Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია Logitech-მა სინგაპურში წარადგინა თავისი ახალი ქმნილება - კლავიატურა К400. ნაწარმი ნაკლებად იქნებოდა ანალოგებისგან გამორჩეული, რომ არა ერთი თავისებურება - ისეთი ტიპის ჩაშენებული სენსორული პანელი, როგორიც ნოუთბუქებში გამოიყენება. სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა, რომლის ნაცვლად სწორედ 3,5-დუიმიანი, აღნიშნული დეტალი განათავსეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროდუქტის სიგრძე 10 სმ-ით გადააჭარბებდა საშუალო-სტატისტიკურს და აქედან გამომდინარე, ის არც თუ ისე მოსახერხებელი გამოვიდოდა. შეხება-მგრძნობიარე პანელზე განლაგებულია ორი ღილაკი, რომელთა დანიშნულებაც ტრადიციულად, მაუსის მსგავსია.

600f1aae057715850b3da4effea3037a.jpg

ec51024589cccb0f48dd70754ea51ba8.jpg

Logitech К400-ის კომპლექტაციაში შესულია მიმღები Unifying-ი, რომელთან კავშირიც მყარდება 2,4 გჰზ-იანი რადიოტალღის მეშვეობით. გარდა ამისა, მასთან აგრეთვე შესაძლებელია Logitech-ის უკაბელო და თავსებადი, კიდევ ხუთი მოწყობილობის ჩართვა. პროდუქტის მოქმედების რადიუსი 10 მეტრს შეადგენს, ხოლო განცხადებული ავტონომიური მუშაობის ხანგრძილოვობა, ერთ ელემენტზე, 1 წელია.

რეკომენდირებული ღირებულება 59$-ია.

  • Upvote 3
Posted

სამწუხაროდ, მონიტორის ან ტელევზორის ეკრანზე კურსორის მართვისათვის, აუცილებელი გახდა ციფრულ ბლოკზე უარის თქმა

ეს ცოტა ვერ გავიგე რას ნიშნავს.

საინტერესოა მულტიტაჩი თუ აქვს.

Posted

იგულისხმება Numpad-ის არქონა. მულტითაჩზე ნახსენები არაფერი იყო, როგორც ჩანს, არ აქვს

Posted

2ივე ქონოდა და ცოტა გრძელი ყოფილიყო მგონი უკეთესი იქნებოდა

Posted

არაფერში არ მჭირდება numpad სახლის პირობებში.

სამსახურის კიმპზე აუცილებელია ჩემთვის.

Posted

ვისთვის როგორ, მე რიცხვები, მოქმდებები და Alt სიმბოლოები მჭირდება ხოლმე და ჩემვის აცულებელია

თან ამას ისრბეი შეერთებული აქვს სხვა კონპკებთან და ეგეც არ მომწონს, არც ის 9 კნოპკა არააქვს ცალკე

ლეპის კლავატურაა რა პრაქტიკულად

  • 1 month later...

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.