X-treme user Posted June 29, 2011 Posted June 29, 2011 რეჟისორ მაიკლ ბეის უახლეს ბლოკბასტერ Transformers: Dark of the Moon-ის აღნიშვნის მიზნით, სათამაშო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Razer-მა წარმოადგინა აღნიშნული ფილმის თემატიკაზე დამზადებული რამდენიმე პროდუქტი - ოთხი DeathAdder მაუსი, Vespula პადი და ოთხი ლეპტოპის კეისი. თითოეული მღრღნელის ღირებულება შეადგენს 69$-ს და მათი დიზაინი ორიენტირებულია მარჯვენა ხელისთვის. აღჭურვილნი არიან 3500dpi Razer Precision 3.5G ინფრაწითელი სენსორით, 1 მ/წმ-იანი გამოხმაურების დროთი, ხუთი პროგრამირებადი Hyperesponse ღილაკით, Ultraslick სადებით, დაახლოებით 2,3 მ-იანი კაბელითა და ოქროსფერი USB-კონექტორით. ხელმისაწვდომია შემდეგი მოდელები: Optimus Prime (წითელი), Bumblebee (ყვითელი), Megatron (ნაცრისფერი) და Shockwave (მუქი წითელი). Transformers 3 Vespula მაუს-პადის ზომებია 300 (L)x 240 (W)x 4 (H) მმ. კომპლექტში შედის გელით ავსებული იდაყვის სადები, ხოლო მისი ზედაპირი ორი სახისაა - Autobots SPEED-ი იძლევა შეუფერხებელ, სწრაფი რეაგირების საშუალებას, Decepticons CONTROL-ის მეშვეობით კი, განკუთვნილია ულტრა-ზუსტი მოძრაობებისათვის. პროდუქტის ფასი 44.99$-ია. Transformers 3 Laptop Sleeve კეისები, ზემოაღნიშნული მაუსების მსგავსად, გაფორმებულნი არიან იგივე ფერებში და მოთავსებულნი არიან 49.99$-ის ნიშნულზე. გამოირჩევიან მტკიცე, მაგრამ დრეკადი პლასტიკური საფარით, რბილი მატერიით დაფარული, შიდა კონტურებითა და გააჩნიათ 15-დუიმამდე ზომის პროდუქტების მხარდაჭერა. TC Magazine 3
მიშა Posted June 29, 2011 Posted June 29, 2011 აქ რომ შემოვდიოდი, ნამდვილად არ ველოდი ასეთ ჭრელ რაღაცებს მადლობა ავტორს P.S. ლეპტოპის ბუდეები მომეწონა. აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, კარგი რამე უნდა იყოს.
#Skinhead Posted June 29, 2011 Posted June 29, 2011 (edited) (მა)რაზ(მ)ერ Edited June 29, 2011 by #Skinhead
T.N.T Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 ბამბლბი ჩემია! არ მომეწონა და არ მოველოდი რეიზერისგან ამას...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now