Jump to content

Recommended Posts

Posted

რეჟისორ მაიკლ ბეის უახლეს ბლოკბასტერ Transformers: Dark of the Moon-ის აღნიშვნის მიზნით, სათამაშო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Razer-მა წარმოადგინა აღნიშნული ფილმის თემატიკაზე დამზადებული რამდენიმე პროდუქტი - ოთხი DeathAdder მაუსი, Vespula პადი და ოთხი ლეპტოპის კეისი. თითოეული მღრღნელის ღირებულება შეადგენს 69$-ს და მათი დიზაინი ორიენტირებულია მარჯვენა ხელისთვის. აღჭურვილნი არიან 3500dpi Razer Precision 3.5G ინფრაწითელი სენსორით, 1 მ/წმ-იანი გამოხმაურების დროთი, ხუთი პროგრამირებადი Hyperesponse ღილაკით, Ultraslick სადებით, დაახლოებით 2,3 მ-იანი კაბელითა და ოქროსფერი USB-კონექტორით. ხელმისაწვდომია შემდეგი მოდელები: Optimus Prime (წითელი), Bumblebee (ყვითელი), Megatron (ნაცრისფერი) და Shockwave (მუქი წითელი).

f6c0c4adf2998bf4d37b82c1728383fb.jpg

Transformers 3 Vespula მაუს-პადის ზომებია 300 (L)x 240 (W)x 4 (H) მმ. კომპლექტში შედის გელით ავსებული იდაყვის სადები, ხოლო მისი ზედაპირი ორი სახისაა - Autobots SPEED-ი იძლევა შეუფერხებელ, სწრაფი რეაგირების საშუალებას, Decepticons CONTROL-ის მეშვეობით კი, განკუთვნილია ულტრა-ზუსტი მოძრაობებისათვის. პროდუქტის ფასი 44.99$-ია.

Transformers 3 Laptop Sleeve კეისები, ზემოაღნიშნული მაუსების მსგავსად, გაფორმებულნი არიან იგივე ფერებში და მოთავსებულნი არიან 49.99$-ის ნიშნულზე. გამოირჩევიან მტკიცე, მაგრამ დრეკადი პლასტიკური საფარით, რბილი მატერიით დაფარული, შიდა კონტურებითა და გააჩნიათ 15-დუიმამდე ზომის პროდუქტების მხარდაჭერა.

  • Upvote 3
Posted

რა ციყვობაააა :chojinfc:

Posted

აქ რომ შემოვდიოდი, ნამდვილად არ ველოდი ასეთ ჭრელ რაღაცებს :)

მადლობა ავტორს :thumbsup:

P.S. ლეპტოპის ბუდეები მომეწონა. აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, კარგი რამე უნდა იყოს.

Posted

ლაზერული ცისარტყელა გაგვკიეთეს ტი შტოო

Posted (edited)

(მა)რაზ(მ)ერ

Edited by #Skinhead
Posted

აღუებისთვისაა გათვლილი

Posted

ბამბლბი ჩემია! :D

არ მომეწონა და არ მოველოდი რეიზერისგან ამას...

Posted

ტრანსფორმერი ვირთხებიsarcastic_hanend.gif

Posted

სულ გაბერეს.. :|

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.