X-treme user Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა მანიპულატორი Explorer Touch Mouse, რომელიც შეუერთდება Touch Mouse და Arc Touch Mouse მოდელების მწკრივს, რადგან სქროლ-ბორბლის ნაცვლად, ის სენსორული ველით არის აღჭურვილი. გარდა ამ კომპონენტისა, მაუსმა აგრეთვე მიიღო ხუთი პროგრამირებადი ღილაკი, ხოლო გადაადგილების თვალ-ყურის სადევნელად, მასში არსებობს საფირმო ტექნოლოგია BlueTrack. როგორც იუწყებიან, ის იძლევა პროდუქტის სხვადსხვაგვარ ზედაპირზე გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის დივანებსა და ხალიჩებზე. მწარმოებლის თქმით, Explorer Touch Mouse-ს უნარი შესწევს, რომ კვების წყაროს შეუცვლელად იმუშაოს 1,5 წელიწადი, ხოლო კომპიუტერთან კავშირისათვის კი, გამოიყენება რადიოარხი. კომპლექტში შესულია USB-ინტერფეისის მქონე, მინიატურული მიმღები. ნაწარმის გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება იქნება 49,95$. მყიდველს შეეძლება არჩევანის გაკეთება ოთხიდან ერთ ფერზე, ესენია: შავი, რუხი, წითელი და მოწითალო-მოყავისფრო. IXBT 4 Quote
სოსო Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 კვების წყაროს შეუცვლელად იმუშაოს 1,5 წელიწადი, ანუ ელემენტის შეუცვლელად??? სხვადსხვაგვარ ზედაპირზე გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის დივანებსა და ხალიჩებზე. საინტერესოა :) Quote
afulava Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 არა ნავიდუ მაგარი არ არის მაგრამ მოსახერხებელი იქნება ალბატ Quote
X-treme user Posted July 20, 2011 Author Posted July 20, 2011 ანუ ელემენტის შეუცვლელად??? საინტერესოა ხო, ეგ იგულისხმება Quote
ჯამბო Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 არადა კაი ვიდი აქვს რას ერჩით უბრალოდ წინ ნამეტანი "დაბრტყელებული" მეჩვენება რატომღაც :ugly_confused2: Quote
გათი Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 არადა კაი ვიდი აქვს რას ერჩით უბრალოდ წინ ნამეტანი "დაბრტყელებული" მეჩვენება რატომღაც arc touch-იც მასეთი ბრტყელი იყო მაგრამ ფორმის შეცვლა შეიძლებოდა და ეს მგონი გაშეშებულია :thumbdown: Quote
fashisti Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ნუ რავიცი დიზაინის რა გითხრათ მაგრამ 1.5 წელიწადმა და ახალ ტექნოლოგიებმა ნამდვილად მომხიბლა Quote
გათი Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ნუ რავიცი დიზაინის რა გითხრათ მაგრამ 1.5 წელიწადმა და ახალ ტექნოლოგიებმა ნამდვილად მომხიბლა მაიკროსოფტის სხვა მაუსებიც თითქმის მაგდენი ხანი ცოცხლობენ ერთ ელემენტზე. 1 წელიწადი და ცოტა მეტი. Quote
OverDozeD Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 მადლობა ნიუსისთვის. 1.5 წელიწადი დიდი არაფერი სიახლეა, ჩემ ლოგიტეჩის კომბოს 3 წელი უწერია ოფიციალურად. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.