X-treme user Posted July 8, 2011 Posted July 8, 2011 როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია MSI-მ მაღალწარმადოვან ნოუთბუქ GT780-ის აღჭურვილობას შემატა ახალი ოპცია, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 570M, რომელიც წარმოადგენს მის არსენალში არსებულ GeForce GTX 560-ის ალტერნატივას. ის შესანიშნავად ეწყობა 2,0 გჰზ-ზე მომუშავე ოთხბირთვიან პროცესორ Intel Core i7-2630QM-ს (მაქსიმალური სიხშირე შეადგენს 2,9 გჰზ-ს), 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებას და ორ მყარ დისკს, რომლიდან ერთიც, სურვილისამებრ, შეიძლება იყოს 128 გბ-იანი SSD Intel. ბაზურ შემადგენლობაში აგრეთვე შესულია DVD-დისკის ჩაწერის უნარის მქონე, ოპტიკური წამყვანი, ხოლო დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, მიიღებთ მოწყობილობას Blu-ray-ს მხარდაჭერით. MSI GT780-ის სხვა თავისებურებებს მიეკუთვნება ხმის სისტემა Dynaudio და 29 სხვადასხვა ფერის მქონე, კლავიატურის შუქდიოდური განათება. პროდუქტის ღირებულება დაინტერესების შემდგომი თემაა, ხოლო მცირედ მოდერნიზებული ვერსიის გამოჩენის თარიღი ევროპულ ბაზრებზე, გახლავთ აგვისტოს დასასრული - სექტემბრის დასაწყისი. Notebook Italia Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.