Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთ-ერთ ინტერნეტ ბლოგში OBRovsky Blog გამოჩნდა AMD-ს მომავალი პროცესორების საინჟინრო ნიმუში რომელიც ჰაერის გაგრილებით შთამბეჭდავ სიხშირეებს აღწევს. ბლოგზე წარმოდგენილ ვიდეოში ჰაერის გაგრილებაზე ახალი Zambezi პროცესორი 5140 MHz !!! სიხშირეზე იტვირთება.

newska1.png

ესეც CPU-z სურათი 5077 MHz სიხშირეზე

zambezi_01.jpg

ამ სიხშირეზე და 1.596 ვოლტზე პროცესორი გადის superpi 1MB ტესტს

superpi_oc4.png

ხოლო 4834 MHz სიხშირეზე და 1.524 ძაბვაზე სისტემა იმდენად სტაბილურია რომ Cinebench R11 ბენჩს გადის.

cine11.png-oc.png

ესეც სადემონსტრაციო ვიდეო

როგორც ვიცით ახალი პროცესორები AM3+ სოკეტზე იქნება და დედა დაფები შესაბამისი ჩიპსეტით AMD 990FX უკვე მზად არის.

chipset.png

ახალი ჩიპესტში საინტერესო ის არის რომ SLI მხარდაჭერა აქვს. საინჟინრო ნიმუშის ქარხნული სიხშირე 3.2 GHz იყო ხოლო Turbo ტექნოლოგიით მისი სიხშირე 3.7-მდე ადის.

  • Upvote 1
Posted

სოსო ფასები როგორ იქნება ხომ არ იცი დაახლოებით ეს პროცი თავისი შესაბამისი საშუალო დონის მაზერთან ერთად რამდენი ლარი დაჯდება?

Posted

სოსო ფასები როგორ იქნება ხომ არ იცი დაახლოებით ეს პროცი თავისი შესაბამისი საშუალო დონის მაზერთან ერთად რამდენი ლარი დაჯდება?

წარმოდგენა არა მაქვს

მაგრამ ფაქტია ინტელზე დაბალი ფასები ექნება და იმედია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სენდის თუ არა ნეჰალემ არქიტექტურას მაინც

შეიძლება ailamo-მ იცის რამე :)

Posted

ფაქტია რო ცუდი არ იქნება

Posted

და SLI მხარდაჭერა რახან აქვს ესეიგი შეგეძლება 2 ენვიდიას ბარათი მოათავსო AMD ს AM3+ დედა დაფაზე ?

Posted

და SLI მხარდაჭერა რახან აქვს ესეიგი შეგეძლება 2 ენვიდიას ბარათი მოათავსო AMD ს AM3+ დედა დაფაზე ?

4-იც შეგიძლია მოათავსო, თუ დაეტევა :) AMD-ს ჩიპსეტებს არ აქვს შეზღუდვა ვიდეოკარტების რაოდენობაზე, SLI-ის ლიცენზია იყო აქამდე პრობლემა.

asus crosshair v formula-ზე ამდ-ს გურუთა-გურუს chew*-ს შესრულებით:

132b69df1036.jpg

06d6d4f4c33f.jpg

7303fe96475b.jpg

ესეც იაპონელი ოსტატის PcCI2iminal-ის არაექსტრემალური საჩვენებელი შედეგი:

http://gigabytedaily.blogspot.com/2011/06/watch-pcci2iminal-play-4way-sli-with.html

და ეს ყველაფერი ძველ პროცესორზე. ველოდებით ბუუუუულდოზეეერს! :D

Posted

ვაა მაგარია ძალინ ,ხო ბულდოზერზე რაღაც კარგი შედეგი დაიდება :spiteful:

Posted

სოსო ფასები როგორ იქნება ხომ არ იცი დაახლოებით ეს პროცი თავისი შესაბამისი საშუალო დონის მაზერთან ერთად რამდენი ლარი დაჯდება?

სენდის ფასი ექნება პროცესორს დაახლოებით, მაგრამ როგორც ჩანს ნორმალური მაზერები უფრო იაფი იქნება.

UT2xQ8dz.png

asus crosshair v formula-ზე ამდ-ს გურუთა-გურუს chew*-ს შესრულებით:

სამწუხაროა რომ chew დაგვემშვიდობა, ნამდივლად მინდოდა მენახა თუ რას შეძლებდა ახალი მეხსირების კონტროლერით.

Posted

ერთი რამე ნამდვილად ვიცი - AMD-მ თუ რაზგინი არ დაივიწყა და ინტელივით არ დაიკიდა უეჭველი მოიგებს ენთუზიაზისტების გულს.

საკმაოდ კარგი რამე ჩანს ეგ ახალი ბირთვი. მითუმეტეს გრაფიკული ედვენტიჯით.

Posted

ეს რა 1600T პროცესორია?

My link

ალბათ cpuz bug, იცის ხოლმე.

Posted

თუ ამას დავუჯერებთ, სადღაც 320 ობამას ფარგლებში უნდა იყოსო

http://www.zdnet.com/blog/computers/amd-reveals-pricing-for-eight-core-bulldozer-processor-320/6098

Posted

როდის აპირებენ ამ პროცესორების ბაზარზე გამოშვებას?

Posted

როდის აპირებენ ამ პროცესორების ბაზარზე გამოშვებას?

შემოდგომა, საორიენტაციოდ საქტემბრის პირველი ნახევარი.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.