Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად რეგულარულად გავრცელებელი ხმების, დესქტოპ-პროცესორ AMD FX-Series (Bulldozer)-ების გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით, რომელთა დებიუტიც, ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია ოქტომბრამდე არ შედგეს, კომპანია ASRock-მა გადაწყვიტა არ დალოდებოდა ზღვის ამინდს და ოფიციალურად დაანონსა სისტემური დაფა Fatal1ty 990FX Professional, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ CPU-ებთან მუშაობაზე. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ნაწარმი დამზადებულია ვიდეოთამაშების სფეროში განთქმულ გურუ - ჯონათან 'Fatal1ty' ვენდელთან თანამშრომლობით, ხოლო საფუძვლად მას უდევს ჩიპსეტი AMD 990FX.

28ad26a79c6e29ba150d49b7f4463e04.jpg

ATX ფორმ-ფაქტორში აგებული დედადაფა უნდა გახდეს ტაივანური მწარმოებლის ფლაგმანური გადაწყვეტილება AM3+ პლატფორმაზე და შეუძლია შემოგვთავაზოს მყარი კონდენსატორების მქონე ციფრული V12+2 ფაზური კვების სისტემა და Fatal1ty Mouse Port - მოთხოვნის რეგულირებად სიხშირეს 125-დან 1000 ჰზ-ის ფარგლებში, გეიმერული მაუსების დაკავშირებისათვის. გარდა ამისა, პროდუქტის აღჭურვილობაში შედის სამი PCI-Express x16 გაფართოების სლოტი - CrossFireX და SLI რეჟიმების მხარდაჭერით, ოთხი ცალი - DDR3 2100 მოდულებისათვის, 32 გბ მეხსიერების ტევადობით და ექვსი SATA 6.0 Gbps პორტი.

0efd7e75e234efe017e6402e1a547c37.jpg

ASRock Fatal1ty 990FX Professional-ის შემადგენლობაში მოიპოვება Gigabit Ethernet-ის ორმაგი გასასვლელი XFast LAN გადაწყვეტილებით - ქსელური შესაძლებლობების მართვისათვის და ასევე, საერთო ჯამში, ექვსი USB 3.0 პორტი - XFast USB ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის სისწრაფის ზრდას. გარდა ამისა, ადგილზეა PCI-Express x1 და PCI სლოტების წყვილი, ერთი FireWire და ორი eSATA, ფუნქცია Graphical UEFI, 7.1-არხიანი ხმის მხარდაჭერა და გადადების შუქდიოდური ინდიკატორი - Power, Reset და Clear CMOS ღილაკებთან ერთად. 305 x 244 მმ ზომების მქონე დაფის გაყიდვების დაწყების თარიღისა და ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

  • Upvote 9
Posted

ASRock აღარ ხუმრობს spiteful.gif

Posted

ესეც MSI 990FXA-GD80 აბზორი გურუ3დ-ზეც http://www.guru3d.com/article/msi-990fxa-gd80-review/ ხო სლის და ახალი ბულდოზერის საპორტიც ქონია

Posted

ესეც MSI 990FXA-GD80 აბზორი გურუ3დ-ზეც http://www.guru3d.com/article/msi-990fxa-gd80-review/ ხო სლის და ახალი ბულდოზერის საპორტიც ქონია

ძალიან მაგარი მაზერია მაგრამ მე მაგას ეს ვამჯობინე და ჩამოვიტან კიდეც ცოტახანში http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813128508

როგორც კი ჩემ პროცესორს და მაზერს გავყიდი ეგრევე უნდა შევუკვეთო :mameda:

  • 9 months later...
Posted

სლის და კროსფაირის ტესტიროვკა ამ მაზერზე http://www.overclockers.ru/lab/46934/Izuchenie_processorozavisimosti_SLI_i_CrossFireX_chast_2_platforma_AM3.html

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.