მიშა Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 ფოტოინდუსტრიაში ჩემმა ერთ-ერთმა ფავორიტმა კომპანია Pentax-მა დააანონსა საშუალო ფორმატის პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერის - Pentax 645D-ს შეზღუდული ვერსია, სახელწოდებით "Pentax 645D Grand Prix limited edition". ეს გახლავთ 40 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერის სპეციალური გამოშვება, რომელიც Camera Grand Prix-ის წლევანდელ ცერემონიაზე იქნა წარდგენილი (თუ ჯერ არ იქნა და მომავალში იქნება, ზუსტად არ ვიცი როდის ტარდება ზემოხსენებული მოვლენა ). მწარმოებელი გვიმალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით გამოუშვებენ ამ წითელ კუბიკს. თუმცა ის იღბლიანები, ვინც 645D GPLE-ს შეძენას შეძლებენ, აუცილებლად იამაყებენ ხის ყუთში ჩადებული, ლაკით დამშვენებული წითელი კორპუსის მქონე კამერით, რომელსაც ტყავის "საყელურიც" მოყვება. კამერის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებია გალაკული კორპუსი, Pentax-ის მოოქროვილი ლოგო, ტყავის (სინთეტიური ტყავის ) საყელური წარწერით "Camera GP 2011 Camera of The Year" და PENTAX 645D-ს ლოგოთი, ინდივიდუალური სერიული ნომრით, რომელიც შეზღუდულ სერიაზე მიგვითითებს, პრიალა შავი ხუფით, რომელიც სპეციალურად ამ სერიისთვის შექმნეს და Backlight-ით აღჭურვილი LCD დისპლეი. აპარატი თავსებადია O-GPS1 მოდელის GPS მოწყობილობასთან. შეგახსენებთ, რომ Pentax 645D კომპანიის ფლაგმანია, იგი საშუალო ფორმატის კატეგორიის 40 მეგაპიქსელიანი (7264x5440) ფოტოკამერაა, რომელზედაც "D FA" და "645" სერიის ნებისმიერი ობიექტივი დგება, იღებს 14-ბიტიან RAW ფაილებს, აქვს თარაზო (კამერის გასწორებისთვის) და ბევრი სხვა სასარგებლო დეტალი. სტანდარტული ვერსია 10000$ ღირს, ხოლო რა ეღირება GPLE - ცნობილი არ არის.P.S. დიდი მადლობა მათ, ვინც იპარავს სიახლეებს ჩვენი საიტიდან. თქვენ გამო მომიწია ფოტოების ჩვენი საიტის ლოგოთი დამახინჯება :xelitavi: 6
მიშა Posted July 15, 2011 Author Posted July 15, 2011 35მმ-იანზე დიდი სენსორი აქვს და მაგას ნიშნავს :babu:
westsider Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 ვიზუალურად მაგარია ძაან ტექნიკურად ვერ ვერკვევი და ვინც ერკვევა შეაფასებენ :)
მიშა Posted July 15, 2011 Author Posted July 15, 2011 ჩემი ღრმა რწმენით, შეზღუდულ სერიებს უფრო მეტად ვიზუალი გამოარჩევს, ვიდრე ტექნიკური შესაძლებლობები.
L3onidas Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 ვაიმე მომშივდა ისეთი ლამაზია :D: როგორც ვიცი 10K მდე ეღირებაო ხო ?
Vako™ Posted July 30, 2011 Posted July 30, 2011 Pentax-ზე ბევრი კარგი რამე მაქვს გაგონილი მარა სანამ ჩემით არ გამოვცდი ვერ დავრწმუნდები :D
გათი Posted August 1, 2011 Posted August 1, 2011 Pentax K-r მომცა და ოფიციალურად anticannon-ისტი გამოვალ :D
მიშა Posted August 1, 2011 Author Posted August 1, 2011 Pentax K-r მომცა და ოფიციალურად anticannon-ისტი გამოვალ Antigrammar :SNEMOTICON13:
მიშა Posted August 1, 2011 Author Posted August 1, 2011 http://www.adorama.com/IPX645D.html მდა. ცალკე ბოდი 10K ღირს, ცალკე ობიექტივი 5K :drug:
მიშა Posted September 20, 2011 Author Posted September 20, 2011 http://www.pentaxforums.com/reviews/pentax-645d-review-nikon-d3x/introduction.html კამერის რევიუ. Nikon D3x-თანაა შედარებული, ამის გამო ნიკონის ზომამდეა დაყვანილი ფოტოები, მაგრამ საერთო სურათს მაინც შეგიქმნით :spiteful:
walkman Posted September 20, 2011 Posted September 20, 2011 http://www.pentaxforums.com/reviews/pentax-645d-review-nikon-d3x/introduction.html კამერის რევიუ. Nikon D3x-თანაა შედარებული, ამის გამო ნიკონის ზომამდეა დაყვანილი ფოტოები, მაგრამ საერთო სურათს მაინც შეგიქმნით ვერ ვერაფერი უქნა დიდად პენტაქსმა მიუხედავად იმისა რომ ამხელა ზომის სენსორი აქვს :)
მიშა Posted September 20, 2011 Author Posted September 20, 2011 <_< "რადნოი" რეზოლუციაზე ნახე მაშინ რევიუ.
walkman Posted September 20, 2011 Posted September 20, 2011 "რადნოი" რეზოლუციაზე ნახე მაშინ რევიუ. ვახ მიშა გამაგიჟებ შენ, თითქმის 2ჯერ მეტი პიქსელით და 1.5ჯერ დიდი სენსორით რო არ აჯობოს გადასაგდებია ეგ პენტაქსი :D
მიშა Posted September 20, 2011 Author Posted September 20, 2011 უკაცრავად, ვერ ვაზროვნებ ამჟამად კარგად :(
walkman Posted September 20, 2011 Posted September 20, 2011 უკაცრავად, ვერ ვაზროვნებ ამჟამად კარგად :miyvarxar:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now