების თვისებების წყალობით მისი დახმარებით საკვანძო დონეზე ცოცხალი მატერიისა და ელექტრონიკის ურთიერთქმედების პრობლემების გადაჭრაა შესაძლებელი. მსგავს მოწყობილობებს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ არა მარტო გამოთვლით ტექნიკაში და ბიოტექნოლოგიაში, არამედ მედიცინაშიც. engadget.com 4 Quote
f-22raptor Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ძალიან საინტერესო რამეა... მადლობა ილიკო... Quote
fashisti Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ვაა მაგარი ნიუსია მაგრამ მედიცინაში ნეტა როგორ გამოიყენებენ? ანუ თეორიულად მაგის ჩაქსოვა ტვინში იქნება შესაძლებელი? პრინციპში ყველაფერია შესაძლებელი დაველოდოთ და ვნახავთ იმედია მოვესწრებით მაგას Quote
OverDozeD Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 საინტერესოა მართლაც. გამტარობის ამბავი როგორაა ნეტა Quote
სოსო Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 საინტერესოა მართლაც. გამტარობის ამბავი როგორაა ნეტა რა გამტარობის?! ჯერ მაგის რეალურად არსებობის საკითხი გადაწყდეს :D Quote
ოთო Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ბაქტერიის მეხსიებრად გამოყენებაც ხო იყო რას აღარ მოიფიქრებენ Quote
გათი Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 რა გამტარობის?! ჯერ მაგის რეალურად არსებობის საკითხი გადაწყდეს მართალია, ეგ მასეც რომ იყოს რამდენი წლის მერე ვნახავთ რეალობაში ვინ იცის... გვარად "დიკი"-ა საწყალი. Quote
OverDozeD Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 დიკი მაინცდამაინს დიშლას არ ნიშნავს სოსო გადაწყდეს ბაზარი არაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ უკვე შესაძლებელია მსგავსი სათამაშოების შექმნა Quote
iliko1990 Posted July 22, 2011 Author Posted July 22, 2011 საინტერესოა მართლაც. გამტარობის ამბავი როგორაა ნეტა ჯერ კონცეპტია გიო და თუ რეალურად მოხდა ოდესმე მაგის განხორციელება ალბათ გამტარობაზეც შევიტყობთ ორიოდე სიტყვას ბაქტერიის მეხსიებრად გამოყენებაც ხო იყო რას აღარ მოიფიქრებენ ხო იყო.ჩინელები აკეთებდნენ ბაქტერიებისგან ვინჩესტერს.მგონი 1TB იყო მოცულობა,თუ სწორად მახსოვს და თანც "თხევადი" ვინჩესტერი.აქაც იყო ამაზე თემა Quote
fashisti Posted July 22, 2011 Posted July 22, 2011 ერთს ვიტყვი LCD მონიტორები გამოიგონეს სამოციან წლებში მაგრამ ფართო ხმარებაში 2005 წელს შემოვიდა ასევე ბევრი რამ ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს რაც დღეს შემოდის გამოყენებაში ხოდა რავიცი არამგონია რომ ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტი ახლო მომავალში გამოჩნდეს... 1 Quote
iliko1990 Posted July 22, 2011 Author Posted July 22, 2011 ხო რათქმაუნდა.ჯერ მხოლოდ სურვილია ამის გაკეთების რეალურად.ალბად რამოდენიმე წელში გვეღირსება ამის ხილვა Quote
ჯამბო Posted July 22, 2011 Posted July 22, 2011 ერთს ვიტყვი LCD მონიტორები გამოიგონეს სამოციან წლებში მაგრამ ფართო ხმარებაში 2005 წელს შემოვიდა ასევე ბევრი რამ ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს რაც დღეს შემოდის გამოყენებაში ხოდა რავიცი არამგონია რომ ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტი ახლო მომავალში გამოჩნდეს... წყარო დაიდოს ! კი მეც დარწმუნებული ვარ რო ბევრ რაღაცაზე მართლა ეგრე ხდება , ბევრზე კი არა თითქმის ყველაფერზე () , მაგრამ მაინც დადე რა წყარო სადაც მაგაზე წერია, მაინტერესებს Quote
fashisti Posted July 22, 2011 Posted July 22, 2011 წყაროსი რა გითხრა წაკითხული მაქვს სადღაც რომ სამოციან წლებში გამოიგონეს LCD და გაგიჟებული ვიყავი 45 წელი რას აკეთებდა მეთქი ეგ ტექნოლოგია აი აქ არის LCD-ის ისტორია http://lcdpanal.blogspot.com/2008/04/liquid-crystal-was-discovered-by.html http://en.wikipedia.org/wiki/Liquid_crystal_display Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.