Jump to content

Recommended Posts

Posted

137e.jpg

იაპონურმა კომპანია Scythe მა რომელიც განთქმულია ქულერების წარმოებით გამოუშვა ცნობილი Mugen 2 CPU გამაგრილებლის მომდევნო ვერსია Mugen 3 CPU Cooler რომელიც წინა მოდელს რა თქმა უნდა ჯობია თავისი წარმადობით,უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ამ ქულერის წინა ვერსიას აღებული აქვს უამრავი პრიზი ,იგი განკუთვნილია Overclocker ების და Enthusiast ებისთვის.

137a.jpg

ქულერის მესამე ვერსიაში გაუმჯობესებულია რამოდენიმე დეტალი მათ შორის Fin ების სტრუქტურა სახელად M.A.P.S. (Multiple Airflow Pass-Through Structure),გარდა ამისა იგი აღჭურვილია 6 ცალი სპილენძის მილაკით განსხვავებით წინა მოდელისა რომელსაც 5 ქონდა ,ისინი კი უკავშირდება ნიკელის ფირფიტას რომელიც მათ შორისაა მოთავსებული და გადის ალუმინის ფირფიტებში რომელიც დაფარულია ნიკელის თხელი ფენით, რათა არ გამოიწვიოს სპილენძის კოროზია.

137d.jpg

137c.jpg

Mugen 3 აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი Axial Fan ით რომელიც წარმოადგენს Slip Stream PWM ჩუმ სერიას.PWM ფუნქციის წყალობით შესაძლებელია Fan ის ბრუნვის სიჩქარის კონტროლი 300 დან 1.600 RPM მდე.ჰაერის მორაობის მაჩვენებელი კი არის 14,7 - 88,11 CFM შესაბამისად 24.98 - 149.67 m³/h,ხმაურიანობის მაჩვენებელი 9.60 - 32.15 dBA.

137b.jpg

F.M.S.B მექანიზმი ამ ქულერში განვითარებული იქნა მე-4 ვერსიამდე.მას რა თქმა უნდა მოყვება სპეციალური სადგამი და ყვეალ საჭირო ნაწილი,

აღნიშნული პროცესორის ქულერი თავსებადია : Intel ის LGA1155, LGA1156, T / LGA775 და LGA1366 პლათფორმებთან და AMD AM2, AM2+, AM3 და ახალ AM3+ პლათფორმებთან.

137g.jpg

137f.jpg

Scythe Mugen 3 CPU Cooler ის ფასი 36 ევროა !

  • Upvote 5
Posted

კარგი რამეა, საკმაოდ ეფექტური იქნება :thumbsup:

ისე ზევით გიწერია სპილენძის მილები უკავშირდება, ნიკელის ფირფიტასო და შემთხვევით ალუმინის ფირფიტა, ხომ არ უნდა გეწეროს?

Posted

კარგი რამეა, საკმაოდ ეფექტური იქნება :thumbsup:

ისე ზევით გიწერია სპილენძის მილები უკავშირდება, ნიკელის ფირფიტასო და შემთხვევით ალუმინის ფირფიტა, ხომ არ უნდა გეწეროს?

the copper base which was refined by a thin nickel layer to prevent corrosion.

მგონი სწოპრად მიწერია არ ვიცი :D პირველად დავწერე ნიუსი ქულერზე

შიდა ფირფიტაა ნუიკელის მგონი :xeli:

Posted

აა იცი როგორ უნდა დაგეწერა!

სპილენძის მილები, რომელიც გადის ალუმინის ფირფიტებში დაფარულია ნიკელის თხელი ფენით, რათა არ გამოიწვიოს სპილენძის კოროზია...

დაახლოებით ასე

Posted

ჰმმ. კაია მარა გძე ტესტები? :D

Posted

ჰმმ. კაია მარა გძე ტესტები? :D

სადაა ტესტები და კაი ცხოვრება

Posted

სკაითემ გამოტოვა მე მგონი ის ფაზა როცა ნოქტუა,პროლიმატექი და თერმალრაითი ახალ საფეხურზე გადავიდნენ

საკმაოდ დიდი სხვაობაა უკვე :)

30 დოლარად კაი ქულერია თუ ასე გაყიდიან და 40+ ად უკვე გაცილებით უკეთესები არის

Posted

+ კარგი იქნება სკაიტემ ნორმალური სამაგრი მექანიზმი გააკეთოს. ჯერ რომ შეხედავ მაგას, უკვე გეშინია იმდენი წვრილ-წვრილი ვინტები აქვს :) + მცირე ვიბრაციების შედეგად არის რისკი რომ ეგ ვინტები მოეშვას ნელ-ნელა.

აიღოს თერმალრაითის და პროლიმატეჩის მაგალითი მაგალითად, მშვენიერი სამაგრები აქვთ ორივეს.

P.S. სხვათა შორის, ჩემი პირველი ასე ვთქვათ ჰაი-ენდ ქულერი Scythe-ს პირველი Mugen იყო. იმასაც საძაგელი სამაგრი ჰქონდა, პუშ-პინებზე :D

მერე მახსოვს დავააპგრეიდე - თერმალრაითის bolt-thru-kit ვიყიდე, ბექპლეიტი და ბოლტები მარტო და იმით ვამაგრებდი ხოლმე :)

მუშაობაში კაი იყო

მერე გავყიდე ეგ და TRUE-ზე გადავედი კაი ხნით. მერე წყალზე და მერე BOX ქულერზე :D

Posted

თერმალრაითს განსაკუტრებით გამოვყოფდი

არანორმალურად მაგარი სამაგრი აქვს

ოდნავი ტვირთიც არ მოდის სოკეტზე

ყველაფერს ხიდები იჭერს და პროცესორზე რასაც ქვია აპრესავს ქულერს

Posted

P.S. სხვათა შორის, ჩემი პირველი ასე ვთქვათ ჰაი-ენდ ქულერი Scythe-ს პირველი Mugen იყო.

მერე გავყიდე ეგ და TRUE-ზე გადავედი კაი ხნით. მერე წყალზე და მერე BOX ქულერზე :D

ბოლოს მაგარი განვითარება იყო :D

Posted

არასდროს მომწონდა მუგენი თავისი ზომისა და სამაგრების გამო

  • 2 months later...
Posted

Scythe Mugen 3 PCG Edition http://guru3d.com/news/scythe-mugen-3-pcg-edition/

Posted

მახსოვს სპილენძის ედიშენები რომ იყო მოდაში

3 გრადუსით უკეთესი შედეგით :D

Posted

რამხელაა რა არი ეს რომ დავაყენო ოთხივე ოპერის სლოტს დამიფარავს და იმ ორსაც ვერარ ჩავაყენებ :D :D :D :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.