X-treme user Posted July 9, 2011 Posted July 9, 2011 AMD A75 ჩიპსეტზე დაფუძნებულ, MSI-ის სისტემური დაფების პრემიერული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ, ინფორმაციულმა წყარომ მათგან ერთ-ერთ პროდუქტ - A75A-G35-ის შესახებ, მოიპოვა უფრო დეტალური ინფორმაცია. ზომების თვალსაზრისით, ის აკმაყოფილებს ATX ტიპისაა, ხოლო მასთან თავსებადი პროცესორების სია შემოფარგლულია მხოლოდ APU A-სერიის მოდელებზე. მოწყობილობა აღჭურვილია ორ-ორი PCI Express x16 და PCI, სამ PCI Express х1 სლოტით. ოპერატიული მეხსიერებისთვის განკუთვნილი ბუდეების რაოდენობაც ორია, თუმცა AMD Llano-ს პოზიციონირების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ A75A-G35 არ არის A75-ზე დამზადებული, კომპანიის ფლაგმანი მოდელი, ეს დიდ გაკვირვებას მაინცდამაინც არ იწვევს. ნაწარმის კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია ექვსი ცალი SATA 6 გბიტ/წმ და ორი USB 3.0. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 2.0, ორი PS/2 - მაუსისა და კლავიატურის კავშირისათვის, RJ-45 ქსელური კაბელისთვის განკუთვნილი ბუდე, D-Sub, HDMI, DVI ვიდეოგასასვლელები (ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ორი მათგანის გამოყენება), ექვსი 3,5 მმ დიამეტრის მქონე პორტი - აკუსტიკური სისტემების ჩართვისათვის. დღესდღეობით, MSI A75A-G35 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი დედადაფაა აღნიშნული ჩიპსეტისთვის. მაგალითად ევროპაში, მისი ღირებულება დაახლოებით 71.5 ევროა. VR-Zone IXBT 3 Quote
George Posted August 12, 2011 Posted August 12, 2011 MSI A75A-G55 Socket FM1 Motherboard http://guru3d.com/news/msi-a75ag55-socket-fm1-motherboard-/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.