Jump to content

Recommended Posts

Posted

გერმანულმა კომპანია Loewe-მ, რომელმაც პრემიუმ-კლასის ტელევიზორებისა და გასართობის სისტემების სფეროში გაითქვა სახელი, სტერეოსკოპული ტელევიზორების Individual 3D ხაზი გამოუშვა, რომელშიც 4 მოდელი შედის ეკრანების დიაგონალით: 32', 40', 46' და 55' დიუმი.

გამოსახულებაში სტერეოეფექტის შექმნისთვის კომპანია საკუთარ ჩამკეტ ტექნოლოგიას იყენებს. ტელევიზორების ეკრანის გარჩევადობაა Full HD 1920×1080 და კადრების განახლების სიხშირე 400 ჰც. აქტიური სათვალეები Loewe Active Glasses 3D ეკრანთან სინქრონიზაციას ინფრაწითელი გადამცემით ახორციელებენ. მაღალი სიხშირის წყალობით მიიღწევა კომფორტული ყურება და თვალებიც ნაკლებად იღლება.

Loewe-Individual-Compose-3D-LCD-HDTV.jpg

loewe.jpg

როგორც ცნობილია, ჩამკეტი ტექნოლოგიის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა სიკაშკაშის შემცირება ყურების სტერეოსკოპულ რეჟიმში. ამ პრობლემის გასანეიტრალებლად გამოყენებულია ინტენსიური LED-მინათება.

ტელევიზორების Loewe პროგრამული ტექნოლგიები 2D-ს ყურებისას 3D-ეფექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ტელევიზორების მართვა დისტანციური მართვის პულტით Loewe Assist Media ხორციელდება.

individual-compose.JPG

News_37668_2.jpg

ტელევიზორებთან ერთად კომპანია სახლის გასართობი სისტემის შესაქმნელ სხვა კომპონენტებსაც გვთავაზობს: Blu-ray-ფლეერი Loewe BluTechVision 3D და აკუსტიკური სისტემა Loewe Sound Projector საბვუფერით, რომელიც 7.1 კონფიგურაციასთან თავსებად ჟღერადობას უზრუნველყოფს.

ტელევიზორები აღჭურვილნი არიან ხისტ დისკიანი რეკორდერით Loewe DR+, ტევადობით 500GB, 3D-პროგრამებისა და ფილმების ჩაწერისა და დაკვირსთვის, აგრეთვე აღჭურვილნი არიან სისტემით MediaNet, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მუსიკის, ფილმების ჩამოქაჩვა, ინტერნეტ-რადიოს მოსმენა და ინტერნეტ-ტელევიზიის ყურება.

ტელევიზორების დიზაინი ინდივიდუალურად შეიძლება შიერჩეს შენობის სტილისა და ინტერიერის გათვალისწინებით დეკორატიული ელემენტების გამოყენების ხარჯზე.

3D ტელევიზორების საწყისი ფასებია:£3500, £4100 და £4800 ფუნტი სტერლინგია,ხოლო 3D სათვალის ფასი შეადგენს - £130 ფუნტ სტერლინგს.

წყარო: www.hdtvtest.co.uk

  • Upvote 3
Posted

რა მაგარი რამეა და რა ძვირი :cry:

ისე ვაბშე არ ვიცოდი ეს ფირმა, რაღაც მონიკი ვნახე ერთგან და მევთქვი რა ჯანდაბისაა ესთქო და თურმე ჰაი ენდი ყოფილა?! :D

Posted

400 ჰერციანი, 3D Conversion და HDD. ვაიმე რა კამფეტია :thumbsup:

Posted

თუ სწორათ მახსოვს ეს ფირმა ძვირიან პლაზმებს უშვებდა და ერთ-ერთი ლიდერი იყო პლაზმებში რამდენადაც მახსოვს, ალბათ ეხლაც უშვებს

Posted

არა რა 5000$, 50000-100000$ ჯდებოდა მოსკოვში მაგათი დიდი პლაზმები, სპეც მაღაზია ქონდათ გახსილი პერსონალურ ზაკაზებსაც იღებდენ, ანუ ესაა ხაი ფაი იმენა

Posted

Loewe მაგარია ფირმაა !... :thumbsup:

Posted

რა მაგარი რამეა და რა ძვირი :cry:

ისე ვაბშე არ ვიცოდი ეს ფირმა, რაღაც მონიკი ვნახე ერთგან და მევთქვი რა ჯანდაბისაა ესთქო და თურმე ჰაი ენდი ყოფილა?! :D

ჯამბო მეც პირველად ვნახე ეს ფირმა.ისე როგორც ჯორჯმა აღნიშნა და მოვიძიე ინფორმაცია საკმაოდ ძვირია ამ ფირმის ნაწარმები,მაგრამ ძაან მაგარი დიზაინი აქვს

  • 3 weeks later...
Posted

ოჰო, მაგარი რამეა მაგრამ ფასიც კაი ადევს.

დიზაინშიც მაგრად არიან როგორც ჩანს, მომწონს.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.