Jump to content

Recommended Posts

Posted

ყველამ კარგად იცის,რომ ტექნიკა დღითიდღე წინ მიიწევს.მეცნიერები ყოველდღე გასაოცარ "ნივთებს"(თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) ქმნიან.აი ახლა სწორედ ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ მცორეოდენს.

კარგად მოგეხსენებათ,რომ დღეისათვის ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა.მხატვრებისთვის შთაგონების წყარო ბამბუკი გახლავთ.ავტორებმა გაიხსენეს თუ როგორ აქტიურად შთანთქავს წყალს ეს მცენარე და მისი გამოცდილების მობილურ მოწყობილობაზე გადატანა გადაწყვიტეს. ასე გაჩნნდა ფუტურისტული ნოუთბუქის Plantbook კონცეპტი.

plant_book3.jpg

plant_book2.jpg

plant_book.jpg

ამ მობილური კომპიუტერის ენერგიის წყაროს სახით ჩვეულებრივ წყალს იყენებენ, მისი კონსტრუქციის ერთადერთი მოცულობითი კომპონენტია ღარში არსებული მარყუჟი, მასში საწვავის ელემენტი და წყლის რეზერვუარია განთავსებული და მასშივე იკეცება დისპლეი და კლავიატურა. საწვავის რეზერვუარში წყალი წყალბადად და ჟანგბადად იხლიჩება, პირველი კვები ელემენტად მოიხმარება, მეორე კი თავისუფლდება და ჰაერს ცოტათი მაინც ასუფთავებს.

plant_book7.jpg

plant_book7.jpg

plant_book6.jpg

plant_book5.jpg

ცილინდრის ყუაში სილიკონის ქამარია დამაგრებული. იგი ხელზე შეგიძლიათ წამოიცვათ ნოუთბუქის ტრანსპორტირებისას, დაახლოებით ისევე, როგორც დღეს ადამიანებს ქოლგები უჭირავთ. იმისათვის, რომ ელემენტი დაიტენოს, Plantbook-ი წყლით სავსე ჭიქაში იდგმება, და იმის მიხედვით რამდენადაა ბატარეა დატენილი, ქამარი მით უფრო მეტად ანათებს მწვანედ. კონცეპტის ავტორები არიან კორეელი დიზაინრები სენჯი ბეკი (Seunggi Baek) და ჰაიერიმ კიმი (Hyerim Kim).

yankodesign.com

  • Upvote 3
Posted

ვუაა :o

და სისტემური მონაცემები არ არის ცნობილი ?

Posted

ეე ეხლა უკვე მართლა ოოო :vikingi:

ესენი მალე თესლს გამოუშვებენ და რომ დათესავ ლეპტოპი გაიზრდება :SNEMOTICON13:

Posted

ვუაა :o

და სისტემური მონაცემები არ არის ცნობილი ?

გადამრევთ შენ და შენი ძმა დღეს :D

რა მონაცემები უნდა იყოს ცნობილი, 3D-შია პროსტა გაკეთებული ეს და მეტი არაფერი

Posted

გადამრევთ შენ და შენი ძმა დღეს :D

რა მონაცემები უნდა იყოს ცნობილი, 3D-შია პროსტა გაკეთებული ეს და მეტი არაფერი

ხო ახალი გაღვიძებული ვარ ნუ მომაქცევ ყურადღებას :(

Posted

ეე ჩემი ლეპტოპი... :rolleyes: დასატენად მიგდია წყალში...

პს: უი 2011 წელია?? არ უნდა მეთქვა წამომცდა ;(

Posted

ვუაა :o

და სისტემური მონაცემები არ არის ცნობილი ?

კი როგორ არა, პროცესორია bamboo 2.5 root edition, მაზერია plantcton h2o და ოპერებია root სერიიდან რომელიმე :D

ხო HDD-ზე არაფერი ეწერა

Posted

ვუაა :o

და სისტემური მონაცემები არ არის ცნობილი ?

:chojinfc: :sarcastic_hanend:

Posted

ხო კიდევ დამცინეთ :SNEMOTICON13:

კარგად რო გამოფხიზლდები გვითხარი და აღარ დაგცინებთ :D :xelitavi:

Posted

ხო კიდევ დამცინეთ :SNEMOTICON13:

რაღაცაზე ხომ უნდა გავიცინოთ, არ გაგიტყდეს :)

Posted

რაღაცაზე ხომ უნდა გავიცინოთ, არ გაგიტყდეს :)

:P არც გამტყდომია (მოვიტეხე ენა კიარა თითები)

Posted

აი ძალიან ძალიან მაინტერესებს წYლიდან როგორ უნდა დაიტენოს? ნეტა მაგ მეცნიერებმა თუ იციან რომ წYლიდან წყალბადის და ჟანგბადის მიღებას უფრო დიდი ენერგია ჭირდება ვიდრე მაგ წყალბადიდან მიღებული დენი?

Posted

აუ რა კაცობაა , მთავარია მართლა გამოუშვან , და 3დ სურათად არ დარჩეს :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.