Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD A75 ჩიპსეტზე დაფუძნებულ, MSI-ის სისტემური დაფების პრემიერული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ, ინფორმაციულმა წყარომ მათგან ერთ-ერთ პროდუქტ - A75A-G35-ის შესახებ, მოიპოვა უფრო დეტალური ინფორმაცია. ზომების თვალსაზრისით, ის აკმაყოფილებს ATX ტიპისაა, ხოლო მასთან თავსებადი პროცესორების სია შემოფარგლულია მხოლოდ APU A-სერიის მოდელებზე. მოწყობილობა აღჭურვილია ორ-ორი PCI Express x16 და PCI, სამ PCI Express х1 სლოტით. ოპერატიული მეხსიერებისთვის განკუთვნილი ბუდეების რაოდენობაც ორია, თუმცა AMD Llano-ს პოზიციონირების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ A75A-G35 არ არის A75-ზე დამზადებული, კომპანიის ფლაგმანი მოდელი, ეს დიდ გაკვირვებას მაინცდამაინც არ იწვევს.

81c75c707efe340f609e28ac12c3dbc7.jpg

e8e49a09e880452c91b7513cafd7e2de.jpg

bef917affacb489120d61ef9a5bc19a7.jpg

ნაწარმის კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია ექვსი ცალი SATA 6 გბიტ/წმ და ორი USB 3.0. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 2.0, ორი PS/2 - მაუსისა და კლავიატურის კავშირისათვის, RJ-45 ქსელური კაბელისთვის განკუთვნილი ბუდე, D-Sub, HDMI, DVI ვიდეოგასასვლელები (ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ორი მათგანის გამოყენება), ექვსი 3,5 მმ დიამეტრის მქონე პორტი - აკუსტიკური სისტემების ჩართვისათვის.

დღესდღეობით, MSI A75A-G35 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი დედადაფაა აღნიშნული ჩიპსეტისთვის. მაგალითად ევროპაში, მისი ღირებულება დაახლოებით 71.5 ევროა.

  • Upvote 3
  • 1 month later...
Posted

MSI A75A-G55 Socket FM1 Motherboard http://guru3d.com/news/msi-a75ag55-socket-fm1-motherboard-/

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.