iliko1990 Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით. CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო. ესეც ვიდეო: წყარო: http://coolest-gadgests.blogspot.com 6
მიშა Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 გმადლობ სიახლისთვის ილიკო მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი :chojinfc:
zV1 Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი ჩაგეთვალა ,ისე საკაიფო რამეა
მიშა Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 ნეტა SMS-ის გაგზავნა შეუძლია თუ მარტო რეკავს :chojinfc:
ჯამბო Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 გმადლობ სიახლისთვის ილიკო მემგონი კიდევ შეიძლება დაპატარავება, მაგრამ მერე ჯიბეში ვეღარ იპოვის კაცი http://surfpk.com/worlds-top-10-smallest-mobile-cell-phones/-0346
Machete Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 წესით SMS საც უნდა აგზავნიდეს რაღაც ასოები აწერია მამენტ შეიძლება ნომრის ჩასაწერად აქვს ეგ ციფრები :xeli:
iliko1990 Posted July 1, 2011 Author Posted July 1, 2011 ნეტა SMS-ის გაგზავნა შეუძლია თუ მარტო რეკავს მიშა ამაზე სმს-ის დაწერა ტანჯვის ტოლფასი იქნება. :lool:
ჯამბო Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი
westsider Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 რაღა მისვლა უნდა პანასონიკები რო იყო ადრე ჩვენთან "მოდაში" არ გახსოვთ? ასანთის კოლოფის ზომის იყო მგონი არადა რა საზიზღრობა ტელეფონი იყო მანდ შეწყვიტეს დაპატარავება და მიხვდნენ რო აზრი არ ქონდა ერთი პერიოდი ზედიზედ ტრენდი წავიდა ვინ უფრო თხელ და პატარა ტელეფონს გამოუშვებდა ნუ გასაუმჯობესებელი ბევრი იყო რამის კილოიანი ტელეფონებიდან ჩამოწიეს 50 გრამზე
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now