X-treme user Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია Logitech-მა სინგაპურში წარადგინა თავისი ახალი ქმნილება - კლავიატურა К400. ნაწარმი ნაკლებად იქნებოდა ანალოგებისგან გამორჩეული, რომ არა ერთი თავისებურება - ისეთი ტიპის ჩაშენებული სენსორული პანელი, როგორიც ნოუთბუქებში გამოიყენება. სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა, რომლის ნაცვლად სწორედ 3,5-დუიმიანი, აღნიშნული დეტალი განათავსეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროდუქტის სიგრძე 10 სმ-ით გადააჭარბებდა საშუალო-სტატისტიკურს და აქედან გამომდინარე, ის არც თუ ისე მოსახერხებელი გამოვიდოდა. შეხება-მგრძნობიარე პანელზე განლაგებულია ორი ღილაკი, რომელთა დანიშნულებაც ტრადიციულად, მაუსის მსგავსია. Logitech К400-ის კომპლექტაციაში შესულია მიმღები Unifying-ი, რომელთან კავშირიც მყარდება 2,4 გჰზ-იანი რადიოტალღის მეშვეობით. გარდა ამისა, მასთან აგრეთვე შესაძლებელია Logitech-ის უკაბელო და თავსებადი, კიდევ ხუთი მოწყობილობის ჩართვა. პროდუქტის მოქმედების რადიუსი 10 მეტრს შეადგენს, ხოლო განცხადებული ავტონომიური მუშაობის ხანგრძილოვობა, ერთ ელემენტზე, 1 წელია. რეკომენდირებული ღირებულება 59$-ია. VR-Zone, IXBT 3 Quote
OverDozeD Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა ეს ცოტა ვერ გავიგე რას ნიშნავს. საინტერესოა მულტიტაჩი თუ აქვს. Quote
X-treme user Posted July 13, 2011 Author Posted July 13, 2011 იგულისხმება Numpad-ის არქონა. მულტითაჩზე ნახსენები არაფერი იყო, როგორც ჩანს, არ აქვს Quote
ოთო Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 2ივე ქონოდა და ცოტა გრძელი ყოფილიყო მგონი უკეთესი იქნებოდა Quote
OverDozeD Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 არაფერში არ მჭირდება numpad სახლის პირობებში. სამსახურის კიმპზე აუცილებელია ჩემთვის. Quote
ოთო Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 ვისთვის როგორ, მე რიცხვები, მოქმდებები და Alt სიმბოლოები მჭირდება ხოლმე და ჩემვის აცულებელია თან ამას ისრბეი შეერთებული აქვს სხვა კონპკებთან და ეგეც არ მომწონს, არც ის 9 კნოპკა არააქვს ცალკე ლეპის კლავატურაა რა პრაქტიკულად Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.