iliko1990 Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით. CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო. ესეც ვიდეო: წყარო: http://coolest-gadgests.blogspot.com 6 Quote
Cyborg. Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 მოსახერხებელი რამეა დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი Quote
მიშა Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 გმადლობ სიახლისთვის ილიკო მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი :chojinfc: Quote
zV1 Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი ჩაგეთვალა ,ისე საკაიფო რამეა Quote
მიშა Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 ნეტა SMS-ის გაგზავნა შეუძლია თუ მარტო რეკავს :chojinfc: Quote
ჯამბო Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 გმადლობ სიახლისთვის ილიკო მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი http://surfpk.com/worlds-top-10-smallest-mobile-cell-phones/-0346 Quote
Machete Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 წესით SMS საც უნდა აგზავნიდეს რაღაც ასოები აწერია მამენტ შეიძლება ნომრის ჩასაწერად აქვს ეგ ციფრები :xeli: Quote
iliko1990 Posted July 1, 2011 Author Posted July 1, 2011 ნეტა SMS-ის გაგზავნა შეუძლია თუ მარტო რეკავს მიშა ამაზე სმს-ის დაწერა ტანჯვის ტოლფასი იქნება. :lool: Quote
ჯამბო Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი Quote
westsider Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი არადა რა საზიზღრობა ტელეფონი იყო მანდ შეწყვიტეს დაპატარავება და მიხვდნენ რო აზრი არ ქონდა ერთი პერიოდი ზედიზედ ტრენდი წავიდა ვინ უფრო თხელ და პატარა ტელეფონს გამოუშვებდა ნუ გასაუმჯობესებელი ბევრი იყო რამის კილოიანი ტელეფონებიდან ჩამოწიეს 50 გრამზე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.