ბერო Posted July 12, 2011 Posted July 12, 2011 რესურსი Fudzilla-ს თანამშრომლები დაუკავშირდნენ რამდენიმე დეველოპერს მიუნხენში, თამაშების საყოველთაო კონფერენციის ჩატარების დროს. მათგან უმრავლესობა ირწმუნება, რომ Tegra-ს შემდეგი ჩიპი აამუშავებს ანტიალიასინგს მობილურ თამაშებში. ჯერ-ჯერობით, ეს 4-ბირთვიანი ჩიპი ცნობილია Kal-El-ის კოდური სახელით, მაგრამ ბაზარზე, სავარაუდოდ, იგი გამოჩნდება Tegra 3-ის სახელით. ასე რომ, დეველოპერები თვლიან, რომ Kal-El-ზე ოპტიმიზირებული თამაშები გამოვლენ ანტიალისინგის მხარდაჭერით. თავისთავად, უნდა ველოდოთ 4-ჯერ მეტ დეტალს, ტექსტურებს, პოლიგონებს და შეიდერებს, თუ დეველოპერები შეეცდებიან გამოიყენონ ახალი ძალა. LG Optimus 2X-ის მსგავსი ტელეფონების მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თამაშები ანტიალისინგის გარეშე არასასიამოვნოდ გამოიყურებიან ტელევიზორების დიდ ეკრანებზე. Tegra 3 შესძლებს გამოასწოროს ეს პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ თამაშში. თავისთავად, უნდა ველოდოთ უფრო და უფრო შთამბეჭდავ პროექტებს "ჭკვიან ტელეფონებზე" და პლანშეტებზე - ამ მიმართულებით მიედინება დღევანდელი მობილური ინდუსტრია. ჟურნალისტებმა გერმანიაში იხილეს არც თუ ისე ცოტა პროექტი და Quake 3-ის დონის თამაშის დემონსტრაცია და მეტი. წყარო: 3DNews 8
gajaviki Posted July 12, 2011 Posted July 12, 2011 oO ტელეფონზე ანტიალიასინგი და ვაფშე რაღათ გვინდა კომპიუტერი სულ გაგიჟდნენ.
ბერო Posted July 12, 2011 Author Posted July 12, 2011 Kal El Tegra 3 to get to phones Some designs already in 2011 We got confirmation that Kal-El quad core, Nvidia’s next generation SoC with five times faster graphics than Tegra 2 won’t be exclusive for tablets only. It will show up in phones as well. Well informed sources are confirming that such projects are already underway and that Tegra 3, should we still use the Kal-El codename, will get to a few phone designs. Tegra 2 did manage to get a few design wins, but it was not as embraced as Nvidia had hoped for, so maybe the third iteration will help the cause. Having a quad core in a phone sounds like real overkill, but Kal-El thermals should not be much higher than Tegra 2, this is at least what we heard before from similar Far East sources. The launch time frame for such a device would be by the end of the year, and you can expect that it shows up after tablets based on the Kal-El quad core. The main concern is that Kal El is still 40nm and that once Nvidia get the 28nm version of its dual and quad cores in 2012. Thermals of such chips will be much more suitable for phones and tablets. Fudzilla ახლა გახდა ცნობილი, რომ ეს პლათფორმა მხოლოდ ფიცრებისთვის (ანუ პლანშეტებისთვის ) არ იქნება ექსკლუზივი და ტელეფონებსაც ააწყობენ მასზე.
Barca Posted July 12, 2011 Posted July 12, 2011 ვაა რა მააგრია ტელეფონს როგორ არ უნდა AA ,აშკარად აკლია მობის თამაშებს AA ნებისმიერ პლათფორმაზე :chojinfc:
ailamo Posted July 12, 2011 Posted July 12, 2011 Kal-el სუპერმენის ნამდვილი სახელია ისევე როგორც, wayne,logan და stark სხვა გმირების ნამდვილი სახელებია.
Kemo Posted July 12, 2011 Posted July 12, 2011 ლოლ ვიცი რომ მაგათი ნამდვილი სახელია, მაგრამ ეგ roadmap არ მინახია :)
George Posted August 3, 2011 Posted August 3, 2011 Nvidia Reportedly Delays the Kal-El SoC Launch http://guru3d.com/news/nvidia-reportedly-delays-the-kalel-soc-launch/
fashisti Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 მდაააა.... 4 წელიწადში წარმაობის ასმაგი გაუმჯობესება? ენვიდია მურის კანონებს აშკარად არ ეთანხმება :D
GTA Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 4 წელში მობით იმენა კრიზის 3ს ითამაშებ ბოლო გრაფიკით :D
ჯამბო Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 ტეგრა 2-ი ხო გატენეს თამაშებით რა... 2-3 კინკილა თამაშია ძლივს გამოსული მგონი ტეგრასთვის :chojinfc:
ბერო Posted August 4, 2011 Author Posted August 4, 2011 ტეგრა 2-ი ხო გატენეს თამაშებით რა... 2-3 კინკილა თამაშია ძლივს გამოსული მგონი ტეგრასთვის ჰმ, რა გინდა თქვა ჯამბო რომ ტეგრა 2-ის მქონე ანდროიდ-ტელეფონებზე შეუძლებელია ანდროიდის თამაშების თამაში? :D
Barca Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 ტეგრა 2-ი ხო გატენეს თამაშებით რა... 2-3 კინკილა თამაშია ძლივს გამოსული მგონი ტეგრასთვის დაიცა კაცო ტეგრა 2 გრაფიკული ჩიპია და რა შუაშუა მანდ მაგის თამაშები ვიცი რისი თქმაც გინდოდა რომ არ გამოდის თამაშები რომელსაც ტეგრა 2 სჭირდება :chojinfc:
ჯამბო Posted August 4, 2011 Posted August 4, 2011 ჰმ, რა გინდა თქვა ჯამბო რომ ტეგრა 2-ის მქონე ანდროიდ-ტელეფონებზე შეუძლებელია ანდროიდის თამაშების თამაში? არა კაცო , მე იმენა ტეგრაზე ოპტიმიზირებულ , კარგ გრაფიკიან თამაშებზე მაქვს ლაპარაკი, თორე ანგრი ბირდები და მაიმუნობები კიბატონო დაიცა კაცო ტეგრა 2 გრაფიკული ჩიპია და რა შუაშუა მანდ მაგის თამაშები ვიცი რისი თქმაც გინდოდა რომ არ გამოდის თამაშები რომელსაც ტეგრა 2 სჭირდება ხო ეგ ვთქვი კაკრას :P
ბერო Posted August 5, 2011 Author Posted August 5, 2011 NVIDIA-ს Kal-El-ის წარდგენა ამ თვისთვის აქვს დაგეგმილიო, მაგრამ რესურსი Fudzilla, გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ამ ჩიპის წარდგენა დიდი ხნით გადაიდებაო. @3DNews ASUS Eee Pad Transformer 2 სავაუდოდ Tegra 3-ის ბაზაზე იქნება აწყობილიო @3DNews :/
fashisti Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 მომავალში ვინდოუს 8 ხო დაყენდება მაგ პლანშეტებზე? ხოდა თამაშების პრობლემაც შედარებით მოგვარდება
გათი Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 მომავალში ვინდოუს 8 ხო დაყენდება მაგ პლანშეტებზე? ხოდა თამაშების პრობლემაც შედარებით მოგვარდება კი ერთ-ერთი ტაბლეტი პრეზენტაციაზე ზუსტად Kal-El-ზე იყო.
fashisti Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 კი ერთ-ერთი ტაბლეტი პრეზენტაციაზე ზუსტად Kal-El-ზე იყო. ხოდა მეტნაკლებად მემგონი უნდა მოგვარდეს პრობლემა ალბათ ანუ PC-ზე დაწერილი თამაშების ARM არქიტექტურაზე მორგება ძალიან რთული არ უნდა იყოს სავარაუდოდ
საბა Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 NVIDIA Kal-El-ი აამუშავებს AA-ს მობილურ მოწყობილობებზე piece of shit :dabolili:
გათი Posted August 7, 2011 Posted August 7, 2011 ხოდა მეტნაკლებად მემგონი უნდა მოგვარდეს პრობლემა ალბათ ანუ PC-ზე დაწერილი თამაშების ARM არქიტექტურაზე მორგება ძალიან რთული არ უნდა იყოს სავარაუდოდ მორგება არ არის ძნელი, უამრავი ძრავა მუშაობს ARM არქიტექტურაზე :)
George Posted August 8, 2011 Posted August 8, 2011 პლანშეტები Kal-El-ის ბაზაზე შემოდგომაზე გამოვლენო და სმარტფონები კიდე იანვრისთვისო http://www.3dnews.ru/news/615110/
X-treme user Posted August 12, 2011 Posted August 12, 2011 ცოტა ხნის წინ ჩატარებულ კვარტალურ კონფერენციაზე, NVIDIA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფაქტიურად Kal-El პროცესორები გამოიყენებენ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე Tegra 2, თანაც ექსპლუატაციის ყველა რეჟიმში. ეს მიღწეულ იქნება ახალ არქიტექტურის ფარგლებში ამ დეტალის რესურსების უფრო ელასტიური მართვით. აღნიშნულ ბაზაზე დაფუძნებული პროდუქტები უნდა გამოჩნდნენ საშობაო ფასდაკლებების სეზონისთვის, რომელიც ნოემბრის თვეში იწყება.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now