bravosix Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 კომპანია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს მულტიდემიურ-სათამაშო პორტატულ კომპიუტერს Qosmio X770-ს Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე. ნოუთბუქი აღჭურვილია ოთხბირთვიანი Core i7-2630QM პროცესორით და ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც (2,9 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში); ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 8 გბ. შესაძლებელია ორი «შემგროვებლის» დაყენება: მყარი დისკი მოცულობით 750 გბ და 500 გბ-ანი ჰიბრიდული «ვინჩესტერი» ფლეშ-მეხსიერების მოდულით. ქვესისტემის მონაცემების შენახვის მაქსიმალური მოცულობა არის 1,25 ტბ. გრაფიკის დაუმშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი GeForce GTX 560M 1,5 გბ მეხსიერებით; დისპლეის გააჩნია 17,3-დიუმიანი დიაგონალი Full HD-გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია nVidia 3D Vision, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მოცულობით კონტენტთან მუშაობა. ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური Blu-ray-მიმღები, Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ვებ-კამერა, HDMI ინტერფეისი, USB 3.0 პორტი და სამი USB 2.0 პორტი. სიახლის ზომები — 410×270×28–42 მმ, წონა — 3,4 კგ. OS — Windows 7 Home Premium. ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 300 ევროს. 3 Quote
Barca Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 არის უკვე ამაზე თემა და ძალინ გთხოვთ წინასწარ ნახეთ ხოლმე ! მაგრამ +1 რომ არ დაიზარე მაინც :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.